პროტესტით გამოწვეული ერთობა ანუ მოხსნან საატესტაციო გამოცდები:)

ჩემი პოსტები ყოველთვის აპოლიტიკურია, მაგრამ დღევანდელი დღე არ მაძლევს გაჩუმების უფლებას.. ასე რომ გადავუხვევ ჩემს ტრადიციასაც. დღეს პარლამენტის წინ ჩატარდა მეთორმეტე კლასელების საპროტესტო აქცია, არ ვიცი ვის რა დამოკიდებულება აქვს ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან, თუმცა მე ამ აქციის ერთერთი აქტივისტი ვიყავი… ვინც ნახეთ დღევანდელი ცხრა საათანი კურიერი მინდა გითხრათ რომ ყოველივე იქ ხსენებულ მტკნარ სიცრუეზე იყო აგებული, მე არ ვამბობ რომ იქ ყველა განათლებული და “ათოსანი” მოსწავლე იყო, მაგრამ ნამდვილ არ ყოფილან კურიერში მონაწილე ბავშვების მსგავსები, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მსგავსი გამოცდებისა, მე დღე ჩემი “მომიტინგეობით” დაუმორჩლებლობა არ გამომიცხდებია პრეზიდენტისათვის, მაგრამ  თავად ჩვენი მთავრობა და უფრო მეტად განათლების სამინისტროც ვალდებულია ჩვენ, მეთორმეტე კლასებსაც გაგვიწიოს ანგარიში, მათ ვისაც  თუნდაც ბიოლოგია მეათე კლასის პირველი სემესტრის შემდეგ არ გვისწავლია, ჩვენ ადამიანეი ვართ და არა საცდელი კურდღლები…

დღეს მიტინგზე კვლავ იყო ერთსულოვნება. იდეა და ბრძოლა,მე ზუსატდ ვიცი რომ რევულუციას ხშირ შემთხვევაში ცუდზე მეტი არაფერი მოაქვს, მაგრამ როცა სხვა გზა არ გვაქვს, და როცა ისევ და ისევ ქუჩა ხდება ჩვენი თავშესაფარი არაფერს დავერიდებით.. მე იქ ვიყავი დღეს, მე ვნახე ბავშვების გაბრწყინებული თვალები, არავინ იფიქროს რომ იქ ვინმე გამარჯვებაში იყო დარწმუნებული არა, ჩვენ ყველას ეს საოცარი ერთობა და ერთსულოვნება გვიხაროდა.. ერთი კია, ძალიან, ძალიან საშიში და გამწარებული თაობა იზრდება…მე ჩემი ვთქვი, ჩემის გატან არც მიცდია, ვიცი უშედეგოა ასეთი ბრძოლა…. წავედი ფიზიკა მაქვს სასწავლი:)

p.s

ბოლოს და ბოლოს, დღეს მართლაც ასეთი “ოროსანი” და სულელი ბავშვების ნაკრები რომ ყოფილიყო, ისინი ნამდვილად ვერ შეძლებდნენ ასეთი ორგანიზებული მიტინგის ჩატარებას…:)

One thought on “პროტესტით გამოწვეული ერთობა ანუ მოხსნან საატესტაციო გამოცდები:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s