ზედმეტად მგრძნობიარე გაპოსტებული ჩანაწერი…

მეტისმეტად დიდი ხანია რაც აღარეფერი დამიწერია. ალბათ ხანდახან ასეც ჯობს.. მაგრამ დიდხნიან ლოდინს, ყოველთვის მოჰყვება ვულკანის საოცარი ამოხეთქვა, გახურებულ ლავაშ, სიცხე და გოდება.. ღამესაც ყოველთვის მოჰყვება გამონათება.. რა კარგია მზე, ლურჯი ცა… რა კარგია ცაზე ნაზ ამბორებად დარჩენილი ქათქათა ღრუბლები… და სიგიჟე.. აი ისეთი სიგიჟე თავს რომ დაგაკარგინებს, ღამეს გაგათნებინებს, კალამს აგაღებინებს და მთელ შენს სიზმრებს თავიდან დაგაწერინებს.. რა ლამაზია სიგიჟე… მუზად წოდებული სიფითრე… და სევდა.. ჩემი ძველი მეგობარი, ჩემი განუშორებელი სევდა.. რამდენი რამ გვინახავს ერთად.. არასოდეს არევია ჩემი გზაკვალი, არასოდეს მიცრემლია და დამიწერია მის გარეშე… და სიყვარული… არ შემიძლია არ ვახსენო და არ მოვიგონო…. ოჰ, ჩვენი ბანალური სიყვარული, ჩვენი ირონიული და მარად დამწვარი, ბრმა და ყრუ სიყვარული… და რა თქმა უნდა წერა კვლავაც და კვლავაც… აი ისევ მოვიდა აზრი, ფიქრი, რითმა, მუზა.. ჩაიძირა ნავსი.. გატყდა და გაცვდა გრძნობა.. ავდგები და გავუყვეები გზობას.. კვლავ ვემთხვევი ჩემს გაცრეცილ ფურცლებს, გადავიტან საფიქრალს და მგოსანს, ოსანს…გაცუყვები ოცნებებს და მოგიხსენებ შენც, კვლავაც დაღარულს და კვლააც აბსტრაქტულს….

10 thoughts on “ზედმეტად მგრძნობიარე გაპოსტებული ჩანაწერი…

  1. არავინ არ გიფათურებს და ნურც შენ ნუ იფათურებ შენს სულში ხელებს😀😀😀 ეჰ ამ ყველაფერს კი მოყვება სევდის გალხობა და წვიმიან ფანჯრებსაც კი მოყვება მოტკბო სევდა, მაგრამ მაინც “თფუჩი თფუჩი” იცოდე😀

  2. ისევ და ისევ შენ ჩემო მგრძნობიარე მეგობარო:) მაგარამ ეს ნამეტანი უფათურობაც რომ მოსაწყენია?

  3. მოკლედ ორი ლამაზი გოგო ეძებს თავის სულში მოფათურე ადამიანებს:) (რაგაც კარგად არ ჩაჯდა მაგრამ გაჭირვება რას არ გაგაკეთებინებს:)

  4. კრიზისია, კრიზისი, მერე რა რომ ეკონომიკური, ეკონომიკა ყველაფერზე აისახება😀

      1. ეკონომიკის ბრალი არაა ეგ, მიშას გონია ეგრე. აგერ მე მკითხეთ გეტყვით o.O

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s