ის, რაც ცხოვრებაში მინახავს…

სოფ რაღაცნაირად ამ დროს მომეხალისა პოსტის წერა, და შენს თეგ–თამაშში ჩართვა:)

სათაური რთულია და სენტიმენტალური, თან ისე მომეწონა შენი პოსტი რომ მცირე კომპლექსიც კი გამიჩნდა..:). მაგარმ მაინც ვიწყებ…

მიუხედავად იმისა რომ ყველა გადაბმულ დაქალებად გვიცნობს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი სახელებიც ხშირად ერევათ ერთმანეთში, მაინც აბსოლიტურად სხვადასხვა რამ გვინახავს ცხოვრებაში….

შენი არ იყოს და მეც მოვყვები ქრონოლოგიურად, მეშინია არ ამებნას აზრები.

ჩემი  როგორც „გააზრებული“ ცხოვრება, დაიწყო ბაღიდან, იმ ადგილიდან რომელიც ბავშვობის ტრამვასავით დამრჩა და დღემდე მეზიზღება, მოკლედ მე მინახავს საშინლად უგემური „სუპი“, დამილევია წყალწყალა ჩაი და მიჭამია ის უგემური, უმარილო მრგვალი პური..

მერე იყო სკოლა, მეტად გააზრებული ცხოვრების დასწყისი… სკოლამ მომცა და შემძინა მე ყოველივე ადამიანურიც, და ალბათ ბევრი ცხოველურიც.. სკოლაში მინერვიული მატემატიკის და ქიმიის საკონტროლოს წინ, აი ისე მუცელი რომ გტკივდება და გულისრევის შეგრძბა რომ გტანჯავს.. აქ მე მინახავს საკუთარი თავი დამცირებული და პირიქითაც.. სკოლაში მიბრძოლია იმ ერთადერთი პრინცეპებისათვის რაც ისევ თავად სკოლამ შემძინა… სკოლა ყოფილა ჩემთვის „მამაც და მამინაცვალიც“…   სკოლის მერე კი ჯერ არაფერიც არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზით რომ სკოლას მხოლოდ წელს ვამთვარებ…

ვამთავრებ უკვე გრძნობბეგაუცხოებული, მე ვეღარ ვცნობ ჩემს კლასელებს, წავიდნენ ჩემი მეგობრები, მე ვეღარ ვცნობ მასწავლებლებლებს, ჩემი საყვარელი სკოლის კედლებსაც კი, რომელთან ერთდღიანი განშორება ლამის ტრაგედიად გადამექცა.. მოკლედ ამ ცხოვრებაში მე მინახავს საშინელი გაუცხოვება…

სანამ პირად  ცხოვრებაზე გადავიდოდი იქამდე მე მინახვს, ძალიან ბევრი პოლიტიკური გამოსვლა, მე მქონია საშინელი გრძნობა რევოლუციონერისა და თავად მეც ვდგარვარ  ტრიბუნაზე…

მე მინახავს, რა პოლიტიკურად ძლიერი და ამაღლებული გრძნობაა როცა რამდენიმე ადამიანს დაჰურებ ზემოდან(თუნადაც მესამე საფეხურადან).

მე მინახავს ძალიან ძლიერი მეგობრობა.. ოთხი ერთმანეთზე გადაჭდობილი სული… ჩვენ ოთხნი დავდიოდით ყველაგან ერთად, ჩვენ ოთხნი საშინლად ვეჭვიანობდით ერთმანეთზე(უფრო სწორად მე და სოფო ბატონ გ.ზე და ბატონ ლ.ზე), ჩვენ ოთხივეს  გვქონდა განსხვავებული ინტერსები და ერთი საერთო ყველაზე ამაღლებული,_ საოცარი მეგობრული სიყვარული…

მე მინახავს რა ძნელია ამ ოთხეულის დაშლა, ყველაზე ახლობელის ყველაზე შორეულად ქცევა, მე მინახავს მათი საშინელი ცვლილება, და ისევ ჩვეული მარტოობა…

მე მინახავს უსამართლობა, სიკეთე, ბოროტება, გარყვნილება, უზნეობა, ღალატი, ერთგულება, მეგობრობა და სიყვარული.

მე მინახავს ჩემი თვალები მაში, როცა საყვარელ ადამიან უთქვამს, რომ ცდილობს ისე მიყუროს როგორც დას, მე მინახავს ის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, მე მინახავს საკუთარი თავი ამ ურთიერთობის მერე განადგურებული, დამცირებული, დაბნეული…

მე შემძულებია ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი…

მე მქონია საიდუმლო ბევრი, და მინახავს როგორ გაუტეხიათ ისინი, და როგორ გამიცია მეც..

მე მინახავს მამას  და დედას გაბრაზებული, არა განრისხებული თვალები მეორე კლასში როცა კალიგრაფიაში 4–იანი მივიღე(მაშინ 5 ბალიანი შეფასების სისტემა იყო)

მე მინახსვ მარცხით გამოწვეული  აუტანელი  გრძნობები, და მიგრძვნია საოცარი სიხარული გამარჯვებისა, აი ისეთი როგორც ლაშა ამბობს, მე და ვახო სკამიანად რომ ავფრინდით…

მე მინახავს პოეტური გზნებით დაწერილი ლექსი, მე წამიკითხვას გალაქტიონი, მე წამიკითხავს ვაჟა–ფშაველა, მე წამიკითხავს „წყურვილი სიცოცხლისა“ და ხელოვნება გამხდარა ჩემთვის ემოცია..

მე წამიკითხავს ემილს ზოლას „შემოქმედება“… მე გამითენებია ღამეები წიგნების გაგიჟებით კითხვისას, და რა თქმა უნდა, დიდი ხნის უნახავი სოფოს ნახვისას..

მე მიგრძვნია, ერთის მიმართც საოცარი გრძნობა.. და დაამიწერია მასზე უსაზღვროდ ბევრი…

მე მინახავს მოდილიანი და….ვერ გეტყცით რა….

მე მომისმენია ჩემი დაკრული „მთვარის სონატა“ და….

და მაინც, ვფიქრობ ბევრი რამ არ მინახავს…

მე არ მინახავს ჩემი სოაცნებო პირამიდები, მე ჯერ არ მინახავს ტაჯ–მაჰალის თეტრი ცრემლები…

მე ალბათ არ მინახავს ცხოვრება, არ მინახავს სიცოცხლე ნამდვილი სახიტ, არ მინახავს უკვდავება… არ მინახავს მშვენიერება..ღმერთო რა გამოუცდელი ვარ..

მე ჯერ არ მინახავს როჩესტერის ცხელი ცრემლები….

6 thoughts on “ის, რაც ცხოვრებაში მინახავს…

  1. არადა როგორ მიყვარდა მე ბაღი😀 კი ამტკიცებ სხვადასხვა გვინახავსო მაგრამ იმდენი რამ გამახსენა შენმა პოსტმა😀 ისიც დაგვავწიყდა ჩვენი ფიზიკის ცდა, ისიც დაგვავიწყდა შენთან რომ ვცეკვავდით სათამაშოებთან ერთად😀 ჩვენი სახეებიც დაგვავიწყდა რომ “ვჩხიბავობდით”😀 ისიც დაგავიწყდა ცუდად რომ გახდი და სკოლაში რომ მოვვარდი😀 დიდის ამბიტ რომ წამოვსკუპდი მერე სასწრაფოში😀 ეუფ რამდენი რამე გამახსენდა😀 ყველა აქ რო ჩამოვწერო ვინ იცის ბლოგებიც აერიოთ😀 მინდა გითხრა რომ დაკისრებული “მოვალეობა” sofonationurad შეასრულე დაო😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s