“ავტობიოგრაფია”

რაღა დროს ჩემი აქ ყოფნაა, მაგრამ ეს ლექსი რომ არ დამედო არ შემეძლო. ქართულის თემას ვწერდი სრულიად უცხო პოეტის ირაკლი ნიკოლაძის ლექსზე “ავტოგიოგრაფია”. როცა წავიკითხე პირველად ვერ ჩავწვდი, მერე გავოგნდი და ბოლოს გავბრაზდი, იმიტომ რომ ჩვენ საყოველთაო საძიეო სისტემაში ამ ადამიანზე არაფერია. არადა ნამდვილად იმსახურებს.

ავტობიოგრაფია

წვიმიანი ქალაქის არეული ფიქრები,

ჩვენს გაცოცხლებულ სიზმრების ბაღებს,

დაულაგებელი ოცნებებითა და სევდის ცრემლით გვინამავს.

საით მივყავართ არგათქმის ხეივანს,

რომელი საიდუმლო სიმღერა წაგვიძღვება

მოხუცებულთა თვალების თეატრისაკენ?

ვინ ჩამოივლის შემოდგომის ხასიათით

და წყეული თებერვლის მისამართს,  ვინ მიაწერს ჩვენს ბიოგრაფებს?

ჩვენ ვხედავდით მთვარის ლაქებს;

იერუსალიმის წუხილს

და ვივსებოდით სიღრმეებიდან ამომავალი

ნესტის და სიბნელის სურნელით;

შევსწრებივართ თვალებდათხრილი ფრესკების ტირილს;

გვამხილეს ძველმა ბარათებმა დავიწყებული სიყვარულისთვის

და აღარ ვსაუბროთ ცხოვრების შესახებ;

რომ თავიდანვე ჩეენი ნატვრის ახდენა იყო განწირული;

რომ გავუჩნდით დედებს,

რომლებიც ჩვენსავით გაუჩნდნენ  თავიანთ დედებს, ყველაზე დიდ ტყუილში;

რომ მათი სულისმიერი ლოცვები არასდროს მოსავდა, იდუმალების სამოსით

ღამეების საშიშ წყვდიადებს.

უცნობია ვარსკვლავთა ასაკიც,

უცნობია როგორ ბერდებიან გრძნობები,

როგორ თეთრდებიან ჩვენი და ვარსკვლავთა დედები,

წელიწადის ჩემი დრო კი არის შემოდგომა–

ვკვდები, ვკვდები

და ვერა და ვერ ჩავძაღლდი,

ეჰ, ჩემო სულო, რამდენ რამეს გვთხოვს ჩვენი ღმერთი

და მის მხილებლებს როდესმე უნდა გავექცეთ?

გვესაჭიროება ამინდის წინასწარმეტყველები,

რომელთაც სწამთ  პოეზია პოეტთა გარეშეც, მათი ლექსების გარეშე,

ფრაზების, სიტყვების, ბგერების გარეშე.

რომ ცხოვრება იცვლება ყოველდღიური მისალმებებით და დამშვიდობებებით,

რომ უარესდება ცხოვრება ქალაქში,

სოფელში, დაბაშიც…

რომ უარესდება ცხოვრება ქალაქში!

გვესაჭიროება ამინდის წინასწარმეტყველები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s