სული მეყინება….

სული მეყინება…..

ვგრძნობ როგორ შემომიჭირა ხელები ბოღმამ.. ყელზე შემომხვია და სუნთქვა  ჩამიკეტა.. ჩემი საბოლოოდ დახრჩობა გადაუწყვეტია… მაღიზიანებს, მაგიჟებას და ალბათ საბოლოოდ გადამრევს.. სულში მიყოფს ბებერი ქალის მიხრწნილ, მიღძუებულ ხელებს, გულ–მუცელს მირევს და ცდილობს ჭკუიდან შემშალოს… ჩრდილივით ამკიდები და ცენზურასავით გონებაში ჩამსახლებია…. ერთი პატარა ბოღმაა. სიგიჟით გამოწვეული ..გადარეული და გაფრენილი…არ მესმირს რა სურს, რაღას მოთხოვს, ხომ გაიტანა თავისი.. ხომ შემაძულა ადამიანობა და შეაძულა ყველას ჩემი ამაოება…მეტი რაღა სურს, რით ვერ ამოიყორა მუცელი.. რით ვერ დაეწერა სახეზე ამქვეყნიური კმაყოფილება, რით ვერ გადავიდა მეზობელ ბინაში, მეზობელ სულებში, მეზობლის წამებში..

ფარდულში..

ჩამოძონძილ და ჩაბნელებულ ფარდულში…

იქაა მისი სახლი, მისი მრწამსი, მიხრწნილი სული, თვითონაც ხომ ამოუვვსებელ ბოღმას ატარებს, ადამიანებზე გამწარებული..

შავი მათხოვარია, ისიც დამარცხებული და გავერანებული… გაურჯულოებული… მოჩვენებითია მისი სიმამაცე, მისი სიძლიერე, მისი წინდახედულობა და წითელი ფერიც… შავია და სუსტი.. ბეხრეკი… გამოღამებული და ჩემზე მეტად გაგიჟებული… ერთი პატარა ბოღმაა, სიგიჟით გამოწვეული….

*************************************************************************************************************************************************

რაოდენ ხშირად  მიფიქრია მაგრამ აღარ დამიწრეია..ვეღარ გამიბედავს,,,აღარ მიკადრია..ვეღარ შემიძლია… რაღაცას დავუჭერივარ, თითქოს გავუგუდივარ, გავუძარცვივარ და ისიც კი წაურთმევია ჩემი წერის „ნიჭს“ რომ ვეძახდი… დამიკარგია და ვეღარ გამიბედია… მარტოობა  მომდომებია და ვეღარ განვმარტოებულვარ.. ფიზიკურად კი არა სულიერადაც.. სულს ვეღარ უგვრძნია მაზოხისტური, სასიამოვნო ტანჯვა… მასაც დავშორებულვარ და ეშმაკს ვზიარებულვარ… რაოდენ ბევრი მაქვს დასაწერი, და რა ცოტა დრო მაქვს… გასაქცევი ვარ, მატარებელმა არ გამასწროს უკვე მეშინია… ალბატ ის  გაუბედაობაც უკან გამომყვება… სულში ჩამიძვრება და ისევ გაყინულს, წვიმისაგა გალუმპულს  მიმაგდებს ერთს, ბნელ კუთხეში.. იქ სადაც უთავმოყვარეო, შავლაბადიან ადამიანებს ყრიან ხოლმე… და აქ დალპება ჩემი სხეული, დამესევიან მატლები, ისევ ისე….  მე ვეღარ ვეცდები გადარჩენას, იმიტომ რომ აღარ მოვა მუზა, აღარ მაპატებს მეორედ გაუბედაობს, აღარ ჩამიძვრება სულში…

მე კი რამდენი მაქვს დასაწერი..და როგორ არ მინდა შავ კუთხეში მიგდებული, დამპალი ლეშის ნახვა…

5 thoughts on “სული მეყინება….

  1. მესმის შენი აბსოლუტურად. არ ვიცი რა არის ამ ბოღმის მიზეზი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ზუსატდ ვიცი მიზეზიც… ანალოგიურ სიტუაციაში ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდი, როცა მინდოდა თუნდაც ერთი წინადადება დამეწერა, თუმცა ვერ გამიკეთებია, ვერ დამიწერია და დაახლოებით 6 თვე არაფერი არ დამიწერია… არადა როგორ მინდოდა ყოველთვის გამომეხატა… თუნდაც რაიმე ძალიან საზიზღარი დამეწერა შემექმნა და მერე ჩემი თავისთვის მეფურთხებინა… ერთადერთი რაც ამ სიტუაციაში მიშველის ხოლმე გრძნობაა… ნებისმიერი გრძნობა… შეეცადე იპოვო… შეეცადე იპოვო, თუმცა ნაღდი და გულწრფელი უნდა იყო შენი თავის მიმართ….

  2. კარგია როცა შემთხვევით შემოეფეთები შენნაირს.. გმადლობ რჩევისთვის, ვეცდები ვიპოვო, თუმცა ეს მცდელობაც ისეთი ძნელი საპოვნელია საკუთარ თავში…

    1. ერთდროულად რა ცუდი და რა კარგი ნათქვამია: “შენნაირს”… გამეხარდა და მეწყინა.. :DDD

      1. კი მაგრამ საკუთარი გამოცდილებით ვიცი სჯობს “ცუდად” ესმოდეთ ადამიანებს ერთმანეთის ვიდრე საერთოდ არ ეს მოდეთ:) ეგ საერთოდ ტრაგედია, ჩვენი სასოწარკვეთების სათავი:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s