არ ვიცი რა დავწერო… არადა უნდა დავწერო, უნდა ვთქვა, უნდა ვიკივლო… მაგრამ რისთვის, ვისთვის, ვინ გამიგებს ან ვინ შეიგნებს… ღმერთო!  დავიღალე..ლოცვა მინდა მაგრამ არ გამომდის.. არ მშველის.. და მეც ამის მეშინია, შენთან სიშორის მეშინია და კიდევ უფრო ვიღლები… შენით და თქვენით ვიღლები… სული მძვრება… ჭეშმარიტებით და გული მეყინება… მართლაც ჩვენზე დიდი ყოფილა სიმართლე… და ასე გულმოკლული დავიარები ირგვლივ, დროში არეული ვებრძვი საკუთრ თავს, საკუთრ მეს, ბოლოს კი  ვკარგავ ყველაზე მთავარს… მეგობრობას… მაგრამ იცით როგორ მეგობრობაას? არ არსებულს….უსაზღვროს და უაზროს… ვკარგავ სულის სილამაზეს,  და ვიძენ ბოროტებას, მომაკვდინებელ შურს და ბოღმას… კიდევ უფრი დაღლილი  და დადაღული მივუყვები ცხოვრების ბილიკებს ლამპიონებით განათბულ ქუჩებს…მხოლოდ შიგადაშიგ ვისვამ საკუთარ თავს რიტორიკუ კითხვებს ჩემი ასევე არ ასრებული არსებობის შესახებ და ვპასუხობ რა ჩემი მეგობარი სიცარიელით , მხოლოდ შიგადაშიგ   ვაღწევ თავს  ამ ბრძოლას, ვმეფდები და ველევი…მაგრამ მხოლოდ დროებით, მხოლოდ დროებით ვხედავ გვირაბის ბოლოს სინათლეს, სირცხვილში სიამაყეს და უზანგიან ცხენში ველურ სიცხეს…. მხოლოდ დროებით ვაღწევ თავს აგონიას, ვიზრდები სულიერად და ვკვდები ხორციელად.. მაგრამ მხოლოდ წამებით ვარ ღმერთო შენი მლოცვლი… მხოლოდ დროებით ვარ სიმართლეზე მეტი… იქამდე სანამ  სპილოს ფეხივით დიდი  ცხოვრება არ დამაბიჯებს, გამთელავს და გამასავათებს….იქამდე სანამ აზრიან საუბარში უაზრო, ლამაზი სიტყვებით მოფიქრებული ფრაზები არ გამომერევა.. იქამდე მანამ ჩვენს სამოთხეში არ გაჩნდება გველი და ევა… იქამდე სანამ მიყვარხარ წრფელად და მეტად… იქამდე სანამ ამ სილამაზეს დავაფასებთ ორივე ერთად…

2 thoughts on “

  1. “მომაკვდავ ღამეს ჩამოვარცხნეს სიზმრების ჩქერი,
    ნისლის ექსტაზში იბადება თეთრი რიჟრაჟი
    და გაზაფხულის არომატით მთვრალი ჩანჩქერი
    ასკდება მიწას შმაგი ვნებით და სიგიჟმაჟით…“ – ეს ჩემგან სახსოვრად.

    P.S. ღამეს ყოველთვის დილა მოსდევს, ავდარს კი– დარი.
    თავს ნურასოდეს იგრძნობ მარტოდ,– მე აქ ვიქნები…

    1. ალბათ ძალიან დამიგვიანდა პასუხი, მაგრამ მაინც დიდი მადლობა იმისთვის რომ ზუსტად ისე გაიგე და ისე იგრძენი ჩემი ნაწერი როგორც ამას მე ვაკეთებ, ალბათ ოდესმე კიდევ აგიცდება ფეხი და ჩემთან შემოხვალ:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s