ის მოვიდა და კრწანისის სევდას, კოჯრის სიხლიანი ქარიშხალი დაჰბერა…

მე მახსოვს ის…

სიკდილი–თეთრ ცხენზე ამხედრებული წითელი დროშით…

სიკვდილი სახელით, გვარით და ისტორიით….

მე მახსოვს მისი მოსვლა, ცრემლი, გოდება და თებერვლის სუსხი…

მე მახსოვს სისხლის წვიმა…

მე მახსოვს მარო მაყაშვილი, კოტე მაყაშვილი და თებერვალი რომელმაც დაგვიზამთრა მაისი…

მე მახსოვს 3 წუთიანი თავისუფლება, საათის ისრები, დადუმებული სიონი, ქაშუეთს ზარები…

მე მახსოვს იუნკრების მოცინარი სახეები… თითეული თვალის, თითოეული გულის წინ…

მე მახსოვს,  ვტირი და განვიცდი… იმიტომ რომ ის მოვიდა, ნამცხვრით, მათრახით, ჩექმით, ცხენით და ბოლოს თვითმფრინავით… შემოიარა თბილის ქუჩები… გადაგვახურა თალხი გოდების, თალხი ქვრივების, შვილმკვდარი დედების, თალხი ობლების…

მე მახსოვს სისხლი კოჯორთან, დაუნდობლად ამოხოცილი ახალგაზრდა სულების ბღავილი… მე მახსოვს ამ სისასტიკით შეძრული მეთერთმერტე არმიის ჯარისკაცების, კაცის მკვლელების დახრილი თავები…

დიახ, გოლოვინის პროსპექტზე, როდესაც მიასვენებდნენ ასობით უწვერ–ულვაშოს, მათ მოიხადეს ქუდები და მოიდრიკეს თავები…ბევრი რამ მახსოვს…. ბევრი ცუდი, და ბევრი საშინელი…

მე მახსოვს გაქცეული, შეშინებული მთავრობა, მე მახსოვს კიდევ ერთხელ იმიტომ რომ ის მოვიდა…

მოვიდა ისე როგორც არასდროს… და დატოვა სევდა, სევდა  იმ სამწლინი თავისუფლებისა, სევდა მცირე აღზევებისა, სევდა და ცრემლი რომელიც დღესაც მიჭამს და მიგლეჯავს გულს… ის მოვიდა ათასგვარი ეშმაკების მანქანით, ის მოვიდა სულითხორცამდე ვნებაღრეული, გახრწნილებით გაჟღენთილი, ის მოვიდა ჩვეული სილაჩრით და ჩვენ დავხვდით ჩვეული ბრძოლებით, ჩვეული სიმამაცით და ჩვეული ღალატით.. ის მოვიდა და შემძრა, შემაშინა, გამაგდო, დამაობლა, დამაქვრივა, ის მოვიდა და მომკლა…

ის მოვიდა კივილით, ბღავილით, ისე როგორც შვენით ველურებს….

ის მოვიდა და სულის ერთი შებერვით გააქრო სიზმარი დამოუკიდებლობისა…

მე მახსოვს, უნივერსიტეტის წინ შეკრებილი სტუდენტები, და ივანე ტრიბუნაზე… ის მოუწედაბდა მათ ბრძოლისაკენ, ქვეყნის დაცვისაკენ, ის  მოუწოდებდა სიკვდილაკენ, ისეთზე, “ფარით ან ფარზე” რომ ჰქვია…

ის მოვიდა, და დატოვა მოუშუშებელი ტკვილი, იარა, ჭრილობა, ის მოვიდა და კრწანისის სევდას, კოჯრის სიხლიანი ქარიშხალი დაჰბერა…

ის ყველა კარებთან, ყველა ტაძართან, ყველას სახესთან დაუპატიჟებლად მოვიდა…

ვიზიარებ, ის დღესაც აქ არის…

მაროს

კოტე მაყაშილი

დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი, 

ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,

ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,

ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.

არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,

თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!

გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;

საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!

დავიღალე… დავიჩაგრე… და შენი ვარ მხმობელი,

ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,

სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..

დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!

მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!

მაროს მამა – ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?

როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!

შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!

შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,

სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,

და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,

წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!

1921 წ.

კარგი იქნება ამ ვიდეოებსაც თუ უყურებთ:)

2 thoughts on “ის მოვიდა და კრწანისის სევდას, კოჯრის სიხლიანი ქარიშხალი დაჰბერა…

  1. კოლაუ ნადირაძეს აქვს 25 თებერვალზე დაწერილი, ალბათ, საუკეთესო ლექსი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s