ქალი ქალის წინ…

ვუსმენდი museს, ვწერდი უნარებს და თავისთავად ჩამეფიქრა ამ საკითხზე.. რა თქმა უნდა სიყვარულზე… რომელზეც ფიქრს დიდი ხანია თავს ვარიდებ, და უბრალო ფორმულირებებით ვაგრძელებ „უსიყვარულო“ ცხოვრებას. ასე გავაგრძელებდი რომ არა გუშინდელი, გუშინწინდელი დღეები…

სამწუხაროდ ჩემო მკითხველებო ვერ მოგიყვებით ამ ამბავს, შემთხვევით მისი აქ შემოსვლის მეშინია… მე კი უკვე დავარწმუნე რომ მის მიმართ „ყინულივით ცივი“ ვარ:)  მაგრამ ის, რამაც წერა დამაწყებინა დარწმუნებული ვარ არავის განგიცდიათ ასე მძაფრად, ასე ძლიერად..:(ბიჭის სიყვარულს არ ვგულისხმობ) ეს არის გრძნობა ფოტოებიდან გაჩენილი, გრძნობა მე რომ  მიყვარდა იმ ბიჭის ახლანდელი შეყვარებულის მიმართJ რთული კონსტრუქციაა, ნუ დაიბნევით, და ჩემს ორიენტაციაშიც ნუ შეგეპარებათ ეჭვი, წმინდა პატივისცემას ვგულისხმობ და იმიტომ:) მეტიც, მე მომწონს მისი ღიმილი, მისი თვალები, საერთოდ ყველაფერი, ვაფასებ როგორც ადამიანს და ყოველგვარი ცუდის გრძნობის გარეშე მინდა მისი გაცნობა. ვიცი რასაც ვწერ ერთი შეხედვით სრული„იდოტობაა“, მაგრამ რა ვქნა არ შემიძლია შევიძულო, არ შემიძია მასზე ცუდი ვთქვა, ცუდი ვუსურვო… ღმერთო ვერ აღვწერ ამ გრძნბას,  ეს ალბათ მხოლოდ ქალს შეუძლია განიცადოს ქალის მიმართ… მხოლოდ ქალს შეუძლია აპატიოს, შუნდოს და  დაუმეგობრდეს ასე… მხოლოდ ქალს შეუძლია ახლა გამიგოს… და მაინც, ეს გრძნობა არაა არც ქალური სულგრძელობის, მოთმინების, მაღალი ღირსებების სიმბოლო, რაღაცნაირად ყველაფერზე მეტია, ყველაფერზე ძლიერი, რომელიც დაბლა ჩახედვის საშუალებას არ გაძლევს…ვერ ვიტყვი რომ არ ვიტანჯები, ვერ ვიტყვი რომ არ ვბრაზდები, ვერ ვიტყვი რომ ვინმეს მოკვლა არ მსურს, მაგრამ არა ამ ქალის.. არასოდეს, და თუ მხოლოდ მე ვგრძნობს ასეთ რამეს, და თუ იგივე შემთხვევაში ის მე გადამივლიდა, იყოს უბრალოდ მის სინდისზე.. მე კი დავტკბები ამ პატივისცემით, დავტკბებბი უსიყვაროლო ცხოვრებით, სანამ მისი სიო დავიწყებულ მისამართებსაც არ დაჰბერავს… სანამ მეც იმას არ ვიგრძნობ რასაც ახლა ის ქალი….

შენ ხომ ვერ წარმოგიდგენია, როგორ გაფასებ….

6 thoughts on “ქალი ქალის წინ…

  1. ტირილი მინდა უკვე… რა საშინელებაა ასეთი ტკბილი პოსტი?!!!! დაწერე ერთი რასაც არ წერ მანდ!!!!

  2. ვწერ ვწერ, მაგრამ ახლა მე მინდა ტირილი, ვერაფრით ვერ გამოვთვალე შაბიამაინს ხსნარის დასამზადებლად საჭირო შაბიამანის პროცენტი:) :*:*

  3. ქიმიაში გონზე არ ვარ არაფრის, თორემ სიამოვნებით დაგისკაიპებდი. :((((

  4. ფოტოს ქოფირაითი აკლია © Anna Gulisashvili Photography
    რავიცი მაინც : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s