ემილი დიკინსონი


ძველ გაზეთებს ვათვალიერებდი და ძალიან კარგ ლექსებს მივაგენი, ცნობილი ამერიკელი პოეტის, ემილი დიკინსონის. როცა მათ რამდენჯერმე თვალი გადავავლე მივხვდი რომ ძალიან ახლოს მოდიოდა ჩემთან, აქ ჩემს სულში იჭრებოდა, და მეუფლებოდა…მომეწონა ძალიან მომეწონა..

„სამყარო დამეკარგა,

ხომ არ გიპოვიათ სადმე?

ვარსკვლავებიანი ხოლაბანდი,

გადაკრული აქვს თავზე.

მდიდარს რა ხეირი მისგან,

მე კი მეწვრილმანეს

ოქროზე მეტად მიყვარს.

გთხოვთ მაპოვნინოთ, სერ!“

„მთლიანად მხოლოდ ორჯერ გავკოტრდი,
ორჯერვე ისიც შავი სამარის
დიახ და ორჯერ მათხოვარივით
ვიდექ ღვთის კართან მიუსაფარი.

ორჯერ მოფრინდნენ ანგელოსები,

ამივსეს კუბო ყველა სიკეთით…
– ყოვლისმყვლეფელო, ბანკირო, მამავ,
მე უბედური კვლავ დავიქეცი!“

„მე ვარ არავინ, შენ ვინ ხარ?

იქნებ შენც ჩემსავით–არავინ?

გამოდის ორნი ვართ–არსად თქვა,

მოგვაშორებენ ამ ადგილს.

რა მოსწყენია იყო–ვიღაცა,

და როგორც ბაყაყი ნიადაგ

საკუთარ სახელს ახსენებდე

ჭაობის უთვალავ ბინადარს.“

„მიცვალებამდე მე ორჯერ მოვკვდი,
ქვეყანას ორჯერ გამოესალმე
და მაინც დავრჩი, რომ უკვდავებას
შევგებებოდი როგორც მესამეს.
ჩემთვის ეს წუთიც, როგორც ის ორი,
უცხო არის და მიუწვდომელი –
ცას განშორებით გავიგებ მხოლოდ,
ჯოჯოხეთს მოვა რომელიც.“

„ერთხელ აკეთებს სული არჩევანს
და გულის კარებს კეტავს,
ნუ ეძალები, მაინც დარჩება
ამ ქვეყანაზე კენტად.

მის წინ მეფეთა დგანან ეტლბი,
კარს კი არავის უღებს,
იმ კარის თაღქვეშ ვერ გაეტევი,
თუ არ დაისვრი მუხლებს.

ის ირჩევს მხოლოდ მდიდართ და ქებულთ,
და ყურადღებით ზაფრავს,
მერე კი მათი საფლავის ქვებით,
გმანავს გაჩენილ ნაპრალს.“

„მოდაში ორჯერაა მეწამული;

შემოდგომაზე,

და კიდევ მაშინ როცა

თვას იმპერატორად სცნობს“

One thought on “ემილი დიკინსონი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s