***

როცა გადაგივლიან,როცა გაგაცამტვერებენ, როცა უბრალოდ სულში ჩაგაფურთხებენ და მერე გაკოცებენ, ეს ამაზრზენია, ეს აუტანელია,მერე შენც უნადა აკოცო. ისე მაგრად უნდა აკოცო რომ მასაც აგძნობინო მისი  უსულგულობა, უნამუსობა და ჩემი მეგობარი უაზრობა, შენც მასავით მწარედ უნდა გადაიხარხარო და გაალამაზო დადაღული ოცნება, ხანაც ჯობია საერთოდ არ გამოჩნდე დაემალო ყველას და უფრო მეტად საკუთარ თავს, შეეშვა უადრესატო წერილების წერას და გადაეშვა  იმ ტაღებში სადაც არ იღუპებიან და ვერც გადარჩებიან. მაგრამ თუკი საერთოდ უნიჭო ხარ, და თუ პატიებაც არ შეგიძლია სჯობს არავის გადაუშალო გული, არავის აგძნობინო რომ მარტო ხარ და გიყვარს, თორემ მერე უფრო „გიხმარენ“, მუცელში წიხლს  ჩაგცემენ და სისხლს გადენინებენ, მერე ამ სისხლს თვითონ დალევენ და დაგცინებენ, ღმერთო რაგა შემიძლია მე დღეს მეტი? განა არ სჯობს მეც დავიმალო? აქ ხომ აღარავის სჭირდება დარიგებები, აქ ხომ უკვე ზედმეტია კდემამოსილური ამოხვნეშები…და რა ამაოა მართლაც ყოველივე… და რა ამაზრზენია ეს შელახული სიწმინდე.. ეს წარწყმედილი ქალიშვილობა, ჩვენ ხომ ისედაც კარგად ვიცით საკუთარი სულის გახრწნილება… საკუთარი ამაოება.. ღმერთო განა ჩემთვისაც  უგულოა ეს წამები? მე ამ გამოფრენილ სიტყვებს ჰაერში ვიჭერ, ვშიგნავ, ვანაწლავებ და მერე ვწერ, ნუთუ მეც „გადამუშავებული“ აზრებით ვაზროვნებ? მაგრამ არა.. მე შენ არ დაგემსგავსები…მე შენ არ გაგწირავ და არ მიგატოვებ…მხოლოდ როცა ღმა და უჩვეული ძილში იქნები, ჩუმად და უგულოდ გიჩურჩულებ ნარისფერ სიტყვებს…..

2 thoughts on “***

  1. ar gegonot rom giji var anac gaborotebuli…, ubralod mashin ase iyo, ase mwamda da mwams🙂 albat yvelas gvqvs msgavsi momenti…. ertxel main…am
    ‘vardisfer” cxovrebashi…

  2. საინტერესოა და ღირს ასეთი ჩანაწერების გაგრძელება… ლექსებს რაც შეეხება გითხარი და კიდევ გავიმეორებ რომ ბევრი რამ გასათვალისწინებელია თუნდაც რითმასთან დაკავშირებით. ჩემი რჩევა კი იქნება წერე ის რაც უკეთ გამოგდის. წარმატებები!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s