შენი ქვისებრი ნათია:)

გადაწყვეტილი მქონდა არ დამეწერა პოსტი დედაზე, მაგრამ ისიც მეყოს ვერაფერი რომ ვერ ვაჩუქე და იქით რომ გამოვართვი ფული. არ მინდა ბანალური ვიყო, არ მინდა განვმეორდე, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ ახლა დაწერილი სიტყვები არასოდეს იქნება ბანალური, იმიტომ რომ ვერაფერი გააუფასურებს დედის სიყვარულს:)

დე მიყვარხარ, და ბოდიში:) ბოდიში რომ ნერვებს გიშლი, ბოდიში რომ ხანდახან აქ ჯდომა მირჩვნია შენთან ჭორაობს(ვიცი ამზაე ძალიან ბრაზდები).

დე ბოდიში, თუ ისეთი არ ვარ როგორც გინდა რომ ვიყო(რა თქმა უნდა ვარ, ჩემზე სრულყოფილი ვინღა  იქნება).

დე ბოდიში, რომ არ გიჯერებ, რომ ხადახან საკუთარი თავი უფრო მართალი მგონია, ბოდიში ყველა ცუდად წარმოთქმული სიტყვისათვი, ყველა გაბრაზებული თვალისათვის,  ბოდიში ჩემი ოთხიანისთვის(მეორე კლასში რომ მივიღე:@) ბოდიში ამდენი მოვალეობისთვის, ბოდიში  ჭურჭლის რეცხვა, სახლის დალაგება, საჭმლის გაკეთება რომ მეზარება, დე ბოდიში მაშინდელისათვის,

ბოდიში კაცობრიობის ნაცვლად ყველა ტკივილისათვის!

ბოდიში თუ კი ხელის გულზე ერბოკვერცს ვერ შევიწვავ, ბოდიში მეტი აზრი რომ აღარ მომდის, ბოდიში აქამდე რომ არ გითხარი ეს ყველაფერი.. ბოდიში წინასწარ, თუ გრანტს ვერ ავიღებJ ბოდიში რომ მეც სამედიცინოზე ვაბარებ, ბოდიში რომ ხანდახან ისე ვერ გამოვხატავ გრძნობებს, როგორც ეს საჭიროა, რა ვქნა, ასეთი ვარ–ცივი. დედიკო ბოდიში, დედიკოს რომ არ გეძახი, არადა ვიცი როგორ გიყვარს ეს სიტყვა, დედიკო ბოდიში ამდენი ბოდიშისთვის, და კიდევ იმისთვის რომ არასოდე მეყოფა იმის ძალა, ოდესმე ჩემი პირით წაგიკითხო ეს პოსტი. ცივი ვარ, ცივი და საშინლად ქვისებრი გული მაქვს.

დე სიგიჟემდე მიყვარხარ, ყველაზე მეტად იმიტომ რომ ყველაზე მეტი ხარ, იმიტომ რომ ყველაფერი იცი, იმიტომ რომ ყველაზე ჭკვიანი, მზრუნველი და თბილი ხარ….

მიყვარხარ:******

შენი ქვისებრი ნათია:)

პ.ს

ბოდიში გუგლის იაფასიანი სურათებისთვის:)

2 thoughts on “შენი ქვისებრი ნათია:)

    1. საიდან მიაგენი ჩემი დედას ვფიცავარ? :დდ მადლობა, მარა ამზე უკეთ ვწერ ეხლა მგონი :დ თვალი გადავავლე და იმდენი შეცდომა ვიპოვე გული გამისკდა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s