დიდი ლურჯი მეგობრობა….

  • sofonation.....

ვიყავით მე და ის… ის და მე,, ჩვენ გვქონდა დიდი ლურჯი მეგობრობა.. ჩვენ ლურჯ ქვიშაზე ვხაზავდით ფიგურებს და  ვწნავდით ჩვენს სახელებს მჭკნარი ლურჯი ყვავილებით.. ერთმანეთს ვავსებდით უსაზღვრო მეგობრობით.. საოცრად ვმეგობრობდით…

ჯერ იყო ერთიციდობა. და ამის მერე უკვე დიდობა.. და მაინც ვიყავით ერთად და განუყოფლად.. მე და ის… ის და მე.. მივუყვებოდით გაუდაბნოებულ უბნებს, გადარეულ ფიქრებს, ვხატავდით მომავალს და ვოცნებობდით.., ღმერთო რამდენს ვოცნებობდით.. და იყო ყოველთვის დიდი სივრცე, და ვიყავით ყოველთვს ყველაზე დიდები დიდებთა შორის… გვქონდა ერთი ამოსუნთქვა და ერთი ჩასუნთქვა, ერთი სიმღერა და ერთი თამაში „აბა თუ დამიჭერ“..

და გარბოდა დრო, შეუმჩნევლად ვიზრდებდით, ვეტოლებოდით ერთმანეთს, ვწერდით, უსაზღვროდ ბევრს.. საბოლოოდ ვმეგობრდებოდით.. მან მუდამ იცოდა ჩემი, და მე მუდამ ვიცოდი მისი.. იყო აქ ფანტასტიკა მცირე დოზით.. ერთხელაც როცა მან აანთო სანთელი, მრავალთა შორის ერთი დაიხმარა, და იყო ის ერთი ჩემი.. თქვენი ანგელოზებიც მეგობრობენო გვითხრეს მაშინ…

…და გრძელდებოდა, იზრდებოდა და იხვეწებოდა ეს ანგელოზური მეგობრობა.. იქმნებოდა ახალი ხანა უაზრო და ხანაც აზრიანი.. გვიყავარდებოდა და გვავიწყდებოდა.. დღე ღამდებოდა და ღამე თენდებოდა.. იყო გაოცებაც.. მცირე დოზით გაკვირვება… იყო ჩემი და მისი სახელი ერთად.. იყო საოცარი ერთობა და მცირე დოზით სიგიჟე.. ჩვენ მივუყვებოდით აყვავებულ ქუჩებს,  ჩვენ გვეძახდნენ ერთ სახელს.. ვიყავით ერთნაირნი და საოცრად განსხვავებულნი.. არასოდეს გვიჩხუბია არასოდეს გვიმონია.. ვიყავით ყოველთვის ყველაზე ამაყნი და ყველაზე თავმდაბალნი… ამ ცხოვრებაზე უსულოდ ბევრჯერ გვიტირია.. უსულოდ ბერჯერაც გვიცინია, უსულოდ ბევრჯერ გვყვარებია.. და მაინც ჩვენ ვკრეფდით ფიფიქებს ფილაქანიდან, ჩვენ ვწერდით სივრცეს და ვღვრიდით  რითმებს.. კვლავ დავდიოდით უსაზღვროდ ბევრს და კვლავაც გვსურდა ერთად, ვიყავით ერთიანობა და ვქმნიდით ერთიანობას ყველას სახით.. ჩვენ ვცვლიდით ადგილებს და ვქმნიდით აწმყოს.. ჩვენ განვიცდიდით უსაზღვროდა ბევრს  ყველასას და ყველაფერს.. გამოუცდელები ვიყავით..”ძველი ყაიდის ქალობა გვინდოდა“..

ზაფხულის სიცხეში…

სიყვითლის მზეში,

.. ლიანდაგებზე მიდიან დები….

მე და ის.. ის და მე.. ორი ლურჯი ხელჩაკიდებული მეგობარი მიუყვება სივრცეს…

One thought on “დიდი ლურჯი მეგობრობა….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s