გენიალურად უცნაური გენიოსები

ჩვენს საზოგადოებაში უკვე მიღებული და დაჯერებული თეორიაა ის, რომ გენიოსებს ყოველთვის ცალმხრივი განვითარება აქვთ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ბევრი მწერალი, დიდ პატივს ვცემ ხელოვან ადამიანებს ,  მაინც არ მაქვს სხვა გზა, მეც ამ თეორიას უნდა დავუჯერო, ბოლოს და ბოლოს ფაქტები და სტატისტიკური მაჩვენებელიც ამაზე მეტყველებს. მოკლედ გთავაზობთ დაპირებულ პოსტს:) გენიალურად უცნაური გენიოსები:)

ნიკოლაი პაგანინი, რომელიც ჰაინეს ქვესკნელიდან ამოსულ ჩონჩხად ეჩვენებოდა, კონცერტის შემდეგ დამბლადაცემულს ჰგავდა, მიწისფერი სახე ოფლით ეცვარებოდა, მაჯისცემა უსუსტდებოდა, ნიადაგ ერთ წერტილს აშტერდებოდა. ღამე არ ეძინებოდა.

ვიოლინოზე დაკვრის სპეციფიკამ  მისი სხეულიც შეცვალა, ის ვეღარ უძლებდა ბობოქარ სულს.

წერის დროს შილერი მაგიდის უჯრაში დამპალ ვაშლებს ინახავდა, ბალზაკი მუშაობდა ბერის ანაფორაში; პრუსტი დაწოლილი წერდა; ჰემინგუეი პირდაპირ რემინგტონზე ბეჭდავდა; დოსტოევსკი კარნახობდა; ასევე იქცეოდა ჯოისი, მილტონმა მთელი პოემა „დაკარგული სამოთხე“ მდივანს უკარნახა; კოსტანტინე გამსახურდია გვიან, სანთლის შუქზე წერდა; სალვადორ დალის შთაგონებისათვის ბუზები სჭირდებოდა, ყოველ ბუზს ხუთ ფრანკად ყიდულობდა.

ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი სახითა და სახელით ცნობდნენ თავიანთ 30.000 ჯარისკაცს. ასევე სატანური მეხსიერება ჰქონა ნაპოლეონს, ჰიტლერს, და სტალინს.

როგორც მეტყველება არის სტიქიური პროცესი, ისეა წერაც. მაგრამ სიუჟეტის განვითარება, ხასიათის თხზვა, კომპოზიცია, კონცეფციის გაშლა მოითხოვს დიდ ჯაფას.(მაგ. ფლობერმა ათჯერ გადაწერა „მადამ ბოვარი“)

თხზვის დასრულებას ახლავს სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდა, რადგან ხელოვანი ტანჯვისა და აღმოთქმის სურვილისაგან თავისუფლდება.

მოსეს  ქანდაკება რომ დაასრულა, აღფრთოვანებულმა მიქელანჯელომ მუხლზე ჩაქუჩი დაჰკრა ებრაელთა წინამძღოლს და შესძახა: „მოსე, აღსდექი და ამეტყველდი!“…

პუშკინმა „ბორის გოდუნოვი“ რომ დაამთავრა, ტაშს უკრავდა და გახარებული ყვიროდა: „აიდა ტი პუშკინ სუკინ სინ!“ (მე მაპატიეთ, ვერ ვიტან რუსულ შრიფტს, იმიტომ რომ კარგად არ ვიცი:))

„ანა კარენინას“ ბოლო წერტილი რომ დაუსვა, ტოლსტოი ცხენს რამდენიმე საათი დაუზოგავად აჭენებდა…

ბლოკმა „თორმეტნის“ დაწერის შემდეგ უბის წიგნაკშ აღნიშნა:“сегодня-я гений”

„მამა გორიო“ რომ მოკვდა, ბალზაკი თავს ცუდად გრძნობდა; ანდრეი ბალკონსკის სიკვდილზე  ტოლსტოის ცრემლები მოერია და კაბინეტიდან გადიდა; 25 წლის თომას მანი „ბუდენბროკების“ დაწერამ გამოფიტა და დეპრესიას უჩიოდა, „დავით აღმაშენებელის“ დაწერის მერე კოსტანტინე გამსახურსიას ძლიერი დეპრესია და არარობის მტანჯველი გრძნობა დაეუფლა.

გადმოცემით, ტრაგიკოსი სოფოკლე სიცილისაგან მოკვდა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი 25 წლის იყო, როცა ტიფი გადაიტანა, ინფექციურმა დაავადებამ დაუტოვა ქრონიკული ენტერიტი, და სმენითი  ნევრიტი, ამ ყველაფერს დაერთო მელანქოლია და ქოშინი. მას შემდეგ სმენა დააკლდა და წლების მანძილზე სულ დაყრუვდა.

მიაჩნდათ, რომ კომპოზიტორის სიყრუეს ჰქონდა ერთი სპეციფიკა, თუმცა გარე სამყაროსთან კონტაქტს ჰკარგავდა, სმენითი ცენტრები მაინც სულ აღგზენებული ჰქონდა.

ჭაბუკ ალექსანდრე ბლოკს აკვიატებული ჰქონდა მარადქალურის იდეა, რომლის ასრულება ცხოვრებაშ სცადა. მასში კლეოპატრას სახე განსახიერდა. როცა ცოლად შეირთო ლიუბოვ მენდელეევა, დიმიტრი მენდელეევის ქალიშვილი, რომელიც თავგამეტებით უყვარდა, მისტიკური იდეებით შეპყრობილმა, სექსზე უარი თქვა და მათი ქორწინება პლატონური გამოდგა.

ბლოკს თავისი გატაცება ჰქონდა, ცოლს თავისი.

და ბოლოს ოსკარ უაილდი: მას ხელოვნური ყვავილები უყვარდა, ცხოვრებას თეატრი ერჩივნა, ქუჩაში სეირნობას–ოთახში ყოფნა, ქალს–მამაკაცი.

ცხოვრება წარმავალად მიაჩნდა, ხელოვნება–მარადიულად.

ამიტომ იცვლება და ბერდება არა პერსონაჟი  დორიან გრეი, არამედ მისს სურათი. ესე იგი ცხოვრობს მოდელის სანაცვლოდ, მაგრამ როცა სურათს დანას ჩასცემს, თვითონ კვდება და არა პორტრეტი, მას უყვარს არა ქალი სიბილა, არამედ ამ ქალის მიერ შესრულებული სახეები.

არ შიმიძლია ამ პოსტების სერიას მესამე ნაწილიც არ დავურთო, კერძოდ  სისხლიანი მარსი და შემოქმედი…

13 thoughts on “გენიალურად უცნაური გენიოსები

  1. ნათია, თუ შეიძლება ერთ კომენტარს მეც გავაკეთებ, მითუმეტეს ჩემთვის საინტერესო თემას შეეხე. გენიოსების უცნაურობა ცნობილი ფაქტია, თუმცა გენიოსიც გენიოსია და უცნაურობაც უცნაურობაა. ზოგი შენგან ჩამოთვლილი პიროვნება დღეს თუ “გენიოსად” ითვლება არ ნიშნავს რომ ეს სიმართლეს შეესაბამება. არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს, მაგრამ მაგალითად ნიცშე ისეთი გენიოსია როგორც მე დიდი მოფარიკავე. ამ “დიდ” პიროვნებას ვაჟა-ფშაველამ “კაცუნა” უწოდა. რუსოსაც ამ კატეგორიას მივაკუთვნებდი (თუმცა “გარეკილი” ორივეს ქონდა). ვიცი, შენ ეხლა იმ ასაკში ხარ რომ ყველაპერს შთანთქავ და სულ არ არის გასაკვირი ამდენი გენიოსი რომ მოგიძებნია. მეც ზუსტად ეგრე ვიყავი. კიდე, უცნაურობა ყველა ადმიანს აქვს. მეც და შენც. მაგრამ არსებობს პათოლოგიები რომლებიც გენიოსებს რა თქმა უნდა ყველაზე მეტად აქვთ. ალბათ გაქვს წაკითხული და თუ არა ლომბროზოს გირჩევდი. ამ თემაში ის ალბათ ყველაზე დიდი ავტორიტეტია (და არ ფროიდი, რომელმაც ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც ერთ საკითხს დაუკავშირა). კიდევ ერთხელ ვამბობ, არიან ძალიან მარტივად რომ ვთქვათ სულით ავადმყოფები და არიან უცნაურბებით სავსე ხალხი. ეს ორი სხვა და სხვა რამ არის. ისე რომ იცოდე ყველაზე დიდი გენიოსები აბსოლუტურად ჯანმრთელი და ცოტათი უცნაურები იყვნენ. ესენია მოცარტი, პუშკინი, სერვანტესი, ვაჟა. გენიალური და აბსოლუტურად “ნორმალური” ადამიანი არ არსებობს, ეგეთი ალბათ მარტო ქრისტე იყო (ისიც ნახევრად ადამიანი იყო). ისე რომ იცოდე წერა ძალიან რთულია, რამდენი რამის თქმა მინდოდა და საერთოდ არ გამომდის. ერთ რამე გირჩევდი, ოღონდ მინდა იცოდე რომ ამას სუფთა გულით გეუბნები და არავითარ შემთხვევაში ცუდად არ გამიგო. მართლა ძალიან რთულია წერა, განსაკუთრბით ქართულად. ვისურვებდი რომ უფრო გაწაფული იყო ამ საქმეში. დამიჯერე, ქართული ენა კაცობრიობის ყველაზე დიდი საგანძურია და ჩვენი განსაკუთრრებული ვალია არ დავამახინჯოთ ის (აი მე როგორც ვამახინჯებ ეხლა). ძალიან გთხოვ ამას მეტი ყურადღება დაუთმო, შენ ხომ წერ და მაშინ უნდა წერდე უშეცდომოდ. მაპატიე რომ შეგაწუხე
    P.S. კიდე რევაზ თვარაძეს “გალაქტიონს” და “დონ-კიხოტს” გირჩევდი. თუ ამ უკანასკნელმა არ გაგიტაცა, არაუშავს წაიკითხე მაინც და 5 წლის მერე ისევ სცადე. გაგიჟდები, ეგეთი ნაწარმოები არ არსებობს!

    1. თქვენ ვეr წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა ის ყურდღება რომელრიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ, გუშინ დავწერე და ახლაც განვმეორდები რომ კრიტიკა ფხიზელი და რაც მთავარია ჯანმრთელი ცხოვრების წესია, თუ კრიტიკას რჩევა მოჰყვება მაშინ ხომ საერთოდ ბედნიერი ვიქნები, რაც შეეხება ჩემს გრამატიკულ შეცდომებს, გპირდებით რომ ამას აუცილებლად მივხედავ, დონ კიხოტს კი მართლა ვერ დავუდე გული:) ამასაც წავიკითხავვ, ხოდა კიდევ ვაჟაზე მინდოდა, მიუხედავდ იმისა რომ ვაჟამ კაცუნა უწოდა ნიცშეს, მე ბევრი სხვა ფაქტიც მაქვს წაკითხული სადაც ის აღფრთოვანებით საუბრობს მასზე, კერძოდ “კაი ყმაში”, თუმცა ნიცშეს გენიოსობა ჩემი გადასაწყვეტი არაა, არც დავმალავ სათაური ამ შემთხვევაში ჰიდლაინეს როლსაც ასრულდებდა) აუცილებლად წვაიკითხავ ყველა წიგნს რაც კი მირჩიეთ, მართლად საოცრად გაკვირვებული დავრჩი თქვენი კომენტარის ნახვით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა:)

  2. ჰმმმ… ოთო, ყოჩაღ, შენ დიდი მოფარიკავე ყოფილხარ!!! ჰიტლერის საყვარელი ფილოსოფოსი ნიცშე უდაოდ გენიოსია!!! ალბათ ბევრს მისდამი პროტესტი იმიტომ უჩნდება რომ ამბობდა ღმერთი მოკვდაო… ჩაუღრმავდით მის სხვა მოსაზრებებსაც!!!

    ძალიან მომეწონა პოსტი, ასეთ საინტერესო ამბებს თუ დაწერ შენი ერთგული მკითხველი ვიქნები!!!

    P.S. ხო, კიდევ ერთი, წერე როგორც გაგიხარდება და გესიამოვნება, თავისი შეცდომებით, ჟარგონებით, კალკებით და ა.შ. მთავარია აზრს გადმოსცემდე და შენს სათქმელს ამბობდე. ერთადერთი ვისგანაც გრამატიკაში შენიშვნა უნდა მიიღოს ადამიანმა – აკაკი შნიძეა, რომელიც დიდი ხანია გარდაიცვალა…

    1. დიიიიდი, დიდი მადლობა:) გაცნობის გარეშე მიყვარხარ მაგ ნათქვამისთვის, ამის წინა პოსტი ავტვირთე ირეპორტიორზე და ვერ წარმოიდგენ რა ხდება, ძალიან ბევრს მოეწონა მაგრამ ძალიან ბევრმა ჩემი ჩეცდომები ცალ–ცალკე ამოყარა, და ერთი დიდი კრიტიკა მომიწყვეს:)) აუცილებლად დავწერ მესამე ნაწილსაც:)

    2. ვიხალისე შენი კომენტარი რომ წავიკითხე.
      ნიცშეზე კამათი საკმაოდ ფუჭად მიმაჩნია, ამაზე დროს ვერ დავხარჯავ. რომ ვთქვი დღეს ბევრს გენოიოსი მიმაჩნია თქო სწორედ შენნაირი ადამიანები ვიგულისხმე. ამიტომ დავრჩეთ საკუთარ აზრზე პრობლემა არაა საერთოდ. კიდევ იმის თქმა მინდა რომ მე საკუთარი აზრი ახლობელი ადამიანის გავუზიარე, რომელიც ჩემზე ახალგაზდრაა და შესაბამისად ზუსადად ვიცი რა გზას გადის ახლა, და რა გზას გაივლის ახლო მომავალში. იმდენად არ მეხერხება დაწერილით რამის ახსნა რომ არ მიფიქრია წერით დისკუსიაში შევიდე ვინმესთან. ნათია წერს, წერს ხშირად და საჯაროდ და შესაბამისად “წერე როგორც გაგიხარდება და გესიამუვნება, შეცდომებით” და ასე შემდეგ მე მგონი მართალი არაა. მე ძალიან მიჭირს ამ სიტყვების გასროლ გამოსროლვა და გაბანალურება, გაუფასოება ან გნებავს გაპრიმიტივება. ასევე ყირაზე მდგარი წინადადებები რომლებიც თავს მატკივლებს ხოლმე. ამიტომ არ ვწერ. საუბარი უფრო გამომდის. ნათიას კიდევ ვურჩევდი რომ უშეცდომოდ წეროს. SMS ხომ არ არის არა. არ ვიცი, ერთი პროცენტიც თუ გაგაგებინე ჩემო კარგო გამიხარდება. ისე, შენობით საუბარი უცხო ადამიანთან, რომელზეც არაფერი იცი უცნაურია. ვცადე ეხლა პირველად და არ მესიამუნვა.
      p.s. მე მგონი შენიშნვნის მიღება მენაგვისა და ოფიციანტისაგანაც მისაღები უნდა იყოს. სტატუსი, დიპლომები, თუნდაც შთამომავალთა დაფასება და სიყვარული (ისეთი როგორიც ჰიტლერს ჰქონდა ნიცშესადმი ან თქვენ აკაკი შანიძისადმი) არ არის განმსაზღვრელი. მთავარი ხომ შენიშევნის არსია. მაპატიეთ რომ შეგაწუხეთ. ნათია გისურვებ წარმატებას.

      1. ჰმმმ… ბატონო ოთარ, თქვენ თურმე ფრიად “თავაზიანი” და “ზრდილობიანი” ადამიანი ყოფილხართ და უფრო დაფასდებით ჩემს თვალში თუ ამიხსნით როგორები არიან “ჩემნაირი ადამიანები”…

        მე თქვენგან განსხვავებთ, სამწუხაროდ, არ ვიცი რა გზას გადის ნათია ეხლა… თქვენ ბატონო ოთარ ფროიდი გადაკითხული გაქვთ გეტყობათ და ისიც უნდა იცოდეთ, რომ ზედმეტი რჩევები და კომენტარები როდია ყოველთვის სასარგებლო…😉

        რაც შეეხება გრამატიკას, თქვენც არ გაქყენდათ მეცადინეობა ისე ჩვენი არ იყოს…

        P.S. მადლობა ყურადღებისთვის… წარმატებები ნათიას!!!

  3. მოკლედ მინდა არ მინდა ჩემს შეცდომებს მაინც უნდა მივხედო, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ წელს ვაბიტურიენტობ და ქართულის გამოცდას ვაბარეს, უბრალოდ კალმით უფრო გამართულად ვწერ, აქ მიჭირს ხოლმე რაღაცების კონტროლი, სხვა მხრივ ორივეს დიდი მადლობა, ორივე ძალიან საინტერესო ადამიანები ხართ, და დიდ პატივს გცემთ:)

  4. გენიოს ადამიანებს ყოველთვის ახასიათებთ უცნაურობები, ზოგს ეს ხასიათსაც უმძიმებს და ყველას არ შეუძლია მათი გაგება (პირად ურთიერთობებს ვგულისხმობ). ავიღოთ თუნდაც გალაკტიონი, მან თავი იმისთვის მოიკლა რომ ფიქრობდა საკადრისად არ დამაფასესო. თუმცა მისი შემოქმედება ბევრს ტანში ჟრუანტელს ჰგვრის. იგივე მიქელანჯელო, ტიტანი ტიტანთა შორის… მან თავადის ასულ ვიქტორია კოლონას სიყვარულის ახსნა ვერ გაუბედა თავისი სიმორცხვის გამო, მთელი ცხოვრება ქვას და საღებავს შესწირა და ამბობდა რომ მას ვერ უღალატებდა, რადგან ხელოვნება ეჭვიანია… შექმნილი ქონდა 3000მდე სახე და არცერთს იმეორებდა თავის ნამუშევრებში… ვფიქრობ ვინც მთელს სულს თავის საქმეში დებს უჭირს პირადი ცხოვრების ისევე იდეალურად მოწყობა. ხოლო ის ვინც მათ გვერდით ცხოვრებას ინებებს, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხასიათი, რამეთუ გენიოსთა ბუნება ფაქიზი და ძალუმია, ვერ შეეწინააღმდეგები და ვერც შეცვლი, უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის…
    P.S. მომეწონა პოსტი, ასე გააგრძელე😉

    1. diidi madloba aseti saintereso komentarisatvis, raxan ase dainetreseuli xar am sferoti ert wigns girchevs, tumca sheidzleba wakitxulic gaqvs, emil zolas “shemoqmedeba”, rogorc vici sezanzea, tumca dasabutebui araa, mokled dzalian magari wignia da xelovanis piradi cxovrebis ubedirebas exeba:)
      +1 shen, mestumre xolme:)

  5. ძალან მომეწონა თქვენი მსჯელობა და ერთი თხოვნა მექნება ყველასთან და გთხოოვთ დამეხმაროთ.უნდა დავწერო თემა ადამიანზე რომელიც მე გენიოსად მიმაჩნია და რატომ ვთვლი მას გენიოსად.ეს უნდა იყოს ფილოსოფოს კანტის,სჰილერის და გოეთეს დებულებებზე დაყრდნობით.ძალიან გთხოვთდამეხმარეთ თვენს გამოხმაურებას ველოდები.წინასწარ დიდი მადლობა

    1. mari siamovnebit dagexmarebodi, magram exla es vegar gamova. me blogis avtori var da es posti sakmaod didi xnis win daiwera, samuxarod im adamianebtan agaranairi kavshiri ar maqvs, romlebic aq akomentarebdnen, anu blogze nebismierma sheidzleba daakomentaros da yvelas ver modzebni da ver gamoexmaurebi, me tviton biologi var da filosofias moyvarulis doneze vicnob samwuxarod, iqneb ufro kompetentur aamianebs daukavshirde:) leqtorebs an ubralod inteligentebs:)

  6. გენიოსები თავიანთი ნაკლითაც და დადებითი მხარეებითაც მაინც გენიოსები არიან. რაც შეეხება ვის რომელი მიაჩნია გენიოსად და ვის რომელი, ამაზე კამათი დროის ამაო ფლანგვაა და მეტი არაფერი: ვერც- ერთი ჩვენგანი ვინც ამ პოსტებს ვწერთ ვერ შევქმნით ისეთ გენალურ ქმნილებებს როგორიც არის ” ზარატუსტრა” ან ” ფსიქოანალიზის თეორია”. რაც შეეხება ნათიას, ძალიან კარგია ასეთი რამეები, რომ გაინტერესებს, მერე რა თუ რაღაც შეცდომები გაერია ეგ არაფერი, კიდევ გააგრძელე, ჩემი სახით გულშემატკივარ გყავს.

    1. დიდი ხანია კრიზისი აქვს ბლოგს, ეს საკმაოდ ძველი პოსტია, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი, როგორ გითხრა, აღარც ბლოგის ინტერესი მაქვს და აღარც წერის:) უშედეგოდ ველი, როდის გამივლის ეს პერიოდი:დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s