უკვე მერამდენედ დაესვა ოცნებას კითხვის ნიშანი, ანუ კიდევ ერთი მძაფრად გათამაშებული ტრაგიკომედია..

ღამეა, უკვე ორი საათია, მე ამ წუთას დავამთავრე ბიოლოგია და კიდევ ძალიან ბევრი დამრჩა სასწავლი… საშინელი ცხოვრების წესი მაქვს, ღამე გვიან ვწვები, უფრო სწორად გათენებისას, მზის პირველ სხვივებს იძულებით ველოდები..:) მერე დილით, თუ იმას დილა ჰქვია, ვდგები, მივრბვარ სკოლაში, მერე ერთიანად რამდენიმე მასწავლებელს ვიცვლი და სახლში რომ შევდივარ ვგრძნობ რომ მეტი აღარ შემიძლია.. მაგრამ დასასრული ამ ყველაფერს თითქმის არასდროს არ აქვს…გარდა იმედისა, რომ ყველაფერი დამთავრდება.. მოვა მაისი ავიღებ ატესტატს, მერე ივლისი ჩავაბარებ ეროვნულ  გამოცდებს და სანამ აუდიტორიაში შევალ, ყველა გამოცდის წინ მექნება იმედი რომ ჩემი ამრავალწლიანი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის, რომ თუ სამართალი არსებობს გრანტასაც ავიღებ… და ამ დროს, ყოველგვარ იმედს მიწყვეტს ჩვენი განათლების მინისტრი რომელიც ჭორის დონეზე გაჟღენთლ ინფორმაციას, უკვე ფორმალურ სახეს აძლევს.. მოკლედ არ ვფინანსდები, მომიწევს კიდევ უფრო არაადამიანური შრომა რომ ავღო მხოლოდ 100%–იანი გრანტი.. ახლა თავი უმწეო მგონია, ცოტაღა მიკლია დეპრესიამდე..:) ეს ამბავი მართლაც რომ სასაცილო იქნებოდა,ჩემთვის სატირალი რომ არ იყოს.. ჩვენდა უნებურად გვიქმნიან კომიკურ  მდგომარეობას და ჩვენც, დინების მიყოლას მიჩვეულები ვდუმვართ.. საქართველოს მთავრობის აზრით სამედიცინო უნივერსიტეტში ზედმეტად ბევრი კადრი მზადდება და გადაწყვიტა რომ მისი ფინანსური სტიმულირება აღარაა საჭირო… არადა,   ხომ საქვეყნოდაა ცნობილი რომ სამედიცინოზე ყოველ წელს აკლდებათ ხალხი, რომ ყველაზე რთული დარგია, ყველაზე ხანგრძივია სწავლაც და აღარავის სურს თავის შეწუხება.. ახლა კი… შეუძლია ვინმეს დამარწმუნოს რითაა ის ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ინჟინერი ან სხვა ვინმე ჩემზე უკეთესი, რატომ უნდა მიიღოს ჩემი წილ გრანტ მან როცა ის მე ასე მჭირდება.. პირდაპირ კომედიაა, არა ტრაგიკომედია, და ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფოს საკუთარი ტექნოლოგიური ნაკლი სამუშაო ადგილების არ ქონით, დაბალი ხელფასებით ანაც  სამეცნიერო ინსტიტუტების გაყიდვვით აეხსნა, მიაგნო ყველაზე მარტივ გზას, წაართვას ფული მას ვისაც ისედაც არ აქვს..:))

ნელ–ნელა  ძრფესვიანდება ჩემში ეს მწარე რეალობა, მე თუ გრანტი ვერ ავიღე ვერ შევძლებ საბოოლოოდ თავის დაღწევას ოჯახური მარწუხებისგან, ვერ შევძლებ საკუთარი თავის რეალიზაციას და რაც მთავარია კიდევ მრავალი წელი ვერ მივაღწევ ფინანსურ დამოუკიდებლობას…ჩემს ოცნებასაც ნელ–ნელა გასდის ყადრი…სულშიც მყარად მკვიდრდება, წარუმატებელ, სწავლა დაუმთავრებელ ექიმზე აზრი..:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s