რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი 2

ჩემი არაა, სხვისია, მაგრამ ლამაზია.. ძალიან ლამაზი და  სევდიანი, არა ბანალური და არა რეალური, არამედ ყველაზე წმინდა, და  მშვენიერი დასასრულით, აი ისეთი სხვასაც რომ აატირებს და სიხარულის ცრმელს დაააღვრევინებს.. მაგრამ იცით რომელი სიხარულის? ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი გრძნობა რომ ჰქვია იმისი…იმ ლამაზი ამბავის საკუთარზე მეტად რომ შეგიყვარდება და საკუთარზე მეტად საოცნებო რომ გაგიხდება.. და რაზე იქნება ეს სევდამორეული ამბავი თუ არა ჩნვენს დიდ სიყვარულზე… გაგეღიმა მკითხველო.. ბანალურიაო იფიქრე.. ისევ ეს სიყვარულიო, როგორ არ ბეზრდებათ ამაზე წერაო იტყვი.. შენ რატომ არ გბეზრდება სიყვარულობანას თამაში? ვიცი შურით მოგივიდა ეს ნათქვამიც იმიტომ რომ  შენი ამასავით ლამაზი ვერ არის, შენი ვერ მომგვრის ცრემლს, მაგრამ აღარც ესაა დასანანი, მთავარია გიყვარდეს და გრძნობდე მას მთელი შენი არსებით, სხვა ყოველივე კი „წარმავალია და ცვალებადი“…

არ ვიცი ზუსტად როდის დაიწყო ეს ამბავი, ან სად დაიწყო, არ ვიცი ერთი ნახვით მოხდა, თვალის ჩაკვრით თუ ხანგრძლივი ურთიერთობის მერე.. ერთი ვიცი გვანცას ნიკა შეუყვარდა და ნიკას  კიდევ გვანცა..ერთი ვიცი, როცა ნიკა სუნთქავდა გვანცაც სუნთქავდა და როცა ნიკა იღვიძებდა მხოლოდ გვანცას ხედავდა… ხედავდა იქ სადაც იყო და არ ყო, სადაც შეიძლებოდა რომ მოლანდებოდა და სადაც არ შეიძლებოდა, სადაც ღამე უცნაურ ლილისფრად თენდებოდა და დღე ვრდისფერ საღამოდ ღამდებოდა.. იქ სადაც იყვნენ ორნი, გვანცა და ნიკა.. და ნიკა და გვანცა..მერე გადიოდნენ ეს სიყვარულმორეული, გამოღამებული დღეები.. მიჰქრდონენ , მიჰქროდნენ ტრამალ და ტრამალ და თან მიჰქონდათ სიყვარული.. ვნება… გაშმაგებული წუთები…  ნაზი ამბორი… უამრავი, უამრავი ია და ვარდი მიჰქონდათ.. მიჰქროდნენ, მიაგელვებდნენ წუთისოფლის დადაღულ დღეებს, ტკბებდნონ ერთურთით, ყველაფრით. სივრცული, გამოგონილი და გაუაზრებელი სასიყვარულო ფრაზებით.. ტკბებოდნენ იმ წამიერი აკრძალული შეხვედრებით, თვალის მოკვრისას გაგიჟებული წამებით. საეჭვიანო სცენებიტ, ტკბებოდნენ, ერთმანეთის მლაშე ცრემლებიტ ილეოდნენ და იდაგებოდნენ.. გვანცა და ნიკა.. ნიკა და გვანცა..როგორ გყვარებიათ თურმე ერთმანეთი…

და იღვენთებოდა ტკბობით სავსე ფიალაში შხამი რჩევებისა, დედებისა, ძმებისა, დებისა, მეგობრებისა, იწყებოდა აუარება, გადარეული, ერთმანეთში აღრეული, მამსისხლად ქცეული სიტყვების ოდისია… სწუნობდნენ და სწუნობდნენ გულის რჩეულს,,, ჩასძახოდნენ და აშინებდნენ სიტკბოსა და  ალალს შხამადა და არმად უქცევდნენ… აგიჟებდნენ, ცრიცავდნენ და ალილავდებდნენ,,, აუფერულებდნენ ლურჯ იებს, და მერე რა ძალიან ლურჯ იებს… არ სურდათ და არ ემეტებოდათ… არ იყო მისი შესაფერი , ტოლი და სწორი… „თქვენ რა იიცით ვინ ვინ არიის“?… მერე იწყებოდა აგონია… ცრემლები, ცრემლები, მლაშე სითხეები, კარებთან დამალული პარიკები და ტყუილები.. ძალიან ბევრი საღევბავებით დასვრილი და დათხუპნული ტყუილები.. ვინ მოსთვილს რამდენი..სსაოწარკვეთები, უნუგეშო დღეები, მიტოვებები და ისევ ცრემლები… დამარილებული სითხეები, თმებში გათხუნული გაზინტლული დაცვარული სახები…

–აივნის ფანჯრები. მერვე სართულია, რვა წამია და სამუდამო განსასვენებელი.. სამუდამო და მდუმარე სამარე… და დასრულდება ყოველი ტანჯვა, ყოველი ზრახვა….ქარი გიწეწავ თმასს… და გფენს უსასრულობას… ქარი გაგიქარვებს ტკივილს და მოგვრის სიამეს.. მხოლოდ ძლიერი და მოსიყვარულე ქარი გაგბანს შენ უცოდველო ცოვათაგან.. –„ჩემი ხორბლისფერო ღვთისმშბელო“ დამიფარე…  „ჩემო ხორბლისფერო ღვთისმშობელო“….დამიცავი და გადამარჩინე..

და გათენდა  ის დღე, დადგა წამი როცა დრო იყო,, როცა ბედისწერა ერთდროულად პირველ და უკანასკნლ შანსს აძლევდა როცა ბედისწერა გვანცას თავისი, თეთრი პერანგით მოსავდა და ბედნიერებას ჩუქნიდა… დაეხმარა თვისი ხორბლისფერი ღვთისმშობელი… დადგა დრო როცა წლების განმავლობაში გახლეჩილი ორი ნაწილი, ორი სხეული ერთი სულისა გაერთიანდა… დადგა დღე მეორედ აღმაფრენისა..  რა ლამაზი ხარ შენ დღეს გვანცა გადარჩენილი,,,, რისკავ, ბედავ, წინ აღუდგები შვილის ვალსა და  იბრძვი უკანასკნელ ბრძოლაში მისთვის.. რამდენი დასათმე და გასწირე,,, ღირდა? ალბათ კი თუნდაც დღევანდელი ბედნიერებისათვის.. თუნდაც შენი თვალებისათვის, სჯობდა.. დასრულდა თეატრი, დასრულდა ნიღაბაფარებული თამაში,  და ტკივილით სავსე დღეების ამბავი… გასრულდა ნიკას და გვანცას.. გვანცას და ნიკას ლამაზი ამბავი.. ვინ იცის რა გელით მომავალში..ვინ იცის, ვინ იქნება მართალი… გფარავდეთ თქვენი ხორბლისფერი ღვთისმშობელი…

მე გამიხარდა, ძალიანაც კი ამატირა, რა ლამაზია თურმე ადამიანობა როცა ადამიანები იბრუნებენ ადამიანურ სახეებს… გვფარავდეს ჩვენი ხორბლისფერი ღვთსმშობელი…

One thought on “რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი 2

  1. ისტორია ისტორიად, და მე შენი პოსტის ფერებმა გამაოცა… ლილისფერი, ხორბლისფერი… ნუ თითქმის ისეთი ჩემი გრძნობის ფერები… სხვა არ ვიცი მაგრამ მე ცოტა ამეტირა კიდეც… : ((( გრძნობას სენტიმენტები მოაქვს, მელანქოლიკიც გავხდი…და რაც ყველაზე მეტად მძულს ჩემს თავში, ცრემლები, ცრემლები მოაქვს… მოკლედ ჩემო დეპრესიის მეგობარი, მე wordpress.com-ს სახელს გადავარქმევდი და მარტო press-ს დავტოვებდი… როგორც ჩემი დეპრესიის მესაიდუმლე მეგობარს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s