გიჟი ხარ


ღმერთი, ასე – უშენოდ, არ მოიწყენს ნამდვილად,
თუ დაგკარგავს, სიმართლე, არის – არ მოაკლდები,
ზოგჯერ ხდება ანგელოზს არ პატიობს შეცდომას,
გინდაც ბევრი ეხვეწოს, დაახიოს კალთები…

შენ გიჟი ხარ (ანგელოზის თვალებით)
ხმები ისე იცვლიან ტემბრებს ქართან ნამსგავსებს
და სამყაროს ფანჯრებზე (შენი სუნთქვით დაორთქლილს)
თითით ხატავ მტვრიან გზას, შემდეგ ეგ გზა გაწვალებს…
გინდა წასვლა – გადადგმა ციდან ერთი ნაბიჯის,
კედლებს შემოლეწილი თოლიების აფრენა,
თუ კაპიტნად არადა… მაგის დედაც ვატირე…
იუნგადაც გაყვები,  ამ გზას, ორსულ აფრებით.
შენ გიჟი ხარ, მაგრამ ღირს, უფრო მეტად გაგიჟდე!
გამოუთქმელ გრძნობებით, ცამდე სავსე სამყაროს –
ჩააფურთხო შიგ სულში, შემდეგ გული გამოჭრა,
რომ თვალებში ჩახედვაც ვეღარავინ გაკადროს…
შემდეგ უნდა მოეშვა სავარძელში ამავე,
ქვეყნის ცოდვით აღსავსე, ღმერთსაც აღარ ჭირდები
და მოკვდავის სხეულში, სანამ ყოფნა მოგიწევს,
ან ყველაფრის დამალვა – იგრძნობ და ატირდები.
შენ გიჟი ხარ (ანგელოზის თვალებით)
ცასაც ისე უყურებ – თითქოს მხოლოდ ჭერია,
ვეღარავის ვეღარ ცნობ, ვერც საკუთარ ანარეკლს,
მისდევ დაღლილ ოცნებებს და ვერ დაგიჭერია.
შემდეგ ისევ შეიგრძნობ გაზაფხულის არომატს,
ცამდე ასულ მაღალ მთებს, ბეციანი მთვრალები –
როგორ ეხეთქებიან, ღმერთის ღრუბლად ნასუნთქი.
რომ უბრალოდ გიჟი ხარ (ანგელოზის თვალებით)

 

2 thoughts on “გიჟი ხარ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s