გიფიქრიათ?

 

გიფიქრიათ იმაზე თუ ვინ ხართ?–მე კი,ხშირად, არა სულ ვფიქრობ უპასუხოდ ბევრს…

გიფიქრიათ რომ შეიძლება სხვა ყოფილიყავით?–მე მიოცნებია ამაზე..

გიფიქრიათ რომ ღმერთი არ არსებობს და სიკვდილის შემდეგ ვერც ვერაფერს ვერ მიიღებთ?–მე კი.

გიფიქრიათ რომ უსამართლოდ გექცევიან?–მე მომქცევიან.

გდომებიათ რომ რამე შეგეცვალათ, ცხვირი, წარბი, თვალი?–ვის არ უფიქრია..

გიცხოვრიათ მომავალი თხუთმეტი დღით?–უფრო ნაკლებითაც მიცხოვრია.

ერთხელ მაინც თვითმკვლელობაზე გიფიქრიათ?_****

გიფიქრიათ სიცოცხლეზე?–არაერთხელ…

გდომებიათ წარსულის შეცვლა?–დღე არ გავა ამ გრძნობის გარეშე:)

გიფიქრიათ საკუთარ არარაობრივ არსზე?–არაერთხელ…

გიფიქრიათ მამულისათვის თავდადებაზე?–პატარაობისას, ახლა ვიცი რომ რთულია.

გიფიქრიათ , ვინმეს ეს მოკვლაზე?–არ დამიჯერებთ, მაგრამ არასოდეს.

გიფიქრიათ რომ თქვენი სული ყველაზე დიდ გარყვნილებას ატარებს?–სამწუხაროდ კი

გიფიქრიათ რომ სიხარული არ შეგიძლიათ?–რამდენჯერმე

გიფიქრიათ საკუთარი თავის სიძულვილზე?–ხშირად.

გიცხოვიათ სხვისი ცხოვრებით?–საშინელებაა

გიცხოვრიათ  სიკვდილის შემდგომი ცხოვრებით?–ვერ წარმომიდგენია…

ფიქრობთ რომ ყველაზე ბოროტი არსება ხართ? სხვასთან შედარებებს რომ ვაკეთებ…არაა..

გიფიქრიათ, ოდესმე ფიქრის გარეშე ცხოვრებაზე?_უშედეგოდ ბევრჯერ მიცდია..

გიფიქრიათ, რომ მისი ღირსი არა ხართ?

გიფიქრიათ, რომ თქვენი ღირსი არა არის?

გიფიქრიათ რომ თქვენ თვითონ არ იმსახურებთ არაფერს?–კი

გიფიქრიათ რომ ზოგიერთი ფაქტი თქვენი ცხოვრებისა უკვე ნახეთ?–მისტიკურ წარსულზე მიფიქრია მერე🙂

გიფიქრიათ რომ უსუსური ხართ?–(ისტორიის მესამე ტურში რომ ვერ გავედი მაშინ ვიფიქრე, და ეროვნულებზე წელს მაღლ ქულებს თუ ვერ მივიღებ, მაშინ ვიფიქრებ..)

გიფიქრიათ რომ იგუდებით?–ახლაც ყელში მიჭერს რაღაც..

გყვარებიათ?–წარმოდგენა არ მაქვს

გიფიქრიათ რომ კვდებით?–ერთხელ ორი დღე საკუთარ სიკვდილს ვწინასწარმეტყველებდი🙂 ქუჩაშიც კი არ გავდიოდი:)

შეგშინებიაათ ოდესმე ვინმესი?–საკუთარი თავის..

გიფიქრიათ სხვა ცხოვრებზე? არა სხვის ცხოვრებაზე?–მიოცნებია..

გიფიქრიათ რომ ყველა ზემოთ დასმულ კითხვაზე თანხმობის შემთხვაში, მაინც ბედნიერი ხართ?–ჩემდა უნებურად ეხლაც მიხარია:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s