Amedeo Modiglian და ლადო გუდიაშვილი

 

ამადეო მოდილიანი და ლადო გუდიაშვილი:)

“… მივუჯექი თავისუფალ მაგიდას… მოვიპატიჟე ამედეო მოდილიანი, მინდოდა მისი გამასპინძლება, მაგრამ გვერდით მანდილოსანი ეჯდა, რომელსაც ხატავდა. მოათავა თუ არა ორი ნახატიშესთავაზა პოლონელ ქალბატონს. რაოდენ დიდი იყო მოდილიანის გაკვირვება როცა მანდილოსანმა არ ისურვა ეს ნახატები არც საჩუქრად, არც სასყიდლად.. ქალბატონი გაჯავრებით პასუხობდა – “თქვენი ნახატები არაფრით მგვანანო”… აღელვებულმა, შეურაცხყოფილმა ამედეომ მომაშურა, გამომიწოდა ეს ორი შედევრი და ცრემლმორეულმა აკანკალებული ხმით მითხრა: – “გქონდეს შენჩემო მეგობარო ლადო, ეს პატარა სახსოვარი ჩემგან” … /ლადო გუდიაშვილი/
ეს სწორედ ის ნახატია, რომლიც მოდილიანმა უსახსოვრა გუდიაშვილს პარიზში.

 

 

modigliani….

 

ამადეო მოდილიანი / Amedeo Modigliani (1884-1920)

 

ცნობილი მხატვარი ამადეო მოდილიანი 1884 წლის 12 ივლისს, ებრაელების ოჯახში, იტალიაში დაიბადა.
1889 წლიდან მან უკვე დაიწყო ხატვა. 1902-1903 წლებში მოდილიანი ფლორენციასა და ვენეციაში ხატვის ტექნიკას ეუფლებოდა. 1906 წელს, დედის დახმარებით, ის პარიზში გაემგზავრა.

თავიდან ის მონმარტზე დასახლდა, თავის მეგობრებთან სუტინთან და ლიფშიცთან ერთად, რომლებიც ასევე ექსპრესიონისტი მხატვრები იყვნენ.
მოდილიანი სულ მალე ჩაერთო პარიზის ღამის ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ მას ბოჰემური ადამიანის რეპუტაცია შეექმნა, რამაც საბოლოო ჯამში დაღუპა კიდეც.
მოდილიანი მუშაობდა მანამდე, სანამ ცოცხალი იყო. ალკოჰოლმა და ჰაშიშმა ვერ ჩააქრეს მისი სურვილი მუდამ საქმეში ყოფილიყო ჩართული. ადრეულ პერიოდში ის ქანდაკებებსაც ქმნიდა და საკმაოდ წარმატებულადაც, თუმცა მან მხოლოდ მხატვრობაზე ფოკუსირება არჩია.
მოდილიანის ცხოვრება პროტესტების სერიებს გავს. მას პროტესტი უჩნდებოდა ბურჟუაზიის, ხატვის მასწავლებლების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის ტალანტს სათანადოდ ვერ აფასებდა.
უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა მხატვარმა მრავალი ნამუშევარი მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ ბინის ქირას ვერ იხდიდა და ხშირად სხვაგან გადაბარგება უწევდა.
1914 წლიდან, როდესაც მხატვარს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მან ექსკლუზიურად მწერალ ლეოპოლდ ზბოროვსკისთვის დაიწყო ხატვა. ეს უკანასკნელი ამადეოს წარმომადგენლად ითვლებოდა და ეხმარებოდა მას ნახატების გაყიდვაში. სწორედ მან შეუწყო ხელი მოდილიანის სამხრეთ საფრანგეთში გადაბარგებულიყო, რადგან ამ წლებში პარიზში ცხოვრება, პირველი მსოფლიო ომის გამო შეუძლებელი გახდა.
1917 წლის 3 დეკემბერს, მოდილიანის პირველი პერსონალური გამოფენა ერთ-ერთ გალერეაში გაიხსნა. პოლიციის უფროსი შეაშფოთა შიშველი ქალბატონების გამოსახულებებმა და აიძულა მხატვარი გამოფენა სასწრაფოდ დაეხურა.
სწორედ ამ წელს, მოდილიანიმ წერილი მიიღო ყოფილი საყვარლისაგან, რომელიც ატყობინებდა, რომ მისგან შვილი ეყოლა. მოდილიანიმ ბავშვი არ აღიარა.
1918 წელს მხატვარმა ჟანა ჰებუტერნი გაიცნო, რომელთანაც არაოფიციალური ურთიერთობა აკავშირებდა. ჟანა მის მოდელადაც იქცა.გაზაფხულზე, ისინი ერთად დაბრუნდნენ პარიზში, სადაც მოდილიანის პირველი ქალიშვილი შეეძინა. მისი ნახატებიც უკეთესად იყიდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1920 წლის იანვარში ტუბერკულიოზისა და მენინგიტის დიაგნოზით ამადეო მოდილიანი გარდაიცვალა. ამ დროს ჟანა მეორე ბავშვს ელოდებოდა. ამადეოს გარდაცვალების შემდეგ კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის მშობლების სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ამადეო მოდილიანი / Amedeo Modigliani (1884-1920)

როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, ამადეო მოდილიანიმ ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა. მისი გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე ამადეოს ნახატები ალბერტ ბარნესმა, პენსილვანიელმა კოლექციონერმა აღმოაჩინა.
მოდილიანის სუბიექტური და ექსპრესიული ხელოვნება მის კეთილშობილებას, სასოწარკვეთილებას და სევდას ასახავს. მისი ადრეული პერიოდის ნახატები ანრი დე ტულიზ-ლოტრეკის გავლენას განიცდის. უფრო მოგვიანებით კი ის აფრიკული ნიღბებით, სეზანის ნამუშევრებითა და პიკასოს ხელოვნებით ინტერესდება, თუმცა იტალიური მანერულობა მოდილიანის არასოდეს დაუკარგავს, რაც მის ელეგანტურ, ტალღოვან სტილში ჩანს. მისი პორტრეტები ადვილად ამოსაცნობია. გრძელი და თხელი ოვალური ფორმის თავი, დაქანებული მხრები და საოცრად დახვეწილი ფერები – ეს მოდილიანის სტილია.
ამადეო მოდილიანი / Amedeo Modigliani (1884-1920)

 

3 thoughts on “Amedeo Modiglian და ლადო გუდიაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s