ასე მოხდა რომ…

ასე მოხდა რომ… ინსტიქტებით დავიწყე ცხოვრება..

საკუთარ ფიქრებს ერთი, მყარი კალაპოტი მივეცი და უგზო უკვლოდ გავუშვი…

ასე მოხდა რომ…

სარკეში ჩახედვისას ვხედავ ორ თვალს… არც ისე ღრმას, უემოციაოს და უკვე მკრთალს…

ასე მოხდა რომ…ღამე აჰყვა ავს….სულებს, ჩრდილი სჭამთ….

მე კი, შეთხუპნულ მასხარას ვრთავ…

ასე მოხდა რომ.. რიცხვებით დავიწყე ცხოვრება. საათებს და წუთებს  რიტმულად ავაყოლე გულის ცემა…და დავკარგე სხვა, უფრო ვრცელი და მაღალი..

ასე მოხდა რომ.. მონატრებამ გაალილისფერა ჩვენი გრძნობები, ცრემლ–ცრელ ჩაღვენთა საგოდებელში.. ჩემს ცხოვრებაში…

ასე მოხდა რომ…  წამი წამს აღარ ჰგავს…

ჩუმად გავაღვიძებ ბავშვს.. რითმა არღვევს ცას.. დაშლის ფიფქად და…

ასე მოხდა რომ… ზმანებებს ვხედავ ყოველ ფეხის ნაბიჯზე… ადევნებულ აჩრდილებს ვგრძნობ და ვხედავ..მოჩვენებად.. მკრთალ, წამიერ გაელვებად….

ასე მოხდა რომ…უცაბედად ყოველივეს ეცვალა ფერი, გადაერქვა სახელი და გაუჩნდათ  კითხვის ნიშნები…

გონებაში დიდი ორომტრიალია…

გადაწყვეტილებებს ნელნელა ეპარება ნაზი სიო. აცლის საყრდენს და ფუშავს ჩემს ხელებში…

ასე მოხდა რომ, სევდას ქნარით ვგმობ და ქნარითვე ვშობ..

ერთხელ მოხდა რომ….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s