რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი…

ბრმა ქალი გულის გამაწვრილებლად აკნავლებს ფანდურს..
„შემდეგი გაჩერება წერეთელი“ ისმის ყრუდ და ჩვეულად…
წითელი სკამები, ყვითელი შუქი, გრძელი რიგები, ადამიანები, ადამიანები..
მე ვზივარ წითელ სკამზე, ის დგას წითელ კარებთან. მე სადღაც გულის კუნჭულში მტკივა, მას? არ ვიცი, მე ვუყურებ მოურიდებლად, ის? არც ეს ვიცი..
„შემდეგი გაჩერება პოლიტექნიკური“
მე კვლავაც ვზივარ, ის კვლავაც დგას..
ისმის მთხოვარას შეძახილი: „დამეხმარეთ, ხუთი თეთრით დამეხმარეთ, ავადმყოფი მყავს სახლში“
ისევ იგივე, უკვე მერამდენედ, ვიცი მე მისი ცბიერების შესახებ…
წითელი სკამები, წითელი რიგები, წითელი კარები, თეთრი ზოლები.. უამრავი სახე, მოყვითალო, მოწითალო, მოშავო, მოთეთრო სახეები, უამრავი ფეხსაცმელი, მე ყოველთვიოს მათ ვაკვირდები პირველად და ვეძებ თითებს, ხელებზე ლამაზად ჩამოქნილ თითებს…აქ უამრავი თითია..
მატარებელი ხმაურით მიდის, ირყევა ვაგონი… ისიც აქეთ–იქით, იქით–აქეთ ირწევა… იმიტომ რომ ფეხზე დგას, მე ვზივარ…მე მომწონს.. მას? არ ვიცი..ვუყურებ, მიყურებს.. მიმიხვდა ნუთუ? შეუძლებელია, კვლავაც მიყურებს,თვალს არც მე ვაშორებ.
„შემდეგი გაჩერება სამედიცინო ინსტიტუტი“
კვლავ დაიძრა მატარებელი… რწევა–რწევით მიუყვება გვირაბს, მე აქ უნდა ჩავიდე.. გრძელი მინდა იყოს გვირაბი.. არა უსასრულოდ მინდა… ის კვლავაც დგას, მე კი მასთან მსურს. მას ალბათ გიორგი ჰქვია…არა ნმადვილად გიორგია, ჩემს ძველ მოგონებას ჰგავს სიყვარული რომ ერქვა ერთდროს…
ვიცი მასაც მოვწონვარ, ვიცი ისიც მიყურებს, ვიცი სადაც ვიცხოვრებთ, ვიცი რასაც ფიქრობს, მე ხომ ის თვალებით გავიცანი..
„გამარჯობა, მე ნათია ვარ, თქვენ ხომ მე გიყვარვართ, ჩვენ ერთმანეთი ოდესღაც თვალებით გავიცანით“..
„დიახ, მართალი ხართ,  ჩვენ მართაც შეგვიყვარდა ერთმანეთი, უსაზღვროდ და უღონოდ“
„და თქვენ გიორგი ხომ?“
„დიახ, საიდან იცით?“
„ჩემს ძველ მოგონებას გავხართ“
„მერე, ლამაზია თქვენი მოგონება?“
„საოცრად“
„მაშ, მეც ლამაზი ვარ?“
„ვგონებ სულიერადაც“
„და თქვენ ვინ მოგასწავლათ ჩემი მისიამართი?“
თქვენმა თვალებმა“
ბევრი გისაუბრიათ ჩემს თვალებთან“
„ძალიან“…
„რა ლამაზია ეს ცხოვრება ხომ?“
“გეთანხმებით“
„გინდათ გავიართ მეტი?“
„სიამოვნებით“
„და ჩვენ დაგვრჩა რაიმე გასაგები?“
„ვგონებ არაფერი“
„ალბათ ასეა“
ქუჩები, ქუჩები, შუკები, შუკები, ფიქრები, ფიქრები, ყვითელი ფოთლები…
„მე არ მიყვარს ძეგლები“
„რატომ?“
„რაღაცნაირად უსულოა“
„და უღამური, ცივი და უსუსური ხომ?“
“დიახ, არ მესმის ქვაში მოოჭვილი გრძნობების.. თქვენგიყვართ ილია და აკაკი?“
„დიახ, მე საერთოდ ძალიან მიყვარს ლიტერატურა“
„და განსაკუთრებით რომელი წიგნი?“
““წყურვილი სიცოცხლისა“ გაქვთ წაკითხული?“
„და თან რამდნჯერ“
„გასაოცარია“
„დიახ, ვანგოგისეულად გასაოცარია“
„გწამთ სასწაულების?“
„თქვენთან ერთად კი. გასაღიმარია, მაინც რა ლამაზია ეს ცხოვრება ამ შემთხვევითობებითა და სასწაულებით..“
„ულამაზესი“
„განსაკუთრებით როცა ერთად ვართ..“
„განსაკუთრებით მაშინ..“
………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………
„სამედიცინო ინსტიტუტი“
ჩერდება მატარებელი.. ის იქ დგას.. უკვე მეც ვდგავარ, დროა ჩავიდე.. შვიდი წუთი, ორმოცდაცხრა წამი, სამი გაჩერება,,,, მილიონი შემოხედვა, უსასოო აზრი,დახრილი თვალები და მრწამსი…. ყოველივე საოცრად საკმარისია.. მხოლოდ  შვიდი წუთი, თითქოს შვიდი წელი, არც ერთი ბგერა.. არც ერთი ყური..და მე ის შემიყვარდა, უსაზღვროდ და ულმობლად… იცით რა ლამაზად შემიყვარდა??? მას? არ ვიცი….
„კარები იკეტება“ „შემდეგი გაჩერება დელისი“
გადამოვედი, გავჩერდი.. ვდგავარ.. თვალს ვაყოლებ ვაგონებს.. როგორ ირწევიან და მიუყვებიან ჩაბნელებულ გვირაბს.. შთანთქა ისიც უსასრულობამ..
ნეტავ როგორ შემომხედა ბოლოს…. ნეტავ რა გაიფიქრა,, ნეტავ მართლა წაიკითხა „წყურვილი სიცოცხლისა“?
ყვითელი მზე, ლურჯი ცა. ნაზი ღიმილი ბაგეზე, მსოფლიო,  შენ ერთი ყვითელი ამ მსოფლიოში, და ოცნებაც ახდენილია….. „რა ლამაზია ცხოვრება…“ ჩავილაპარაკე ჩემთვის და თანაც ჩუმად..
„გეთანხმები“ მომესმა შიგნიდან……..

4 thoughts on “რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი…

  1. მეგონა არ ჩავიდოდა და ფიქრებიდან რო გამოერკვეოდა ის ბიჭი ჩასული დახვდებოდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s