……..მაგრამ გარემოებები წინ უსწრებს სურვილებს……..

არ მინდა ბლოგი ჩემი ცხოვრების „დეპრესიონერად“  იქცეს:) მაგრამ გარემოებები წინ უსწრებს სურვილებს……..

მე და ჩემმა ლურჯმა მეგობარმა მთელი დღე, ერთ ლურჯ  ფრაზაზე ავაგეთ.. რა იქნებოდა ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო, რა იქნებოდა ჩვენს გრძნობებს გაემარჯვათ:) რა იქნებოდა სამყარო მთელი ძალით დატრიალებულიყო უკუღმა, პლანეტები ორბიტიდან გადამოეყარა, გალაქტიკები ერთმანეთში გადაეხლართა და ჩვენ…. ჩვენ მათ შევეხვედრებინეთ:

მაგრამ გარემოებები წინ უსწრებს სურვილებს, ისინი არც ჩვენ და არც პლანეტებს არ ემორჩილებიან…მხოლოდ უხილავი ძალა გვმართავს ყველას…მხოლოდ მას მიუწვდება ხელი ისეთ ზებუნებრივ საქმეებზე როგორიც ახლა ჩვენი სურვილებია, მასთან ჩაწყობა კი არ გადის…მაგრამ ოცნება? იქ ხომ მაინც შეგვიძლია საკუთარი აზრების რეალიზაცია… იქ ხომ მაინც…სადღაც ქარში…

„მე არ მინდა არც ყვავილებით სავსე ბაღი, არც „ბრჭყვიალა კენჭბით“ მოოჭვილი ცა… მე ის მინდა.. არა მასთან მინდა..შენც ასე ხარ ლურჯო მეგობარო, შენც ეს შორეული სურვილი გტანჯავს.. მე აღარ მიყვრს მთვარე, შენ კვლავაც..მის თავს გაგონებს..მე ეს მოგენებაც მტანჯავს… საბოლოოდ კი ორივე ამ გალაქტიკების მიღმა ვდგავართ.. საბოლოოდ სევდაც გვაკლია, სიყვარულიც და ვნებაც.. იმიტომ რომ რეალობისა და ოცნების საზღვარზე ვართ:) ვცხოვრობთ მოგონებებით, წარსულით, ვცხოვრობით ძველი გრძნობის ნარჩენებით..

მატარებელი კი უკვე შორსააა…

შორიდან მესმის მისი საყვირის ხმა… ლიანდგებს ცხელი ალმური ასდით ჩვენ კი სადღაც, გადამწვარ ყანაში დავბორიალობთ..

ყანა სავსეა მთიბავებით.. მაღალი, ცეცხლისფერთმიანი მთიბავებით, ისინი გაუჩერებლად შრომობენ, იხრუკებიან მცხუნვარე მზეში…

ჩვენ კი რეალობისა და უსასრულობის საზღვარზე ვდგავართ.. ჩვენ კი გაყინულები ერთმანეთს ვათბოობთ..სადღაც, სულის წიაღში გვწამლავს ტანჯვა, ორთქლი ასდით ყვავილებს…

ორთქლი ასდის ბალახას..სადღაც, გულის კუნჭულში მაინც გრძნობას ვფარავთ… სადღაც, თეთრად მოთოვს.. სადღაც, ელვა აკრთობს, და ჩვენც..გულნაკლულნი, მაბრალობელნი ვგავართ ბავშვს და ბალახს…

ჩვენ არ დავუშვებთ ოცნების პარპაშს:)

6 thoughts on “……..მაგრამ გარემოებები წინ უსწრებს სურვილებს……..

  1. აი ბოლო ფრაზა: “ჩვენ არ დავუშვებთ ოცნების პარპაშს:)”, იყო ყველაფერი… ნუ, აი ყველაფერი… მოკლედ სული და გული… ოცნების პარპაში… როგორ მესმის და თან როგორ არ მინდა მესმოდეს… როგორ არ მინდა…

    1. არ მესმის როგორ აგიცდა ერთხელა “მაუსი” და როგორ მოხვდი აქ:) გზა აბნეულ ბლოგერთან, თუმცა მიხარია, ძალიან მიხარია, ისე გესმის ყველაფერი თითქოს მიცნობდე, ხო გითხარი ურთიერთგაგება ყველაზე მაგარია თქო:) გამადლობ დიდი მადლობა:)))

      1. შენმა თემამ მომიყვანა, ისე მომეწონა… მიყვარს ვან გოგი და შენი თემის სურათი მითუმეტეს: Almond Branches in Bloom… impressed…:))

  2. არ ვარგა ასე ყოფნა ადამიანისთვის : (
    ცუდია,ცხოვრების საუკეთესო წლებს ანიავებ.. წუხილში ხარჯავ..

    1. ხო ალბათ ასეა, მაგრამ ხომ არის ჩვენში რაღაც რასაც ვერ ვერევით.. თუმცა იმდი მაქვს რომ ამ წელთან ერთად დსრულდება ყველა ძველი მოგონება, იქნებ მერე მეც ვიყო ბედნიერი:)

  3. ხოო, მეც ძალიან, განსაკუთრებით იმის მერე რაც “წყურვილი სიცოცხლისა” წაივითხე, ძალიან მაგარია, ვან გოგს ბიოგრაფიული რომანია:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s