თითქოს დასასრულია და მაინც მზე!

გასაოცარი მხატვარი აღმოვაჩინე, მრცხვენია აქამდე რომ არ ვიცნობდი, გავოგნდი, ისეთი საოცარი, მაგნიტური შტრიხებია… როცა მის ნახატებს ვუყურებ საოცრად ვმშვიდდები,  სულში მწვდება პირდაპირ ეს მკრთალი და თან შინაგანდ ძლიერი ფერები…. მათი ავტორია ედვარდ ჰოფერი, ამერიკელი რეალისტი მხატვარი…

პირველ რიგში, რაც მის ნახატებში მომწონს შუქ-ჩრდილია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაში. მეორე რაც ასე ვთქვათ ჰოფერისეულია და პრინციპში შეიძლება მის კოზირადაც ჩაითვალოს, ეს ხატვის განსაკუთრებული სტილია. არჩეული აქვს ყოველთვის ხედვის საინტერესო წერტილი, ეს წერტილი შეიძლება ძალიან მაღლა, ან პირიქით-ძალიან დაბლა იყოს. ჰოფერი ხატავს იმას რაც ხდება შიგნით, ინტერიერში და ასევე იმას რაც ხდება გარეთ. თავადაც ამბობდა რომ ძალიან რთულია, ერთდროულად დახატო შიგნითაც და გარეთაც.
მომწონს ასევე მისი შექმნილი სამყარო, მშვიდი, წყნარი, მყუდრო და მზიანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატები რეალისტურია, ამავდროულად მეჩვენება რომ აბსტრაქტიულიცაა, არა გამომსხველობითი თვალსაზრისით, უბრალოდ თვითონ იდეაა აბსტრაქტული. ერთხელ ლოიდ გუდრიხს, ჰოფერის ერთ-ერთი ნახატი “განთიადი”, მონდრიანის ნახატისთვის შეუდარებია, როდესაც ეს ჰოფერმა შეიტყო უთქვამს “შენ მე მომკალი”-ო. თვითონ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმ აზრს, რომ მისი ნახატები აბსტრაქტული იყო.
საუბარი აი ამ ნამუშევარზეა..

ჰოფერის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი გახლავთ “მზე ცარიელ ოთახში”, როგორც ცნობილია მას დაგეგმილი ჰქონდა ინტერიერში ფიგურის დახატვა, თუმცა ხატვის პროცესში გადაიფიქრა და ჩემი აზრით სწორადაც მოიქცა, რადგან ფიგურა ამ მყუდროებას ნამდვილად დაარღვევდა.
სიცარიელე,თითქოს დასასრულია და მაინც მზე!
მიყვარს ეს კაცი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s