თხზვა, როგორც მსხვერპლშეწირვა, ანუ გენიოსები არა გენიალური დაავადებებით

რეალობა ყველასთვის მკაცრია, ამას ახლა ღამის ოთხ საათზე არ მივმხვდარვარ, უკვე დიდიხანია ვიგრძენი და სიმართლე რომ გითხრათ, ეს ბანალური ფრაზა შევიყვარე კიდევაც:) დღევანდელი პოსტი არ მინდა იყოს ჩემზე, ანუ არ მსურს ისევ პირადულით შეგაწყინოთ თავი. დღეს იმ იდეის განხორციელებას ვაპირებ, რაც გონებაში უკვე დიდი ხანია დუღს. მთლად დადუღდა–თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთოდ ჩამოყალიბდა. მოკლედ დღევანდელი ჩემი თემა იქნება”თხზვა, როგორც მსხვერპ შეწირვა.

დიდებული ადამიანები სულაც არც ცხოვრობენ დიდებულ სამყაროში, მათ ხშირად სტანჯავთ დაავადებები რომლებიც ფიზიკურ და სულიერ მხარეს უკავშირდება. ალბათ სტატისტკურად ამ დაავადებებში, ყველასთვის კარგად ნაცნობი დეპრესია ლიდერობს, რის გამოც შემოქმედება არის არა მხოლოდ ფსიქოთერაპია არამედ–მსხვერპლად შეწირვაც.

ცნობილია ასევე ის ფაქტები როდესაც გენიოსები იტანჯებოდნენ ფიზიკური ტკვილებით, მაგალითად

ფრიდრიხ ნიცშე:

იგი ბეცი იყო, წერა უჭირდა და ბოლოს თითქმის დაბრმავსა.

ღამე ცუდად ეძინა, ზარატუსტრას რომ წერდა , სტკიოდა მუცელი, კბილები, თვალები. სტანჯავა თავის ტკივილი, ციებ–ცხელება, ბუასილი, სისხლს ახველებდა.

საავადმყოფოში თხის მსგავსად დახტოდა, იატაკზე იძინებდა, თავი ფრიდრიხ–ვილჰელმ მეოთხე ეგონა.

ბოლოს დამბლა დაეცა, მეტყველების უნარი დაკარგა.

მიცვალებულს ცალი თვალი ვერ დაუხუჭეს.

სიკვდილის პირველი მიზეზი იყო სექსი(ანუ სიფილისის მიკრობი).

ასევე უამრავი ფაქტი იცის ისტორიამ, მაგალითად გიდე მოპასანი, 43 წლის ასაკში სიფილისის გამო მოკვდა  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მშობლებისგან დავიწყებული.

მაგრამ არა მხოლოდ უცხოელები ტანჯებოდნენ სექსით ანუ ავი საწყისებით, იგივე დიაგნოზი დაუსვეს ალექსანდრე ყაზბეგსაც.

იგი გვიან, 32 წლის ასაკში ჩამოყალიბდა მწერლად.

იყო ბეცი, სიფილისით დაავადებული, ფიცხი, პატივმოყვარე, კლეპტომანი და სიყვარულში ხელმოცარული.

უყვარდა სხვისი წერილების კითხვა და მითვისება, რაც ცნობილი ჭორის მიზეზი გახდა.

დადიოდა ჭუჭყიანი და დაუბანელი.

იტაცებდა სცენა, ცეკვავდა ხანჯლურს თუმცა არ ჰქონდა არტისტის ნიჭი.

არ ჰყავდა მეგობრები, მხოლოდ მაიმუნი ჟაკო ართობდა რომლიც თან დაჰყავდა. ქართველი ყაზბეგი და ფრანგი მოპასანი თანატოლები იყვნენ. დაიხოცნენ ერთნაირად, სიფილისით და პროგრესული დამბლით ერთსა და იმავე წელს, 1893–ში.

თურმე სნეულება, სიკვდილზე ფიქრით აღძრავს შთაგონებას..

ნევროზი და შიზოფრენია ბევრი პოტისათვის და მწერალისათვის იქცა როგორც შთაგონებად, ასევე მომაკვდინებელ ძალად. მაგალითად:

ტერენტი გრანელი, რომელსაც ადრევე დაატყდა შიზოფრენია. წერდა სტიქიურად, თითქმის არა ცნობიერად, ეჩვენებოდა რომ თავში ჰყავდა გველი და ნიცშე იყო მამამისი. ამიტომ შექმნა გლოვისა და სიკვდილის პოეზია, რომელშიც ნაკლებად იგრძნობა პირველსაწყისი. იგი გაუთვითნობიერებლად ახერხებდა ეწერა სევდით სავსე სტრიქონები.

შყვარებული გოეთეც თვითმკვლელობის ზღვარზე იდგა როცა დაწერა  “ვერტერი”, სამ კვირაში დეპრესიისაგან განიტვირთა თავისი სულიერი ვაების გმირზე გადატანით რომელმაც ავტორის ნაცვლად თავი მოიკლა.

ასევე იტანჯებოდა გალაკტიონ ტაბიძეც,  რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა, აწუხებდა სიკვდილზე ფიქრი. აწვალებდა ჰალუცინაციებიც. თუმცა მან მალე დეპრესი ლექსად აქცია, თუმცა აწეხებდა სიმორცხვე რასაც ალკოჰოლით შველოდა, პირადმა უბედურებამ ჯერ საბოლოოდ არეულ ცხოვრების წესამდე, ბოლოს კი ტრაგიკულ თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

განსხვავებული სენით იტანჯებოდა ნიკოლაი გოგოლი.

ბავშვობიდან მრავალი უცნაურობა სჩვეოდა. ხელ–პირს არ იბანდა, ჭუჭყიან ტანსაცმელს  ატარებდა, განუზომლად უყვარდა ჩაი, ქალები სძულდა. არცერთ ქალთან არ ჰქონია ურთიერთობა. ამ დანაკლისს ონანიზმით, ბილწსიტყვაობით და შემოქმედებით ინაზღაურებდა.

წერდა ფეხზე მდგარი. ლოგინშ არ წვებოდა, სავარძელშ იძნებდა. შიშ ჰკლავდა რომ, მის მიერ დახატული ნახატები რევოლუციას გამოიწვევდა, რომ თვითონ იქნებოდა  ქვეყნის დაღუპვის მიზეზი.

მისი უცნაური ქცევის საფუძველი იყო როგორც განდიდების მანია, ისე სექსუალური ნევროზი.

საბოლოო სტატისტიკა ასეთია, თავი  მოიკლეს: ჟერად დე ნერვალმა, ჯეკ ლონდონმა, სტეფან ცვაიგმა, ვირჯინია ვულფმა, ტოლერმა, ჰაზენლევერმა, ესენინმა, მაიაკოვსკიმ, ცვეტაევამ, ფადაევმა, ჰემინგუეიმ, გალაკტიონ ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა…

ძლიერი დეპრესია და თვითმკვლელობისკენ მისწრაფება ჰქონდათ: რუსოს, გოეთეს, ბაირონს, შატობრიანს, ჟორჟ სანდის, ბალმონტს, ბლოკს, ანდრეევს, კაფკას, ჰესეს, თომას მანს, კოსტანტინე გამსახურიდას..

შიზოფრენიკები იყვნენ: ტორკვატო, ტასო, ჯონათან სვიფტი, ჰოლდერლინი, ლენაუ, ბოდლერი, მოპასანი, ყაზბეგი, ტერენტი გრანელი.

განდიდების მანია ჰქონდათ:დანტეს, ბალზაკს, გოგოლს, უიტმენს…

ეპილეპტიკები იყვნენ:პეტრარკა, მოლიერი, შილერი, ფლობერი, დოსტოევსკი…

სოდომის ცოდვა სდევდათ:ვერლენს, ყაილდს, პრუსტს,  ჟიდს..

ასე რომ ამჯერად ხელოვნების ღვთაება ნიღბით იმზირება, და “გულის სისხლს” მოითხოვს შემოქმედისაგან…

შემოგთავაზებთ პოსტის მეორე ნაწილსაც, სადაც დავწერ გენიოსების, გენიალურ ჩვევებზე…

10 thoughts on “თხზვა, როგორც მსხვერპლშეწირვა, ანუ გენიოსები არა გენიალური დაავადებებით

  1. აკუნინს აქვს დაწერილი წიგნი “Писатель и самоубийство”, ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ მგონი საინტერესო იქნება.

  2. აკუნინს პუბლიცისტიკა ისე რა გამოსდის.

    “კლადბიშენსკიე ისტორიი” წესით, საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ…

    დეტექტივებს ბევრად უკეთესად წერს.

  3. ვისიამოვნე! ბევრი, საინტერესო და დასაფიქრებელი ინფორმაცია მივიღე. ძალიან მომეწონა ეს პოსტი :*

  4. გრამატიკულ შეცდომებს, რომ უსწორებენ ერთმანეთს ქართველები ეს მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ერთს გეტყვი ჩუმად ყურში (სხვებს მართლა ნუ ეტყვი):– ლამაზად დებილი ბავშვები წერენ!😉 მთავარი შინაარსი და ემოციაა– ჩემო ნათი. მეც საშინელი გრამატიკა მაქვს, მაგრამ თუ წიგნის დაწერას გადავწყვეტთ ოდესმე ამაზე კორექტორები იმუშავებენ (ისინი– ეხა , რომ გვისწორებენ გრამატიკულ შეცდომებს;))))

    1. :))) ratomgac mxolod exla vnaxe es komentari:) me ki aravis vetyvi magram dges aranaklebi omebi gadamxda, arada ar maqvs jurnalistobaze pretenzia, dzalian bevri blogerichemze uaresad wers, raga me agmomachines:))) medgrad vudgavar yvela kritikas, tumca zogi friad sainteresoa, axal postshi oto javaxishvilis komentari waikitxe mere:)

  5. ადამიანს ტკივილი აწერინებს, ტკივილი უბიძგებს შემოქმედებისკენ.
    კარგი პოსტი იყო, ძალიან კარგი, ბევრი რამ არ ვიცოდი : *

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s