„მივასიკვდილოთ უპოვარნი“!!!!

ვიცი თემა „მათხოვარი“ არც ახალია, და არც ვინმეს გაგაკვირვებთ, თუმცა მათი მზარდი რიცხვი თბილისის ქუჩებში ჭეშმარიტად გამაოგნებელია…

არ ვიცი საიდან დავიწყო, მეტროებიდან, ეკლესიებიდან, ქუჩებიდან, მიწისქვეშა  გადასასვლელებიდან თუ  სახლებზე მოსიარულეებიდან, ამ პროვბლემს მაინც ყველაგან ვგრძნობ, ყველგან ვხედავ და განვცდი..

.********************************

ეპიზოდი პირველი:

მივდივარ ქუჩაში, არასოდეს დამავიწყდება ამ კაცის სახე,(პრინციპში ყოველდღე მიწევს ნახვა), სახეზე ნაიარევები, ერთი ფეხი და მგონი თვალიც არ აქვს.. მიგდებულია კუთხეში..

და ერთი პატარა კარდონის ნაგლეჯი:

„ომის ვეტერანი ვარ“

ამ დროს კითხვებითა და ფიქრებით მევსება გონება, , „ნუთუ ომის მონაწილეებმა, საკუთარი თავი, სიცოცხლე, სხეული, გრძნობები, ნებლიედ თუ უნებლიედ იმისთვის გაწირეს რომ სახელმწიფომ მას პენსიაც არ დაუნიშნოს?“

სახელმწიფოს რომ თავი დავანებო, განა მე, შენ, ან მას არ გვაქვს უნარი მცირედით მაინც დავეხმაროთ? როგორც ჩანს არ გვაქვს, თუ  სინდისმა გვძლია მოვიჩხრიკავთ ჯიბეებს, და წვრილი ფულით დავეხმარებით..  ესეც იშვიათად, ის კი მოთმინებით ელის ადამიანის სუგრძელობას…ისე, ჩემივე პატივმოყვერაობის გამო, და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ყოველთვის მინდა ამ ადმიანთან გასაუბრება, მისი ამბის მოსმენა, მაგრამ მეშინია… საზარელი შესახედავია….

********************************************************************************************************************

ეპიზოდი მეორე:

დასრულდა დილის წირვა, მეც მცირე სულიერებით აღვსილი გამოვდივარ ტაძრიდან. თუმცა სიტყვა „გამოვდივარ“ აქ მხოლოდ პირობითი მნიშვნელობისათვის თუ გამოდგება.  მათხოვრებით სავსეა ეზოცდა გასასვლელიც.. მოხუცი, ახალგაზრდა, ბებერი, ხნიერი, ქალი, კაცი, ბავშვი ყველა აქაა.. საზოგადოება გამონაკლისების გარეშე, თითქოს ერთი დიდი კლანია…

ჩამოხეული, დახეული, დაბინძურებული, დამახინჯებული– სახეები, ტანსაცმელი, თმები, და საბოლოოდ დიდი კოშმარი..

გთხოვენ, გართმევენ, გეხვეწებიან, გგლეჯენ… ფულს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს…

და ჩნდება ზიზღი, სადღაა ჩემი ის მცირე   სულიერება.. დიდი ორთაბრძოლის შემდეგ, ნათრევი  და დაწყევლილი გამოვდივარ.. უარესად ვგმობ და ვწყევლი ამ ბრბოს…

********************************************************************************************************************

ეპიზოდი მესამე:

კარებზე კაკუნია.. არა იქამდე მძიმე ნაბჯების ხმაა… „ვინ არის?“ვკითხულობ..

გარედან კი ყრუდ ისმის რომ კარებთან მდგარს, ან შვილი უკვდება(მათაც არ იდობენ),ა ნ ქმარი, ან თვითონ კვდება.. აქაც კოშმარია… და მეც უბრალო ადამიანების დამახასიათებელი შიში მძლევს…“რა ვიცი ვინ არის, რისი მკადრებელია, საიდან მოსულა, გამანებე ერთი თავი“ და ვიშორებ მას ფულის უქონლობით…

თუმცა ჩემი სტატისტიკური გამოთვლებით შემიძლია დანამდვილებით გითხრათ რომ  სახლებზე მოსიარულეებს, კარგად გათვლილი ბიზნესი აქვთ, ასე ისინი შოულობენ ტანსაცმელს, მცირე ფულს, და ხშირად საკვებსაც კი…

ეპიზოდი მეოთხე:

მეტროს ვაგონი..

თითქმის ღამდება, ამ დროს ყველას დასრულებული აქვს სამუშაო დღე, ყველა ოჯახშია, თბილ გარემოში, ძვირფას ადამიანებთან ერთად… ერთი კატეგორიის გარდა.. სანამ მეტროში ხალხი კიდევ მოძრობს მათი სამუშაო დღეც არ მთავრედება. მე ორი გოგონა ვნახე, პატარები…მათი ასაკის ჩვეულებრივ ბავშვზე ჯერ კიდევ შეგიძლია თქვა რომ ანგელოზის თვალები აქვს. აქ კი, იმისთვს რომ აღვწერო მათ თვალებში დანახული ტკვილიანი, მწარე და მოუხეშავი გრძნობები  მჭირდება ლამაზი და თან ძლიერი ენა მწერლისა.. რაც ვგონებ არ გამაჩნია,

ისინი ითვლიდნენ ფულს გაცრეცილი თითებით,  ითვლიდნენ დარჩენილ სანთლებს… ღმერთო რა ლამაზები  იყნენ ორივენი სახეზე, მაგრამ როცა ხმა ამოიღეს მაშინვე წამეშალა ყველა შთაბეჭდილება. მათი ხმებიც ისეთივე იყო როგორიც საერთოდ აქვთ ხოლმე მათხოვრებს, მკვახე, უხეში,  ხავილის მსგავსი… აბსოლიტურად შეუფერებელი,,მინდოდა დავხმარებოდი და ვეღარ მოვასწარი..

***************************

ნაწილი მეორე–მეტრო:

სანამ ვაგონში შევიდოდი, ბაქანზევე შევამჩნიე ორი ბიჭი და ერთი, როგორ გითხრათ, ალბათ დედაბერი, სავარაუდოდ მათი დედა.. სიმართლე რომ ვთქვა, ვერ მიხვდი მათხოვრები თუ იქნებოდნენ, მაგარმ როგორც კი მატარებელი დაიძრა და მათ საკუთარი ჩახლეჩლი, მოუმწიფებელი, მკვახე და ამაზრზენი ხმებით დაიწყეს სიმღერა ყველაფრი ნათელი გახდა, ისინი წინ მიდიოდნენ, დედაბერი უკნა მიჰყვებოდათ, უნამუსოდ ხელგამოწვდილი.. მსგავს მათხოვრებს არასდორს არ ვეხმარები, მაგრამ ახლა მზად ვიყავი გადამეხადა ოღონდაც გაჩუმებულიყვნენ, აღარ მახსოვს რას მღეროდნენ მაგრამ მეც აბსოლიტურად უნიჭო ამ საკითხში მიხვდი რომ  ხმებს საშინლად შეუფერებლად უწევდნენ.. გულისამრევი სანახაობა იყო.. და ეს ის შემთხვევაა სადაც მთავრობას ბრალი არანაირად არ მიუძღვის.. აქ მხოლოდ  ადამიანის ზარმაცი ზნეა დამნაშავე, თორემ ეს ჯან–ღონით სავსე ბიჭები ნამდვილად შესძლებდენ რომელიმე, თუნდაც მძიმე სამსახურში მუშობას..

********************************************************************************************************************

ეპიზოდი მეოთხე:

ეს ის ადამიანი ვინც დარწმუნებული ვარ ყველას გინახავთ ერთხელ მაინც, პუშკნის ქუჩაზე გადასასვლელ მიწისქვეშაში… სიმართლე გითრა ამ კაცის მეშინია.., მეშნია მისივე იდუმალობის გამო. და მიკვირს… თუკი ისე რცხვენია რომ თავს მაღლა თითქმის არასოდეს  სწევს, თუკი ამდენი რიდი და სადღაც მიმალული ნამუსი აქვს, აქ რატომღა დგას? არავინ იფიქროთ რომ  ბეჩავია, ავადმყოფი ან სხვა რამ,  საკამოდ დიდ ჯანმრთელობა სჭირდება მთელი დღეები, თავდახრილად, გამოწვდილი ხელით ფეხზე დგომას…მაშ რაღაა? ამ კითხვას ვსვამ უკვე წლებია, იმიტომ რომ დიდი ხანია მისი არსებობის შესახებ ვიცი.. სულ ეს გრძელი „პლაში“  აცვია, და ნეტავ ან ზაფხულში არ სცხელა ან ზამთარში არ სცივა?,

არ ვიცი, ვეღარ გამიგია რა იმალება მის ჩამოქუფრულ ყოფაში, თუმცა კარგი რომ არაფერი ეს ფაქტია…

ესეც თბილისი, დედაქალაქი საქართველოსი, ერთადერთი ცენტრი ქართული ბიზნესის, მოდის, განათლების, მედიცინის…

ესეც თბილისი… მათხოვრების დედაქალაქი, გთავაზობთ, რომ ერთად „მივასიკვდილოთ უპოვარნი“!!!!

4 thoughts on “„მივასიკვდილოთ უპოვარნი“!!!!

  1. ნათი…ნათი ძვირფასო. ვერ დაგეთანხმები. არ ააქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები საღამოს სად მიდიან, არ ააქვს მნიშვნელობა მოგროვილ ხურდას სად ხარჯავენ და საერთოდ არ ააქვს მნიშვნელობა გატყუებენ თუ მართლა უჭირთ და რა ასაკისანი არიან. ამ ადამიანებმა ყველაზე მეტი დათმეს–თავმოყვარეობა და უკვე ამის გამო იმსახურებენ მიტევებას და მხარდაჭერას. თუ გაქვს ხურდა –გაუზიარე. ეს მართლა ყველაზე კეთილშობილური საქციელი იქნება დამიჯერე და არასდროს მიაქციო ყურადღება სხვა ფაქტორს. ეხმარები და დამთავრდა.მედალიონს ყოველთვის ორი მხარე აქვს,ყუნწი კი ერთი. ვფიქრობ დამეთანხმები თუ უფრო ღრმად ეცდები ჩაწვდე ამ პრობლემას. :*

  2. the best comment of my post:) thank you:)
    რა თქმა უნდა დაგეთანხმები, “მედალიონს ყოველთვის ორი მხარე აქვს,ყუნწი კი ერთი.” ჯერ მარტო ამ ფრაზის გამო, ბოლო მაგარია:)
    კაი, ასე იყოს, მე უბრალოდ ჯერ კარგად ვერ ვისწვლე რაღაცების ობიექტურად განსჯა, გუშინ კი იმ ბიჭბმა მართლა ისე გამაღიზიანეს:)
    ძალიან მომეწონა შენი პასუხი, იცი როგორი იყოო? აი ორი გზა რომ გაქვს და მესამეს რომ ირჩევ ხოლმე:)(წმინდაწყილის ბლოგერის)

  3. რა გითხრა,ისეთ კითხვებს სვამ, ცალსახა პასუხის მოძებნა ძალიან ძნელია…

    მეც მაღიზიანებს ზღვარგადასული სითავხედე, მეც ვიცი, რომ ბევრისთვის ეს ბიზნესის სახესხვაობაა, რომ არსებობს განსაკუთრებით “თბილი” და “შემოსავლიანი” ადგილები და ამ ადგილებისთვის მძაფრი კონკურენციაა, რომ უფროსები მცირეწლოვან ბავშვებს რიგრიგობით დაატარებენ და ამ ბავშვებზე “ცოცხალი რიგია”, (დღეს მე მიმყავს, ხვალ – ანჟელას და ზეგ – გულნაზის), მეც არ მსიამოვნეს შინ შემოვარდნილი მათხოვარი, რომელსაც ხან ვინ უკვდება და ხან ვინ (ისეთ ისტორიებს თხზავენ, თმა ყალყზე დაგიდგება), მეც არ მესმის ჯანიანი მუტრუკების,ხელგამოწვდილები რომ დაიარებიან და სადმე ბლოკები რომ გადატვირთონ, ბევრად მეტს იშოვნიან, მეც დავუწყევლივარ ეკლესიასთან ჩასაფრებულ ქალებს…

    თუმცა, ბევრს მართლა ძალიან უჭირს და ხელს მხოლოდ იმიტომ იშვერს, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩა.

    რა გითხრა, ამ მედალს მართლა ორი მხარე აქვს…

    1. ხოდა მეც ეგ უთავმოყვარეობა მაგიჟებს, რაც მთავარი თბილისში მათხოვრების რიცხვის ზრდა უთავმოყვარეო ადამიანების რიცხვის ზრდის პირდაპირპროპორციული გახდა, უთავმოყვარეო საზოგადოება კი ნაკლებად ქმნის დემოკრატიულ სახელმწიფოს:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s