ხომ ვამბობ ყველგან თოვს, სიკდილსაც კი თოვლის ქურქი აცვია….

თრთოლვით მოსული თოვლის აგონია….
ძალიან მეძინება მაგრამ ახლა პოსტის არ დაწერა სამშობლოს ღალატს უდრის, ნუ სამშობლოსი თუ არა საკუთარი ნამდვილი ემოციებისა და ბლოგისას მაინც:) როგორც იქნა თოვლმა მოაგნო ჩემს მისამართს:) როგორც იქნა ამდენი ხნის ნანტრი თოვლი მოვიდა  და ჩემი გულიც ბავშვივით ააღელვა…ვერ წარმოიდგენთ რამდენი ემოცია უკავშირდება მას, რამდენი მოგონება… ძველი, ახალი, არც ისე ძველი და არც  ისე ახალი…მააგონდება პატარაობისდროინდელი თოვლიანი დღეები, მახსენდება დილით დედას შეძახილები თოვლმა დადოო, და მე და ჩემი ძმაც მაშინვე, საცვლებიანად გარეთ რომ გავრბოდით…ერთხელ შობას თოვდა, თოვდა მართლაც რომ “იისფრად”..თოვდა საოცრად.. ნაზად ბარდნიდა…თოვდა წმინდად და უხდებოდა ეს სიმშვიდე შობას… მე და ჩემი ძმაც შუა ღამისას გარეთ ვიყავით და ვხედავდით  ჯერ კიდევ გაურყვნელ თოვლს…ვხედავდი  ოთარაანთ ქვრივის თოვლს…

მას მერეც ბერჯერ მოთოვა, ბერჯერ ამაღელვა, და ვერ ავხსნი  რატომ, რა ფიზიკურ, ქიმიურ თუ ბიოლოგიურ მოვლენას უკავშირდება ჩემი სიხარული..

ეხლაც ყველგან თოვს, ეხლაც ყველაფერი თეთრია, ჩემს ბლოგშსიც მოთოვაა, ჩემს სულშიც, რაღაცნაირად დიდი გაოგნებით, უჩრდილოდ მოთოვა.. რაღაცნაირად მაღელვებს ფიფქების  ჯგუფ–ჯგუფად წყობა… რაღაცნაირად პოეტურად თოვს… დახვეწილი და ნატიფი რითმებით მოთოვა….

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,

სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.

მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი

და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

ხომ ვამბობ ყველგან თოვს, სიკდილსაც კი თოვლის ქურქი აცვია… ჩემი ნანატრი და საყვარელი თოვლის…

დღეს ღამე სახეზე ციდან გაუბედავად წამოსული ფიფქების თამაში რომ ვიგრძენი გულში საოარი სითბო ჩამეღვრა, რაღაც გაიწმიდა, რაღაც საერთოდ გამშორდა…თოვლმა გააღვიძა ყველა ძვირფასი მოგონება, ჩემს სულში ერთი დიდი ორომტრიალი წამოიწყო…თოვლმა საშინელი სურვილებით დამაავადა, მინდოდა ყვირილი, შუა ქუჩაში სირბილი, მინდოდა თამაში ცელქი ბავშვივით, თუმცაა…რა თქმა უნდა ისევ ფანჯრის ხედით ვტკბები, ბლოგერებო, ჩემო გიჟო ბლოგერებო, თქვენ არ გინდათ ეხლა ჯერ კიდევ ოდნავ დაცვარულ ქუჩებში სრიალი? არ გინდათ ისეთივე სისუფთავე და სიწმინდე იგრძნოთ რაც მე ამ უმწიფარმა ფიფქებმა მომგვარა… ვიცი, შეიძლება ხვალ არც მისი მცირე კვალიც არ ჩანდეს, შეიძლება ხვალინდელი დილაც სხვების მსგავსი გამოდგეს, ვიცი მე ისევ საშინლად დამწყდება გული, საშინლად მომინდებ გადათეთრებული ნაძვების , გადაპენტილი ქუჩების, თეთრად მომზირალი სახურავების ნახვა, ვიცი შიძლება ისევ მეტკინოს, მაგრამ მთავარი ეს წამია, მთავარი ეს თოვლია…

ისე შეგინშნავთ რა ლამაზია დათოვლილი ნაძვი? განსაკუთრებით მათი ყურება მიყვარს, განსაკუთრებით მათი, ოდნავ გადაქერცლილი მწვანე ბოლოები, წინ წამოწეული წიწვები მაგიჟებს, ყოველთვის მინდება თითოელ ტოტზე ჯდომა, ამ დროს განსაკუთრებით მშურს თეთრი მტრედების…ისინი ხომ უზადო შტრიხები არიან თეთრ–მწვანე ფერების, გამაოგნებელი ნაზავისა…და არ შეიმიძლია არ დავწერო ჩემი უსაყვარლესი ლექსი, გალაკტიონს მეტი რომც არაფერი შეექმნა, ის ამითაც გენიოსი იქნებოდა ჩემთვის…

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში…
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

3 thoughts on “ხომ ვამბობ ყველგან თოვს, სიკდილსაც კი თოვლის ქურქი აცვია….

  1. თოვლში დავმარხე მე ვინც შენ ასე გაგამწარა პუტინთან ერთად! არ გადამირიეს ეს ბოვშვი კაცოოო!!!! :))))) ძალიან ლამაზი პოსტია. მეც უაზროდ გამახარა თოვლმა, არა და ამ წელს, დღეს ღამით პირველად შევხვდი თოვლის ფიფქებს ქუჩაში. :**

    1. დღეს კი მართლა ჩავედი შუა ღამისას და დავიმხეთ ეს ცარიელი ქუჩები:) გამწარებაზე კიდე რაღა ვთქვა აბა:)

  2. vaimee usayvarlesi leqsiaa martlaac,,❤❤ es blogis dzalian momewoona,, saertod chanaxatebii :)))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s