ხელოვნების მითოლოგიური საწყისები

 

 

ორფეოსი ჰადესში

პელაგაზი ორფეოსი, მდინარის ღმერთის ეაგროსის ძე, ჯადოსნური სიმღერით, ლოცვით და ფლეიტის ჰანგებით ღმერთებს იმორჩილებდა, იპყრობდა ხალხის გულს და აცხრობდა ზღვის ტალღებს.

ასე ჯადოსნურად სტვენდა მისი ფლეიტა, როცა იაზონს მიჰყვებოდა კოლხეთისაკენ–არგოს ქვეყნისაკენ.

ასე ჯადოსნურად გალობდა მაშინაც, როცა მკდართა საუფლოში ჩავიდა რათა დაეხსნა გველისგან დაკბენილი ევრიკიდე.

იქ თავისი თამაშით მოხიბლა ცერბერი, ერინიები, ჰადესი და პერსეფონე.

გული მოულბათ ღმერთებს და დაუბრუნეს ორფეოსს მეუღლე ოღონდ ერთი პირობით–სახლში მიყვანამდე არ უნდა შეეხედა.

სიხარულმა გააბრუა ორფეოსი და გაფრთხილება ყურად ვერ იღო. ამიტომ მიცვალებულთა სამეფომ დაიბრუნა ევრიკიდე.

ხელოვნების  მაგიურ ძალას სასწაულების მოხდენა შეუძლია, ლამის მიცვალებილი მკვდრეთით აღადგინოს–გვეუბნება მითი.

ასეთი რწმენა ჰქონდათ ელინელებს.

ასე გრძნეულად მოქმედებს სიტყვა, ჰანგი, ფერი, აცხრობს ბოროტ ვნებებს, ართობს მსმენელს და სულში ჰარმონიას უმკვიდრებს. მაგრამ კათარზისი დროებითი მოვლენაა, როგორც ევრიკიდეს ჰადესისაგან გამოხსნა.

ილუზია იფანტება და ცხოვრება თავისი გზით მიედინება.

მოდის ახალი ხელოვანი და ყველაფერი თავიდან იწყება.

თითქოს გრძელდება სიზიფეს ამაო ჯაფა.

მაგრამ საუკუნეთა მანძილზე მაინც იცვლება ფსიქიკა და ასე ნელ–ნელა ადამიანი სწყდება ბარბაროს წინაპართა მსოფლიოს.

ერთი მხრივ–ეს არის პროგრესი, კულტურა, წესრიგი და ჰარმონია.

მეორე მხრივ–რეგრესი, რადგან ტოტალური ცივილიაზაცია უპირისპირდება სულსა და კულტურას, წამლავს და სპობს წინაპართა სიტყვას, მიწას, წყალსა და ჰაერს…

ჩვენ ვკარგავთ ძველ რომანტიკულ მგძნობელობას, სიცოცხლის განცდას, როგორც  ორფეოსი ევრიკიდეს..

ალეგორიულად კი ორფეოსის  ანუ შემოქმედის ჩასვლა ჰადესში არის არაცნობიერი ფსიქიკის სიღრმეში დანთქმა ანუ პრეისტორიაში მოგზაურობა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s