მხოლოდ ერთს გთხოვთ, გაიღიმეთ:)

დიდი ხანია ერთი, ფრიად საჭირბოროტო რამ მაწუხებს, და როგორ იქნება რომ ეს ბლოგს არ გავუზიარო:)

თქვენი აზრით რატომ ვერ იცინის ცხოველი? არ თქვათ არ ეცინებაო, იქნება ეხარხარება კიდეც, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა. მას საერთოდ არ აქვს მიმიკის კუნთები, შესაბამისად ის ვერ იღიმის და ვერ იკრჭება ყურებამდე. მაგრამ ადამიანს, როგორც უმაღლესი განნავითარეის ორფეხა ძუძუმწოვარს ეს კუნთები გააჩნია, და სიცილიც შეუძლია…

ხოდა თუ ამდენი დაუმადლებია ღმერთს ჩვენთვის, თუ მოუცია მიმიკის კუნთი, რატომღა ჩამოგტირით  ყველას სახეები. დღეს რამდენჯერმე მომიწია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოცვლა, და იმის მიუხედავად რომ სახლიდან მშვენიერ ხასიათზე გავედი, უკან გამწარებული და”აღრენილი” დავბრუნდი. მიზეზი კი ერთა, თუ არავინ არ იცინის, არც კი იღიმის, მე გიჟი ხომ არ ვარ მარტომ ვიცინო. მეტროში გინდათ, ქუჩაში თუ ავტობუსში ყველაგან ერთი ტირილობანაა გამართული.  ზოგს ისეთი სახე აქვს შენც ატირდები, ზოგი საერთოდ მაშინებს. ერთი ქალი ვნახე, არა ქალი ერქვა თორემ ისე ცხოველს უფრო ჰგავდა “დახვეწილი” ყბების ქნევით, და ბუსავით მომზირალი, ბოროტი თვალებით..  მას გვერდს უმშვენებდა სე ოცი წლის ახლგაზრდა, რომელსაც ერთადერთი სურვილი  ეკითხებოდა სახეზე:) იმედია მიმიხვდებით:)

მოკლედ, რას აღარ ნახავ ხალხის სახეზე…

ცრემლს, სიდუხჭირეს, ბოროტებას, წუხილს, უბედურებას და ვერაფრის დიდებით ღიმილს.. თითქოს პროტესტს აცხადებენ… არ არსებობს ვინმეს სუფთა სახე ჰქონდეს, ჩამოქფრულ ნაოჭებში ასაკოვნ ადამიანებს, რაღაცნაირი სევდა ჩასდგომიათ, მათი სიცილიც , ტირილიც და სიმღერაც სევდიანია, მათში ამ ყველაფერს ასაკს, ან მინიმუმ მწარე ცხოვრებისეულ გამოცდილებას მაინც დააბრალებ, არ ეცინება და რა ქნას. მაგრამ ამ ახალგაზრდებს რა დაგვემართა, ჩვენ რატომღა ვართ ასე უკმაყოფილოები, ჩვენ რაღატომღა გავუუქმეთ მიმიკის კუნთებს ფუნქცია…

ვაგონში გოგო და ბიჭი შემოვიდნენ, ორივეს გიტარა ეკავათ ხელში, მერე ერთმანეთის პირდაპირ დასხდნენ და როგორ იმღერეს, ან როგორ  დაუკრეს ამას უკვე ვეღარ აღვწერ. ცოტა ხანში ვიგრძენი რომ ცრემლები თავისით მომდიოდა, რაც კი ბოლო თვეებში ბოღმა, წუხილი და დეპრესიის ნიშნები დამგროვებია, ყველა ერთნაირად გავაყოლე მათ მუსიკას, ამ წუთას არც არავინ მაინტერესებდა და არც არავის ვუყურებდი, გარდა ამ გოგო–ბიჭისა, უფრო სწორად  მათ თვალებს, ბედნიერებას რომ ასხივებდნენ…,  ის ის იყო დავიჯერე, რომ მათ ხმასა და თვალებს სასწაულის მოხდენა შეეძლოთ, ირგვლივ მიმოვიხედე და ტაშის დასაკრავად “აზიდული” ხელები უკან მოცხვად დავუშვი, იგივე სახეები, არა იგივე მოწყენილი გამომეტყველებები, იგივე ცრემლები, მხოლოდ ერთი–ორს შეცვლოდათ და გაჰბრწყინებოდათ თვალები(არ გეგონოს აღმაფრენით) შურით, და რა თქმა უნდა  ბრტყელ–ბრტყელი სიტყვების ლაპარაკით” რას მეტიჩრობენ, იქნებ სხვას სულ არ ემღერება”, რატომ? რატომ არ გვემღერება ეს მითხარით, ქართველები დაფითა და ნაღარით შუა კრწანისში შეიჭრნენ, სიმღერა დაიწყეს და დაჭრილი მეომრებიც კი ფეხზე დააყენეს, ამიხსენით, ვინმემ გამაგებინეთმ, რატომ არ გვემღერება ან არ გვეღიმება?

ბოლოს ერთი ბიჭიღა შემხვდა, და რა ღიმილზეა ლაპარაკი, ისე საშინლად შემომხედა  რაღაცნაირად ქვევიდან, რომ შეშინებული გამოვიქეცი:)

არადა როგორ ღიმილისს ხასიათზე ვარ მთელი დღეა, როგორ მინდა ჩეს გაშავებულ თბილისს ალისფერმა ნიავმა დაჰბეროს, მერე რა რომ წვიმს, მერე რა რომ თოვს, მერე რა რომ არ გვეცინება, მაინც გაიღიმეთ, მერე სარკეში ჩაიხედეთ და ნახავთ რა ლამაზები ხართ ასე:)

მე არ ვარ იდიალისტი არავითარ შემთხვევაში, მე არ გთხოვთ შეუძლებელს ანდაც საერთოდ ჯერ მოუთხოვნელს, მე გთხოვთ, არა გევედრებით, ბოლოს და ბოლოს მოვითხოვ!!!! გდაიყარეთ სახედან დარდი და მამაცურად მიუშვირეთ გაშლილი მხრები სიცივეს!!!!:)

მენატრება სიცილი, სითბო და გაზაფხული:) დღეებიღა დარჩა:)
ძამუკაშვილის არ იყოს, ღიმილი მაჩუქეთ ხალხნო:)

9 thoughts on “მხოლოდ ერთს გთხოვთ, გაიღიმეთ:)

  1. დიდი პრობლემაა საქართველოში ! მართლაც რომ არავინ იცინის… ვინც იცინის და რამე უხარია, გიჟს და გადარეულს უწოდებენ (ხშირ შემთხვევაში, მეც მამკობენ მსგავსი სიტყვებით, მაგრამ … ხმ, ხმ, მე თქვენ მიყვარხართ, ნორმალურებო!😀 ) არ ვიცი, მხოლოდ მე ვარ ასეთი, ნებისმიერი ნიუანსი და წვრილმანი რომ ახარებს, თუ მართლა გიჟი ვარ და ასათიანს მივმართო ? 😀

  2. ბოლოს ძამუკაშვილი მაგარი იყო😀
    :ღიმილი: :სიცილი: რავიცი,ყველაფერი რაც შემიძია..🙂 ყოველ დღე ვცდილობ გავიმეორო ერთხელ მაინც,წამლის არ იყოს დღჶში ორჯერ,სამჯერ და ა.შ.🙂

  3. ertaderti rac am uferul zamtars mixalisebs es aris sicilii,, mis gareshe ubralod ai cxovreba ar shemidzlia. ki martalia xshiradvar xolme dagruzuli, cudi privichka maqvs, maraa am dagruzvas ormagad mizgaurebs sicili😀😀😀 sul piri maqvs gia da xandaxan mgonia rom es damgupavs tqo,radgan seriozulad agarvin mimigebs. magram mainc vagrdzleb sicils da sakutar tavs vebrdzvi, radgam meore me cdilobs mis datrgunvas da nacrisfers samyaroshi chems chaketvas.😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s