განსაკუთრებული გაზაფხულია მართლაც, ნიღბიანებს ვემშვიდობები…:)

რაღაცნაირად მებლოგპოსტება და რატომ ვერ ვხვდები, რაღაცნაირად მესიხარულება  და რა ვერ ვხვდები…

მაგრამ ალბათ მიზეზებს მნიშვნელობა არ აქვს, მთვარი ხომ ჩვენი სურვილებია… მარად დაუკმაყოფილებელი და მარად ჯიუტი სურვილები….

ალაბათ ჩემს სულშიც ნელ–ნელ შემოიპარა ის განცდა რომ მალე გაზაფხულდება… გაზაფხულდება მარტის ამინდებით, აპრილის მცხუნვარებით და მაისის ჟუჟუნა წვიმებით… გაზაფხულდება სულითხორცამდე, ფიქრებში, ცხოვრებაში, ბლოგებზე, ყველგან სადაც მზის პაწაწინა სხივი მაინც შეიჭვრიტება… გაზაფხულდება და ალბათ გამიხარდება, ალბათ ახლად ამწვანებულ  ბაღებს, გამოცოცხლებულ ხეებს ჩვეული სიგიჟით დავხვდები…

მაგრამ ეს იქნება განსაკუთრებული გაზაფხული, რომელსაც დაემატება სიტყვა უკანასკნელი… არა, არ ვკვდები, უბრალოდ ბოლოჯერ შევხედავ გაზაფულს სკოლის ფანჯრებიდან… დიახ იმ ფანჯრებიდან რომლებიც ასე შიცვალნენ, რომლებიც აღრა მგვრიან სიხარულს, აღარ მიტაცებენ… გაზაფხული ბოლო  იქნება კლასელებთან რომლებსაც მის დასანახად ძალა არ ექნებათ… წელს განსაკუთრებით ჩაგვითრია მატერიალიზმმა…ნოსტალგია მომწვა სკოლის, არა უფრო მეტად სინანული იმისა რომ შევიცვალეთ(გაზრდას ვინღა ჩივის)… რომ არ ვყოფილვართ ისეთები როგორც ერთმანეთი გვეგონა, სუსტები აღმოვჩნდით… ჩვენ ყველამ ერთად გავფანტეთ ბავშვობის გრძნობები, მოგონებები და დღეს ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ, ერთმანეთ ვალდებულების გამო ვესალმებით, და ხშირ შემთხვვეაში ზიზღსაც ვავლენთ… რატომ, მითხარით? რატომ აგიყოლიათ ასე ამბიციებმა, რატომ აღარ გგონიათ თქვენი ტოლი და სწორი აღარავინ, რატომ გინდათ ყოველთვის ერთმანეთის დამცირება… არა თქვენ შეიცვალეთ, საშინლად და უაზროდ… მე კი ძველები მენატრებით, ყოველდღე რომ შატალო გვქონდა, ჩვენი კლასი რომ ყველაზე მხიარული იყო ისეთები… მაშინ უფრო ჭკვიანები ვიყავით, მაშინ უფრო შეგვეძლო თანაგრძნობა.. ერთხელ მატირეთ ბიჭებმა, მაგრამ მერე იმდენი ბოდიშები მიხადეთ:) ერთხელ ფიზიკამ რომ  არ დამიწერა ათიანი მაშინ ვიტირე და თქვენც ჩემთან იყავით, თქვენც განიცდიდით… მაგრამ იმ  სიტბოსა და სიყვარულის ნასახიც აღარ გვაქვს თვალებში.. ასაკმა შური და ამბიციები მოგვიმატა მარტო…, ბევრში ცხოველი უფრო ცოცხლობს ვიდრე ადამიანი, ვიცი მეც შევიცვალე თქვენთან ერთად… ხშირად სამწუხაროდ უკვე მეც აღარ მადარდებთ…. რა საოცარია, რამდენი გეგმები გვქონდა მაშინ როცა ჯერ კიდევ კლასიდან მოპარულ პარკეტებს ვწვავდით ღუმელში, როცა ჩვენი გვარები არ შორდებოდა დასჯილთა დაფას, რა საოცარია როგორ გვიყვარდა ერთმანეთი და როგორ გადავსხვაფერდით, მენატრებით, ძალიან მენატრებით, და გთხოვთ თავი დავანებოთ “კაი ბიჭებზე” ზღაპრებს და მოვყვეთ ჩვენზე, იმ უცნაორობაზე რაც თავს გადაგვხვდა, და როგორ ან როდის ვერავინ რომ ვერ გავიგეთ, უბრალოდ ერთ დღეს, კლასში შემოსულმა შევამჩნიე რომ ყველას ნიღაბი გეკეთათ, იქვე ჩემიც იდო და მეც გავიკეთე ის ნიღაბი, მას მერე გავუცხოვდით საოცრად….

განსაკუთრებული გაზაფხულია მართლაც, ნიღბიანებს ვემშვიდობები, იმისთვის რომ როცა ერთმანეთს ვნახავთ მომავალში უფრო დიდი ნიღაბი გავიკეთოთ, არ დაგენანოთ ფული, შრომა და ემოცია, აბა თქვენ იცი სადაც უფრო დიდი ნიღაბი გაიყიდება მეც გამაგებინეთ…:)

3 thoughts on “განსაკუთრებული გაზაფხულია მართლაც, ნიღბიანებს ვემშვიდობები…:)

  1. ძალიან საყვარელი პოსტია. საკუთარი თავი გამახსენდა სკოლას რომ ვტოვებდი. მაგრამ მინდა გითხრა, რომ უფრო სავსე, საინტერესო და სიხარულით სავსე ეტაპი დგება შენს ცხოვრებაში. სკოლა– მოგენატრება, მაგრამ ამ წლებში დაბრუნებას აღარ მოინდომებ. ნიღბებს რაც შეეხება , აუცილებლად მოიმარაგე და თან რამდენიმე– დაგჭირდება. :)))))))))

    1. ხო მეც სტუდენტობის იმედი მაქვს, ნიღაბს კი რაც შეეხებაა უკვე დავწრმუნდი რომ ფრიად გავრცელებული და გამოყენებადი საგანია, და მეც საუკეთესო ფირმისას ავირჩევ :დ

  2. მგონი გულის სიღრმეში ყველა ასე ფიქრობს, მაგრამ საპირისპიროდ იქცევა.. დასანანია ძველი ურთიერთობები, მაგრამ მთავარია შენ არ შეიცვალო, ნიღაბი არავის უყვარს, ნიღაბი სუსტებმა მოიგონეს თავიანთი უსუსური სახეების დასაფარად! იყავი თავისუფალი და შენი შემხედვარე სხვასაც მოუნდება ნიღბი მოხსნა! ბედნიერებას გისურვებ:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s