მარტო სახლში, ანუ მე საშინელებათა ფილმის გმირი

დამიჯერეთ ამ ბავშვივით ვერ ვერთობი….

ვინც ახლა ჩემს პოსტს წაიკითხავს  და მერე მისი დადების დროს ნახავს, გაკვირვებისგან შეიცხადებს,. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ კიდევ უკვირს თინეიჯერების გვიანობამდე ყოფნა. სხვა მხრივ კი ამას თავისი მიზეზი აქვს. დღეს ღამე სახლში მარტო ვარ და თანაც პირველად. მეშინია და გული მისკდება–თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჯერ არც დავწოლილვარ(რა დამაწვენს). თავი საშნელებათა ფილმის გმირი მგონია.  მხოლოდ ჩემინაირი მაზოხისტი გაიხსენებდა ახლა მათ.

საერთოდ ძალიან მიყვარს კინო. მთლად თეატრზე მეტად ვერა, მაგრამ კარგი ფილმის ნახვა უდიდეს სიამოვნებას მგვრის. ბოლო დროს კი საყვარელი ჟანრიც გავიჩინე, „საშინელებათა ფილმები“. ჰუმანისტებს გაგიკვირდებათ, ზოგი გიჟსაც დამიძახებს, მაგრამ  რა ვქნა, ეს ჩემი ჰობია. თავისი მიზეზების გამო. მაგალითად იმიტომ რომ უდიდესი ინტერესს მიღვივებს.შიშის დროს ადრენალინი გამოიყოფა დიდი დოზით, ვგრძნობ მთავარი გმირის სასოწარკვეთას, თავი დამწყვდეული მგონია, ხვდები რომ გიჟდები, სახლში საგნებს ვეღარ აღვიქვამ, ყველაფერი ერთიანად გაუცხოვებულია. დავდივარ მოჩვენებასავით, აბაზანაში  სანამ ფარდას გადავწევ მგონია რომ ვინმე დამხვდება, ნუ წარწერა მაინც. დაბანის მერე დაორთქილ სარკეზე მუქარის წერილებს ველი, ყოველ წამს მგონია რომ უკნიდან ვიღაც მეპარება, მოკლედ ასეთი რამეები უაზროდ მართობს.

მაგრამ გამოცდილება ცუდად მადგება დღეს, ვეღარ გავდივარ სამზარეულოში, არადა მშია, ყველგან ვანთებ დენს და ვწვავ ელექტრო ენერგიას, ვერ ვხურავ ოთახის კარს, მეშინაი რომ მივიხედავ გაღებული არ დამხვდეს, მაშინებს ყველა ხმაურობა რაც კი გარედან შემოდის,  ეს კლავიატურის ხმა საერთოდ მაგიჟებს, მძიმედ მესმის საკუთარი ფეხის ხმა, ვლაპარაკობ ხმამაღლა, ვსვამ ყავას და ზუსტად ვიცი რომ მეორედ მარტო აღარ დავრჩები.

თუმცა არც მთლად ცუდია მარტოობა, ვაკეთებ იმას რაც მინდა, ვჭამ იმას რაც მშია, (უბრალოდ სამზარეულოში ვეღარ გავდივარ), ვიძინებ იმ დროს, რა დროსაც მინდა და ველაპარაკები სკაიპში ყველას ვისთანაც ლაპარაკს ისე მიკრძალავენ. ერთადერთი რამ მაწუხებს, იმ ასაკიდან გამოვედი ღამის ფილმების ნახვას რომ მიკრძალავდნენ, ანუ მათ ყურების სიტკბოებას ვეღარ გავიგებ.

საერთოდ კი მძიმე ვითარებაა, არ ვიცი რა ვქნა, ვის დავურეკო ღამის 5 საათზე, ვის გითხრათ რომ მეშინია და არ მინდა მარტო. მთელი ცხოვრებაა ამ სიმარტოვეზე ვოცნებობ და მივხვდი რომ მის ასასრულებლად, მინიმუმ ჩემს საშნელებათა ფილმებზე უნდა ვთქვა უარი, მე კი არ ვიცი ეს შემიძლია თუ არა:)

ხალხნო სად ხართ, სად დაიკარგეთ?

შიშით მუსიკასაც ვერ ვრთავ, მერე რამე მნიშნელოვანი ხამური რომ არ გამომეპაროს, არაფერი ჰქონია მარტოობას გადასარევი, მშვიდად ძილი მინდა მოჩვენებების, აჩრდილების, მანიაკების გარეშე…. ყურში უცნაური წუილი ჩამესმის…

და მაინც, ვიდეოები ჩემთვის ყველაზე საშიში ფილმებიდან:

11 thoughts on “მარტო სახლში, ანუ მე საშინელებათა ფილმის გმირი

  1. ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
    სიო, სარქმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
    დაიძინე, ნუ გეშინია, ფრედი კრუგერი შენთან არს🙂

  2. ჯერ გამოგიტყდები, რომ ვიდეოებს ვერ ვუყურე… მეშინია ასეთი რამეების… შეიძლება მერე დამესიზმროს🙂
    ისე, შენი პოსტი მომეწონა… რეალისტურია…მარტოობა ყველას უნდა, მგონი თინეიჯერობის პერიოდში… ეს რაღაცნაირად დამოუკიდებლობასთან ასოცირდება…
    მე სულ ნახევარი წელია რაც უმეტეს დროს მარტო ვატარებ და რაღადცნაირად მივეჩვიე და მომწონს… ოღონდ ერთი პრობლემაა… როცა ადრინდელ რეჟიმში მიწევს ცხოვრება, უკვე მიჭირს ყოველდღე სხვების “ახლოდან” ყურება…
    ასე რომ, მიხარია, თუ არ მოგეწონა მარტოობა. ასე უფრო უკეთეს ურთიერთობას შეინარჩუნებ დანარჩენებთან🙂

    1. gadasarevi komentia, ogond shen raga gindoda rvis naxevarze komptan?:))))
      ara martla kargia martooba, damoukideblobas da sxva karg rameebs echvevi:)
      shen ki ar gekadreba sashinelebata filmebis ar yureba, iseti magari gogo xar:)

      1. ეს მე?
        დედა, რა მაგარია🙂
        სინამდვილეში სადღაც 10-11 წლისამ იმას ძლივს მივაღწიე, რომ ღამით ნანახი ფილმი “სროლებზე” ძილში არ ჩამყოლოდა… ახლა სწორედ ამას ვუყურებ ძირითადად🙂
        P.S. რაც შეეხაება, კომენტარის დროს, რაღაცას ურევს wordpress (სავარაუდოდ, დრო მაქვს გასასწორებელი :)) მაგ დროს მეძინა და სულაც არ ვაპირებდი გაღვიძებას :))

  3. იმედია მშვიდობიანად ჩაიარა ღამემ და არც ფეხი მოუჭრია ვინმეს შენთვის და არც სხვა მსგავსი უბედურება არ მომხდარა. :))) მე არ მიყვარს ეგ ჟანრი.🙂

    1. აი როგორ გითხრა, მეც არ ვგიჟდები მაგრამ მართობს:) კი მშვიდობიანად ჩაიარა, როცა მივხვდი რომ კატების კნავილისათვის, ძაღლების ყეფისათვის და ჩემი ლოთი მეზობლისათის ყურადღება არ უნდა მიმექცია, დამეძინა:)

  4. ვგიჯდები “უჟასწიკებზე”! რომელი ნახე იცი: “ემილ როსეს ეგზორციზმი” და პირობას გაძლევ ტელევიზორს გადააგდებ სახლიდან.:)))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s