ნიცშე.. იესო და….

ციაგისფერი სამარდება… ქვიშა თხელია და ლბილი. ღამის გუშაგი  სივრცეს იკავებს.

შორიდან ყრუ ხმაურობა..

მთხოვარა მიუყვება ქუჩებს, იისფერია სახეზე…

და შავი მანდილი.

შედის სიონში.

მდუმარეა აქ ყოველივე.

მდუმარებაში სუფევს იესოს  გოლგოთა.

და საკრალული ოცდაცამეტი…

ანდამატია ეს ისტორია, მითი, ლეგენდა თუ რეალობა.

მკრეხელის სუნი.

ბევრია ასეთი.

ნამდვილი და ირეალური.

ნიცშემ თქვა „ღმერთი მოკვდა“. ვეთანხმებით?

მთხოვარა შესცქერის ხატს. ირეალურია ღვთისმშობლის თვალებიც.

სიმარტივე, სისრულე და სინაზეა ფართოდ გაშლილ მოვარდისფრებულ მკერდში. სად ბუდობს ღმერთი?

ტოვებს სიონს. მიუყვება სიძველეს..

მცირე ტაძარი გვერდით.

გამაოგნებელი, ღვთიური და ციური სილურჯე…

დედამიწა წაგვექცევა ხელში…

მარადიულობის სუნი მცემს…განსაკვირვებელ არს სისადავისა და აღუქმელის უკვდავი ბალანსი..ციური ჰარმონაია..

დიდია გლახაკის გული, ბევრი აქვს სათხოვარი და ცოტა სალოცავი..

სული აქაც მკრეხელია, აზრები დაუმთავრებელი.(ცდილობს დასრულებას..)

და ისევ სილურჯე…

მხოლოდ ღმერთის ხელი ურევია აქ..

მისია ყოველივე რაც კი მთელი სულითა და გულით იგრძობა..

ერთმანეთს მიყოლებული მოძრაობები..

საოცრად განზრახული და გათვალისწინებული..

ფრესკები… ფრესკებიიი…

ღმერთი და იაკობი.. შობა, ჯვარცმა და აღდგომა..

სიცხე, გოლგოთა, სიმართლე…

„მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა“

„ყველაზე უფრო ძლიერი განსაზღვრება ქრისტიანული რელიგიისა რაც აამაღლებს მას სხვა რელიგიათა შორის, გამოიხატება ერთი სიტყვით–სიყვარული“–ნიცშე

მასაც დასცინა ირეალურობამ..

მასაც აჯობა ნაზარეველმა…

და ღვთისმშობელმა..

არცერთი ქალი არ უყურებს  თავის ჩვილს ისე, როგორც მარიამი ყრმა იესოს..

ათას ქალში, ათას თვლში გამოარჩევ ივერიელი ღვთისმშობლის თვალებს..

დაგწვავენ და გაგანათებენ..

************************************

მთხოვარა კვლავაც მიუყვება..

უზადოა აქ ყოველივე..

მისთვის ერთია ყველა მრწამსი…

ნუთუ, ნუთუ ვერ იგრძნო საკმევლის დამატყვევებელი სურნელი…

2 thoughts on “ნიცშე.. იესო და….

  1. არ თქვა ეხლა ესეც ჩემი დაწერილიაო, თორემ ფანატიკოსი თაყვანისმცემელი გავხდები შენი…

    პ.ს. ნიცშე თუ არა აბა ვინ არის გენიოსი?!..

    1. მასეც არა მგონია რომ გახდე, მაგრამ თუ მოგეწონა ეგეც ძალიან მიხარია გამომდინარე იქიდან რომ ჩემი დაწერილია:) ნიცშეს გენიოსობაში კი ნამდვილად გეთანხმები:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s