my dreams :)

ოცნება! რა ლამაზი სიტვაა.. არა მარტო ლამაზი, რაღცნაირია, სევდიანი, სიტყვის წარმოთქმისთნავე რომ გრძნობ მის აუხდენელობას😉 მაგრამ, ის მაინც ოცნებაა, საჭირო ნივთი ჩვენი სულისათვის.. არა, სულიერებისათვის.. ამიტომაც გადავწყვიტე მასზე დამეწერა, უფრო სწორად ჩემს ოცნებებზე…

ოცნების აღქმამ და გააზრებამ ჩემში ბევრი ეტაპი გაიარა. თავიდან ოცნება ბაღში არა წასვლა,  ბაღის საჭმლის არ ჭამა, და რა თქმა უნდა, ბარბის სახლი იყო… ოღონდ დიდი, ვარისფერი, ჩემი ბიძაშვილების ოთახში რომ იდგა ისეთი:) მერე გავიდა ხანი და ოცნებად ყველას გასკვირად საშინლად მშრალი, ბიუროკრატიული სურვილი იქცა, სკოლის დამთავრების ბოლომდე ხუთოსანი ვყოფილიყავი:) (მაზოხისტური ბავშობა მქონდა:) ) მაგრამ ეს ყველაფერიც მხოლოდ მაშინ, სანამ ღამე ისევ დედასთან მინდოდა გადაძრომა:) მერე ჩემში ახალი, მასშტაბური ოცნებების არმია გაჩნდა, ვოცნებობდი „მსოფლიო მშვიდობახე, მსოფლიო კეთილდღეობაზე, კაცთაშორის სათნოებაზე და სამართლიანობაზე:)“ ესეც ღრმა ბავშვობაში… მოკლედ ოცნებებს ტანსაცმელივით ვიცვლიდი, და საბოლოოდ იქამდე მივედი რომ ოცნება არ მაქვს, თუ მაქვს, არ ვიცი სად დამემალა… უშედეგოდ ვეძებ დიდი ხანია და კვალიც კი არსად ჩანს. ნელნელა ვაცნობიერებ რომ ჩემმა მიზნებმა იმდენად ღრმად ჩამითრიეს, და ზოგიერთმა ძველმა ოცნებამაც ისე მატკინა გული რომ ვეღარ მეოცნებება🙂

ძველად:) ჩემს ოცნებას სახელიც ჰქონდა, გვარიც და წარმომავლობაც:) ჩემი ოცნება სიმპთიური და ერთ დროს საყვარელიც კი იყო.. მაგრამ რომ იტყვიან გაუვიდა მასაც ყავლი.. არა თვითონ გაუყვანა იმ დღიდან, რაც სულში  ღრმა ნაჭდევი გამიჩინა.. ფიქრი იმისა რომ  უბრალოდ, თავის და უნებურად გამომიყენეს:) სასაცილოა ეს ამბავი უკვე, არადა რამდენს ვტიროდი, უფრო სწორად ვეღარც ვტიროდი..  ჩემს ოცნებას ძალიან გრძელი დასაწყისი ჰქონდა მგრამ ბოლო მოკლე და ლაკონური აღმოუჩინა:) არა უშავს, გულგატეხილთა არმიას ვიცნობ, ერთი შევემატები თუ გამოვაკლდები დიდი არაფერია.. უბრალოდ გული მტკივა ჩემი ოცნების მიმართ მხოლოდ სიბრალულსღა რომ ვგრძნობ.. გული მტკივა როცა წამიერად წარმოგიდგენ ხოლმე მას, სხვანაირს, არა ძველებურს, არა ახალს, ისეთს ჩემს ოცნებებში რომ მყავდა……

ახლა უკვე გვიანია, ძველ ოცნებას, უკვე გაფერმკრთალებულს ვეღარ დავიბრუნებ, ახალი კი.. ალბათ აქაა, სადმე რომელიმე, რვეულს, წიგნს  ქვეშ ამოფარებული, ალბთ აქაა და მალე მივაგნებ, დღეს კი, ამ წამს, „მწვანე ფერიანი ოცნების“ თავიც აღარ მაქვს…

p.s.

გილოცავთ ყველას, ვინც შეძელით და არამიწიერი ოცნება, ჩემსავით მიწიერ მიზნად არ გადააქციეთ:)  თავს ვეღარ მოვიტყუებ, სჯობს ყველაფერს თვისი სახელი დავარქვათ…

5 thoughts on “my dreams :)

  1. as proverb says: “Inspiration is the best thing” ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავმეორდე და კიდევ ერთხელ განგიცხადო🙂 რომ აბსოლუტურად მესმის შენი, მაგრამ…

    ხოდა აი რა მაგრამზე გელაპარეკები ეხლავე გაიგებ, ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე ოცნება მატერიალური რამე არ უნდა იყოსო… ხოდა მეც მივხვდი რომ ყველა ოცნება რომელიც ჩემნაირ, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ჰქონდეს, მატერიალურს, ან მატერიალურ დასასრულს ვერ აცდება… შესაბამისად რომ არ მინდა, ვიყო იმათ უზარმაზარ არმიაში, რომელიც “ოცნებისტია…”, ჩემს ოცნებას წავუშალე საზღვრები. წავუშალე ბოლომდე… და მხოლოდ მწვანე ფერი დავტოვე… ჩემი აზრით შენც ამ გარდამავალ პერიოდში უნდა იყო, როცა ოცნებას საზღვრები ეშლება და შენი მწვანე ფერი მოდის… მწვანე რომელიც ახლად აბიბინებული ჯეჯილის ფერია… Think about…😉

  2. მოვა, ალბათ მოვა, არა უფროს წორად კარგად ვერც გამოვხატე, ჩემი აზრით ის სულ ჩვენში, ისეთივე იდიალლური სახით როგორზეც შენ წერ, უბრალოდ ალბათ ხანდახან იმალება, საზღვრები უჩნდება, გადასხვაფერდება.. ის რომ არ იყოს ამ ყოფით პრობლემებს ვერც ავიტანდით, რამდენიმე წუთის წინ პოსტის წერისას კი ტრაგედია იმაზე შევქმენი, რომ კითხვას, რა არის ჩემი ოცნება ვერ ვუპასუხებ, ის რაც მეგონა რომ იყო ნამდვილად არ არის, მოკლედ ასტრაქციისა და კონკრეტიკის საღვარზე ვარ ახლა, და ერთი კითხვა მაწუხებს🙂 სადამდე მიგვიყვანს იდიალიზმისთვის ბრძოლა? ისიც ხომ, მხოლოდ ჩვენს ოცნებებშია..
    რაღაც ნამეტანი ჩამაფიქრე🙂🙂

  3. sainteresoa, sheni azrebi. fiqrebamgvreuli samyaro gaq, dakarguli xar sadgac da dzalian dzalian saintereso azrebi gawuxebs damijere, ragac aranormaluri, iseti rac mairto shentvis aris sheqmnili, ukidures martoobashic ki marto rom ar gagrdznobinebs tavs, maseti azrebi maqvs dzn xshirad, madlob, dzalian damexmare sheni chanaxatebit, ragaceebi gavaacnobiere

    1. მაგას რა სჯობს ერთ ადამიანს მაინც თუ გამოვადგები რამეში:) მითუმეტეს რომ მსგავსი სფაიქრალები გვქონია, დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისათის, ზოჯერ სწორედ მსგავსი ნათქვამები გვჭირდება იმისთვის რომ საკუთარ თავს ადამიანობა დავუბრუნოთ:)შემომიარე ხოლმე:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s