ლუდი, მზესუმზირა, საყვარელი ფილმი და დავიწყებული მისამართები…:)

მთელი საღამოა ერთი სურვილი მტანჯავს, მხოლოდ ერთი რამ მინდა, თუმცა მისი ასრულების ნაცვლად ჩემს წინ დაგროვებულ წიგნებს მტვერს ვწმენდ და თავში ვიგროვება… დავიღალე…  საერთოდ „სამეცადინო პროცესი“ არ არის დამღლელი, საერთოდ მიყვარს წიგნი, საერთოდ ყველთვის ბევრს ვსწავლობ, მაგრამე ერთი ცუდი თვისება მაქვს… ვერ ვიტან იძულებას.. ვერ ვიტან ვალდებულებებს, მე ისედაც გავაკეთებ ყველაფერს, წავალ სკოლაშიც, ინგლისურზეც, ვისწავლი ბიოლოგიის მთელ ნერვულ სისტემას ოღონდ არავინ მითხრას, ან მიბრძანოს თითოეულის გაკეთება, ოღონდ არავინ ამიკრძალოს მცირე ლუდის დალევა, მზესუმზირის ჩემს გემოზე კნატუნი და საყვარელი ფილმის ყურება.. აი რა მინდოდა დღეს საღამოს სიგიჟმდე, და რა თქმა უნდა ვერაფერი ავისრულეJ უცნაურია, მეხომ არც ძვირფას სასტუმროს ნომერზე, არც ძვირფას რესტორანზე, კაფეზე ან დასვენებაზე არ მიფიქრია.. მე მიდოდა დღეს ამოსულიყო სოფო(ან პირიქით), დაგველია ყავა, ჩვენი საყვარელი „ქარვა“, გვეჭამა მზესუმზირა, ჩემს ფოლდერებში მოგვეძებნა რომელიმე ჯერ არ ნახული ფილმი, და მხოლოდ ორი საათი საკუთარი თავი ან გონება მიგვეცა სხვა სამყაროსათვის,..მაგრამ ეს შეუძლებელია, აუხდენელი ოცნებებით ვიტანჯები, აი რატომაც დავიღალე, აი რამაც მომგუდა და დამიხშო სმენა, აი რის გამოც მინდა სახურავზე ასვლა და ყვირილი იმისა, რომ მეტი აღარ შემიძლია და აღარც მინდა, რომ დამღალა საშინელმა ყოველდღიურობამ, ერთფეროვნებამ, 18 წლის ვარ ბოლოს და ბოლოს.. რომ იტყვიან ძარღვებში სისხლი მიდუღს და მე იძულებული ვარ ის წიგნებთან დავადუღო:), და აი კიდევ მე „იძულებული ვარ“….და ვერსად გავურბივარ ამ იძულებას, ვერსად ვემალები… მშრალად ვცხოვრობ, თავგადასავლების, ცხელ–ცხელი ამბების გარეშე, მასწავლებლიდან მასწავლებლამდე გზაში ვცხოვრობ..იქამდე სანამ მეტროს  ვაგონის კარები დაიკეტება, სანამ ნაცნობ საფეხურებს არ დავლაშქრავ, ნაცნობ „ბირჟაზე“ არ გავივლი გულაჩქროლებით, სანამ დედა არ დაიკაპიწებს ხელებს რომ გამახადოს პალტო… სამწუხაროდ ის იმედიც ჩკვდასავით, მომავალი „ნათელი სტუდენტობისა“, უფრო სწორად იმდენად ხანგრძლივი ოცნება იყო რომ გაუვიდა ყადრი,აღარ ასდის ქორფა ბალახის მწვანე სუნი..მწვანეზე გამახსენდა, თოვლიც მენატრება, სიგიჟემდე მიდა მოთოვოს, სიგიჟემდე მინდა სახეზე ნაზი ფიფქების ალერსი ვიგრძნო, მაგრამ.. ერთი დღეც კი ვერ გამოვნახეთ კოჯორში ასასვლელად.. თბილისში კი მართლაც დაავიწყდა თოვლს ჩემი მისამართი…:)

და მაინც, ძალიან მინდა, ლუდი, მზესუმზირა და საყვარელი ფილმი…

 

 

 

11 thoughts on “ლუდი, მზესუმზირა, საყვარელი ფილმი და დავიწყებული მისამართები…:)

  1. იზრდები და უნდა შეეგუო– ყველა მნიშვნელოვანი საქმე იძულებით უნდა გააკეთო. ხო და გადაარქვი იძულებას სახელი და შენი სურვილით კეტება დაარქვი.
    ოჰ რა საშინელებაა თინეიჯერული ასაკი :DDDDDDD

    1. რომ დავფიქრდე სხვა გზა არც მაქვს(ეს უგზოობაც მაგიჟებს:)), გმადლობ რჩევისთვის,ამიტომ მიყვრს ეს ბლოგი:***

  2. ხანდახან ზოგიერთი რაღაცის კეთება, უბრალოდ, აუცილებელია. მითუმეტეს – აბითურიენტობის დროს…

  3. ნათი კარგად მესმის შენი…
    ახლა,დროაა მიიღო განათლება,დანარჩენი ყველაფერი მოიცდის…დამიჯერე ეს შანსი სხვა დროს აღარ მოგეცემა…როცა განათლებას მიიღებ,უკვე სხვა ნათელი მომავალი გელოდება.უსწავლელი ადამიანი კი ძალიან დაჩაგრულია,როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა,არასრული განათლება მივიღე და დავრჩი “კუხარკათ” პრაჩკათ” და მეუღლის ხელის შემაყურე…თავისუფალი და დამოუკიდებელი,რომ გახდე,აუცილებელია გქონდეს განათლება. აბა,შენ იცი იყოჩაღე!

    1. დიიიდი მადლობა რჩევისათვის, დღეს ისევ ძველი შემართებით ავუყევი მასწავლებლის ქუჩას, უბრალოდ ხანდახან ეს სისუტე ისე შემომეპარება ხოლმე:) :***

  4. რომ იცოდე, რამდენი რამ დამითმია აბიტურიენტობის დროს :–P რას იზამ, ხშირად გვიწევს ის ვაკეთოთ რაც საჭიროა და არა ის, რაც ჩვენ გვინდა.

  5. რა ნაცნობი სიტუაციაა.ყველა აბიტურიენტი ვინც ჰირაქტიურია ამაზე წუწუნებს :* საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები. ცოტაც მოიTმინე და დამთვრება აბიტურიენტობის ჯოჯოხეთი. მაგრამ მინდა გითხრა ვერონიკასაც სრულიად ვეთანხმები ასე რომ ნათი ეხლა შენი დროაა და მაქსიმალურად გამოიყენე ეს. ბევრს განათლების მიღების საშუალება და გონებაც კი არ აქვს, ასე რომ უნდა ჩათვლო, რომ ძალიან იღბლიანი ხარ. ზეპასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე არამართო შენი საკუთარი თავის მიმართ არამედ მშობლების და იმ ადამიანებსი მიმართ, რომლებთანაც მომავალში გექნება ურთიერთობა, მითუმეტეს, როგორც შენი პოსტებიდან გავიგე, სამედიცნოში გინდა, ასე რომ ეს ორმაგი პასუხიმგებლობაა. :* კარგი გოგო ხარ კარგად წერ და ბევრსაც მიაგწევ. სწორედ შენისთანა ახალგაზრდები სჭირდება ამ ქვეყანას. :*

    1. ამაზე უკეთესი დღეს არაფერი მომისმენია, აი ისეთი იყო, რომ იტყვიან გულს სალბუნად მოეოდოო, გმადლობ, ყოველთვის ძალიან მიხარია შენი კომენტარების ნახვა, აუცილებლად გავაგრძელებ ჩემს აბიტურიენტობა ძველი შემართებით, თუნდაც იმიტომ რომ ბლოგზე თქვენნაირი გულშემატკივრები მყავს:*****

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s