მომავალი პროფესია და უკვე ჩვეულებად ქცეული პრობლემები:)

ნერვული ქსოვილი/h3>

<
<a href=ეპითელური ქსოვილი
კუნთოვანი”title=”55518″ width=”300″ height=”170″ class=”alignnone size-medium wp-image-186″ />

 

 

მოკლედ, კვლავს ღამის ოთხი საათია და ასეთი აზრი დამებადა, თუ არ დამავიწყდება ყოველდღე დავწერო ჩემს გამწარებულ აბიტურიენტობაზე:) შესაძლოა შემდეგ წიგნიც გამოვიდეს, ნუ ელექტრონული ვერსია მაინც სახელად “აბიტურიენტის დღიურები” ან სხვა “ოხუნჯობა”🙂 მოკლედ, ახლა წინ გადაშლილი მიდევს ბიოლოგიის წიგნი, და ვცდილობ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილეის დამახსოვრებას, მათი ფუნქციების, მათი ფორმების, და ასე შემდეგ მახასიათებელი თვისებების სწავლას.. სიმართლე გითხრათ, თავში დიდი ვერაფერი შედის..:) ანტი რეკლამა გამომდის, მაგრამ თქვენივე საკეთიდღეოდ, ჩემო ნაცნობებო და უცნობებო, გირჩევთ არ მოხვიდეთ ჩემთან სამკურნალოდ:)
ალბათ, პოსტის შესავლით, უკვე მიხვდით რომ სამედიცინოზე ვაბარებ.. ვიცი რომ მარად სტუდენტობა მიწერია, ვიცი რომ დიპლომთან ერთად ალბათ პენსიონერობის საბუთსაც მივიგებ, მაგრამ მაინც ვაბარებ:) იმიტომ რომ ამ ქვეყნად არის ოცნებები, რომლებიც ასრულებადია და აუსრულებლობის შემთხვევაში ნერვოზის დაწყების საშიშროება გვემუქრება:) (საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით). რაზე აღარ გადავწყვიტე მთელი წლის განმავლობაში ჩაბარება, რას აღარ მოვედე, ბოლოს საღადაო თემადაც იქცა ჩემი მომავალი… და ბოლოს გადავწყიტე, რომ სადაც არ უნდა გავიქცე ჩემი ცხოვრების ყველა გზა მედიკოსობამდე მიდის. ამდენი ხნის განმავლობაში მშობლებიდან დაწყებიული შორეული ნათესავებით დამთავრებული ყველა რჩევას მაძლევდა, ყველა ფიქრობდა რომ მეტი იცოდა, ვიცი ჩემთვის სიკეთე სურდათ, მაგრამ არავინ არ იცის ჩვენი, საკუთარი სურვილები.. თუმცა სხვას როგორ ეცოდინება, როცა ხშირად ჩვენთვისაც გაურვეველი და აბურდულია ისინი:) საბოლოოდ, მაინც დავადექი ჩემი ოცნების ასრულების გრძელ და რთულ გზას…ეხლა ეს არც დედას, არც მამას, და არც შორეულ ნათესავებს უხარიათ.. ისინი ჩემს მოამავალს, უიღბლო ექიმების რაოდენობით საზღვრავენ… ეს მაშინ როცა თითოელ მათგანს, გულის მცირე კუნჭულშის მივიწყებული ოცნებების სკივრი აქვს…ახლა როცა მეკითხებიან სად ვაბარებ, ძააალიან ამაყად ვპასუხობ, სამედიცინოზე:)ხშირად სხვასაც ვიწვევ სპეციალურად საუბარში ისე რომ ეს კითხვა დამისვას,, და მეც ამაყად ვუპასუხო:) რატომღაც მგონია რომ “მაგარი” პროფესია მექნება:) ჩემს თავს თეთრ ხალათში რომ წარმოვიდგენ ხანდახან მაჟრიალებს კიდეც და სიხარულის ცრემლი მადგება..
ასე რომ, ყველას, ყველას გეტყვით რომ მხოლოდ თქვენ იცით რა გინდათ… და ყველაფერი უნდა გააკეთოთ მის ასასრულებლად.. ჩვენი სურვილები მხოლოდ ჩვენი ბატონები არიან.. დედები და მამები მათ შეცნობისაგან ძალიან შორს დგანან….

5 thoughts on “მომავალი პროფესია და უკვე ჩვეულებად ქცეული პრობლემები:)

  1. 🙂 მეც სამედიცინოზე მინდა ჩაბარება. ჯერ მე-9 კლასში ვარ და უკვე ვიწყებ მომზადებას. თავიდან, რომ ვთქვი სამედიცინოთქო ყველა გაოცდა, მაგრამ მერე უფრო გაოცდნენ როცა ვთქვი რომ ფისიქიატრია ან პათანატომია მიზიდავს🙂 წარმატებებს გისურვებ და მერე თუ პაციენტი შემოგაკვდება ჩემთან ჩამოუშვი, მორგში😉🙂

  2. კაი, სხვა გზა აღარც მექნება:)და თუ აბიტურიენტობისას კიდევ ასე გენდომება სამედიცინო აუცილებლად ჩააბარე:)

  3. vaimee😀 Meec samedicinozee vabareb ogond Samedicino eqspertizazee.. Patanatomiaze🙂 YVela amis winaagmdegia magram es CHemi ocnebaa daa aucileblad avisruleb imedi maqvs:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s