***

ისევ ვიგრძენი…..  თბილი მზერა… ნათელი თვალებში.. სისოვლე შეხებაში… სიცოცხლე ღიმილში…
ისევ…. ვიფიქრე.. ვაითუ… იქნებ… ვცადო…. ისევ დავწერე, გაგიზიარე, შენ წაგაკითხე გრძნობათა სივრცე… ისევ ველი, ჩუმად, სხვა რა გზაა.. ისეც დუმს და დამჭკნარი ყვავილებით ივსებს სულს… ერთხელ ფიფქი დავინახეთ და ამ ფიფქზე პეპელა… დაიჭირა პეპელა და მოწყვიტა ფიფქი… თეთრი, ცისფერი, წითელი ფიფქი… მოვიდა და თმაში ჩამაბნია..
ვიგრძენი, უსასრულოდ იკარგებოდნენ მისი ხელები ჩემს თმაში, სიამოვნებდა სიო და სინაზე…
იყო ლურჯი ცა… მხოლოდ ცა და მე ისევ ვიკითხე, რატომ არ არის ცა ვარდისფერი….. ისიც უყურებდა  ცას…ისიც ჩემთან ერთად გრძნობდა ცვილებას…
იკარგებოდა ყოველივე არსებული… იქმნებოდა ნაირსახოვანი აბსტრაქცია.. მისი ხელები განაგრძობდნენ მოძრაობას.. თმიდან სახეზე ლივლივებედნენ… ჟრუანტელს ვგრძნობდი.. აუტანელ კანკალს ტანისას, კივილი მსურდა დახშული და დადაღული… ცა ვარდისფერდებოდა.. ცა იღებებოდა ჩვენი თვალების ვარდისფერი სხივებით..
ერთად ვიყავით მე და ის… ისევ ისე..
თეთრი პეპელა მიფარფატებდა ღრუბლებში…..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s