იმისთვის რომ ამოისუნთქო საჭიროა ოცნება,…ხომ გახსოვს უილდის სიტყვა…

ჩემი მსჯელობა ერთობ ბანალურადაც მოგვეჩვენოთ მაგრამ დღეს საბოლოოდ დავასკვენი რომ კომპიუტერი ვერასოდეს შემიცვლის წიგნს. წიგნზე ჩამოვაგდე საუბარი და მასზევე გავაგრძელებ, არ ვიცი რას ნიშნავს ის თქვენთვის, არ ვიცი რა ასოცირდება მისი წარმოთქმის დროს, მაგრამ კარგად ვიცი რა არის ის ჩემთვის… ვერ აღვწერ, მაგრამ ვეცდები…  წიგნი არის ყველაფერი ერთდროულად ცა, დედამიწა, ზღვა, სივრცე, სიყვარული, ბედნიერება, საოცრად ამაღლებული გრძნობების ჭიდილი და დედამიწეზე დანარცხებული ანგელოზის ბღავილი. წიგნი ჩემთვის ცხოვრებაა, წიგნის გარეშე ვერ ვიძინებ და ვერ ვიღვიძებ,სადაც არ უნდა წავიდე,ყველგან თან დამაქვს, მათ გარეშშე საშინელი სიცარიელე მიპყრობს… მე არ ჩავდებ ტანსაცმელს, პარფიუმერიას მაგრამ არასოდეს წავალ ჩემი საყვარელი წიგნის “წყურვილი სოცოცხლისას” გარეშე. გაქვთ ეს წაკითხული? მაშინ თქვენ  ჭეშმარიტად ამაღლდით ჩემს თვალში, იმიტომ რომ ჩემთვის ეს წიგი არის ჩემი სიცოცხლე, მისით ისაზღვერება ყოველი დღე, ყოველი ფრაზა…წაგიკითხავთ დათა თუთაშია? ვერ აღვწერ რამდენი რამ რა გისწავლიათ, გიგრძვნიათ ნამდვილი სიყვარული, ძმობის, მეგობრობის გემო, და კიდევ რაღაც ახალი, გრაფი სეგედის დათას მიართ საოცარი პატივისცემა რომ ქვია ის… ჩემთვის აღფრთოვანების მწვერვალი იყო მისი კითხვის ყოველი დღე, მაგრამ დასასრულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, დათას გადაცვალებიდან სულ მალე ხომ მუშნიც გარდაიცვალა დეპრესიის დიაგნოზით.. რვეული სავსე მაქვს  ამ წიგნიდან ამოწერილი ფრაზებით თუმცა ვერაფერი შეედრება დათას ნატქვამს-” შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდა სჯობია მუშნი!” ამ დროს ვტიროდი…:)

დამატყვევა, გამაგიჟა და სულიერად გარდამქნა გრიგოლ რობაქიძემ.. მე არ ველოდი “გველის პერანგის” ასეთ დიდ ძალას..

“გული მარტოა ყოველთვის თუ სიყვარულით არის გამთბარი?! მაშინ გული შიშია მარტო არ გასკდეს მეორე გული, მაშინ გული სევდაა მარტო-ეგებ წინაგზნობის:რომ ოდესმე სამუდამოდ დასცილდება…გული სიკვდილის ბარომეტრია, მარადი ხაზი , მარადი მელანქოლიის…)

“განშორება სჯობს, აგესლილ მზერას ქაშვეთი მოგირჩენს. ყოველი ქვა ტაძრის ქალწულია, თვითონ: ნელი, ნაზი, თვინიერი.ტაძარი თვითონაც ქალწულია:წარმართი ქალწული, სასხვერპლოდ დასაკლავი, არა აქ თვალები სევდას ნახულობენ.აუარ ქაშვეთს. უეცარ თვალები გამოანათებენ: ათასში ერთხელ, ათას ქალებში ათას ტვალებში გმოიცნობ ამ თვალებს, ივერიის ქალწულის თვალები… რასსას შეურეველი და ხალასი. სიამაყე და დარცხვება-ერთად. ჩაივლის ქალწული მიიმალება გროვაში, რომელი თვალი დაივიწყებს?ქაშვეთის თვალები თუ იყო თვითონ?) გრიგოლ რობაქიდძე

ეს ყოველივე ნოსტალგიურად ამოტივტივდა, სხვაც ბევრი წამიკითხავს, შემყვარებია და გავგიჟებულვარ… იქნებ მერე ყველაც ჩამოვწერო.. მთავარი კი რამაც წერა დამაწყებინა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობიდან, “შEლოცვა რადიოდან” მოდის, ჩემდა გასაკვირად, ინტერნეტში არცერთ საიტზე არ გამოინახა მისი ადგილი,. მთლიანად ვერც მე დავწერ, სჯობს წაიკითხოთ((თუმცა დარწმუნებული ვარ უმრავლესობამ იცით) და სწორედ წიგნიდან, მისი მოძველებული და გაუხეშებული ფურცლებიდან იგრძნოთ ელის დიდებულება… მხოლოდ ციტატს დავწერ, მთავარი აზრი, ქალის მთელი ცხოვრება სწორედ ამ რამდენიმე სიტყვაშია მოქცეული. ამიტონ მიყვარს ლორთქიფანიძე, ლაკონურია, დიდებლი და თან ძლიერი… ამ მონაკვეთის წაკითხვა კი ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა:

“მე არ მოვითხოვ, რომ თქვენ დასწეროთ გენიალური რამ… სრულიად საკმაოდ ჩავთვლი, თუ განსვენებულის უჩვეულო მდგომარეობის თანახმად თქვენ შეადგენთ ერთ რასმე, თუნდაც ერთმანეთში გადაბმულს ისე, როგორც შმეთხვვეით გადაბმული იყო ერთმანეთში ამ მშვენიერი ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი: შავი ზღვის პირას რაღაც ჩვენთვის უცნობი ქვეყანა; თავადის ქალი; ქმარი აშარი და ქმარი ლაჩარი; უკიდურესი სიღარიბე, ქმარ-შვილის სიყვარული და… პარზი; ფუფუნება; კეკლუცი ქალის მდგომარეობა, სული კი მაღალი, სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებში თქვენ ჰპოვებთ მასალას… უკაცრავად, მე უკვე შევეჩარი თქვენს დარგში”

და სულ ბოლო

“მხოლოდ იქ დამთავრდა ოთხ ნაწილად შედგენილი სმაგლოვიარო მარში, რომელშიაც იყო სამხრეთის მზე, ტფილისის სევდა, ავტომობილის საყვირი, პროპელლერის ხმაური, პარიზის  ყავახანის როკვა, ჩინეთის აბრეშუმის დანელებული შრიალი, ბრომლეის უსაზღვო პატივისცემა, თინოს შურიანი ღიმილი, გველის სრიალი ქალის უზადო ტანზე(რომელსაც სიწმინდის ფიფქი დასცვენოდა), საიდუმლო შელოცვდა და ყველა ამას გარს ეხვეოდა სულთმბორძავი შალვას ხრიალი, რამინოს მშვიდი ცქერა და საქართველოს მივარდნილ სოფელში გამზრდელ მამიდას უხმო, ბებრული ქვითინი, ტირილი და ზოგჟერ მოთქმა.

კრემატორიუმის გამგემ მოქანდაკეს გადასცა ოქროს მედალიონში მოთავსებული ელის დამწვარი ნეშთი, ხელოვანმა იგი ჩამალა ქანდაკების გვერდში დატოვებულ ღრუში, სახურავი დააფარა და თავი მოუგნისა.

ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი  ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლო მიმოებნიათ!!!….)

ეს იყო და გათავდა,  ამ ყოველივეს მოჰყვა საშინელი ემოცია, მინდოდა თქვენთვისაც გადმომედო ის….

2 thoughts on “იმისთვის რომ ამოისუნთქო საჭიროა ოცნება,…ხომ გახსოვს უილდის სიტყვა…

  1. საკმარისი იქნებოდა უბრალოდ გეთქვა , რომ ძალიან გიყვარს წიგნები.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s