რუტინა

რუტინად მექცა ერთი და იგივე ადამიანებთან ლაპარაკი…

რუტინად მექცა ერთსა და იმავე საიტებზე წანწალი…

რუტინად მექცა ერთი და იგივე

წიგნი,

ბლოგი,

ფეისბუქი,

და გზები რასაც წინ და უკან მივუყვები ყოველდღიურად..

რუტინად მექცა ფიქრი ერთსა და იმავე საკითხებზე.. გაღიზიანებაც კი…

რუტინად მექცა კრიტიკა, დაუნდობლობა, ირონია, ბრაზი, მუდმივი აწეწილობა…

რუტინად მექცა ფრაზები,  სიტყვები, აზრები..

. რუტინად მექცა გრძნობები, ემოციები, შეგრძნებები..

რუტინად მექცა დაღლა, თავის ტკივილი, მონატრება…

რუტინად მექცა “ვერ წერა”, “არ ბლოგი”, “არ ფეისბუქი”… Continue reading

პრეტესტი მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში და ისტორიაში (naec.ge)

Matematika

biologia, qimiaDocument (4)

isoria

პრეტესტი ფიზიკაში (naec.ge)

სამხუხაროდ ტესტიდან ცხრილები არ კოპირდება,  და შეიძლება რამდენიმე ტესტში შეამჩნიოთ ეს ხარვეზი, დანარჩენი კარგია. აი ეს არის ჩვენი ელემენტარული დონე ფიზიკაში:)

 

fizikaDocument (3)

პრეტესტი ქართულში (naec.ge)

რომელ წინადადებაში არ არის სწორად დასმული სასვენი ნიშანი?

სტუმარს როგორც ჩანს, ბევრი არ იცნობდა.

სამწუხაროდ, მატარებელი ხვალ დილამდე აღარ გადიოდა.

საბედნიეროდ, ჩვენთვის საინტერესო ცნობა აღმოჩნდა მწერლის არქივში.

დედა, რასაკვირველია, გაახარა შვილის წარმატებამ. Continue reading

საატესტატო გამოცდის იმიტაცია ბიოლოგიაში 2


1. ვირუსები ჩვეულებრივ ნუკლეინის მჟავებს გარდა შეიცავს:

 

2. კვების როგორი ტიპი ახასიათებს საფუარა სოკოებს:

3. ეუკარიოტებს მიეკუთვნება:

4. ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების აქტიური სინთეზი მიმდინარეობს:

5. პლაზმური მემბრანის ფუნქციაში არ შედის:

6. უჯრედის გაყოფის დროს ცენტრიოლებს არ ევალება:

8. რომელ უჯრედულ ორგანოიდს არ გააჩნია მემბრანა:

9. რა ქმნის ხორკლებს მარცვლოვან ენდოპლაზმურ ბადეზე?

10. პასტერიზაცია არის პროდუქტების დამუშავება:

11. რიბოსომა ორგანოიდია, რომელიც წარმოიქმნება:

12. პირველი ვაქცინა შექმნა ინგლისელმა ექიმმა:

13. უჯრედული თეორიის შექმნაში არ მონაწილეობდა:

14. რომელი სამეფო არ მიეკუთვნება ეუკარიოტებს:

 

 

15. ჩამონათვალიდან რომელი არ არის პათოგენური:

 

16.რომელი ორგანიზმის ტემპერატურაა დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე?

 

17. როგორი მიმართება არსებობს ბიოტურ და აბიოტურ ფაქტორთა შორის:

 

18. ჩამოთვლილიდან ბიოტური ფაქტორია:

 

 

19. სად უფრო მეტად არის გამოხატული კონკურენცია:

 

 

20. ადამიანის ნაწლავში არსებულ ჭია ასკარიდას და ადამიანს შორის ურთიერთობა მიეკუთვნება:

 

პასუხები:

 

1)ცილები

2)საპროფიტული

3)ამება

4)ინტერფაზა

5)უჯრედის გაყოფა

6)ქრომატიდების  განცალკევება

7)გამრავლება

9)რიბოსომა

10)60–70

11)ბირთვი

12)ედუარდ ჯენერმა

13) ჰუკი

14)ლურჯ_მწვანე

15)ნაწლავის ჩხირი

16)ნიანგი

17)ორმხრივი

18)მცენარეები

19)სახეობების შიგნით

“ფურთხის ღირსი ხარ” თუ ვარ?

აბიტურიენტისათვის ჯერ არ დაწერილი მაგრამ ყვლასათვის ნაცნობი კანონით მეტყვით რომ ამ დროს ჩემი აქ ყოფნა გაუმართლებელია, გამართლებული რა არის თქვენ ეგ  მითხარით თორემ, გაუმართლებლობა კაი ხანია ცხოვრების წესად მექცა…არ ვიცი საიდან დავიწყო, ან თუ მაქვს რამე დასაწერი საერთოდ უბრალოდ შემოვბოდიალდი… ვინმეს მინდა გავუზიარო და ისევ ჩემი ბლოგი შემრჩა ხელში… მოკლედ დღეს ერთმა გოგომ მითხრა რომ დეპრესიაშია:) რა მაგარია, ჩვენ ახალგაზრდები, მაშინ ვვარდებით და მაშინ გამოვდივართ დეპრესიიდან როცა ეს ჩვენ მოგვეპრიანება:) თუმცა ასე არაა, დეპრესიასაც არ აცვია სახუმარო ქურქი,  მაგრამ ამ ცოდნის მიუხედავდ როცა ამ გოგოს წუხილის მიზეზი გავიგე, მეც მივხვდი რომ ეგრეთ წოდებულ “დეპრესიამდე” ბევრი არაფერი მაკლია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დარჩა ორი თვე და ორი კვირა, არ ვთვლი გამოცდების წინა დღეებს, და როცა დღეს გაზრდილ პროგრამას თვალი გადავავლე მსუბუქად რომ ვთქვა პანიკას ავყევი… ეს იმიტომ რომ მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავს, ზოგჯერ ძალიან გამართლებულადაც… ხოდა ეს გრძნობა მკარნახობს რომ  თითოეული ათიანი რაც კი მიმიღია ტყუილზეა დაფუძნებული და რომ არც არაფერი არ ვიცი… მოკლედ მთლიანად ეს წელი ჩემთვის გორდიას კვანძად გადაიქცა..  დასაწყისიდან ალბათ თითქმის ბოლომდე, არაფერი გამიკეთებია და არაფერი მითქვამს ისე რომ საკუთარ თავში სრულად დარწმუნებული ვყოფილიყავი, ამან გამოიწვია ის რომ მეოთხე საგნად ჯერ მათემატიკას ვაბარებდი, მერე ლიტერატურას, მერე ქართულს, მერე ისტორიას, და ბოლოს  მივედი ბიოლოგიამდე. ამას რომ თავი დავანებო მთელი წელი ერთ დიდ უსამართლობად გდამექცა, ჯერ იყო მიტინგები, მერე მუქარები, მერე სხვა სკოლაში გადასვლა, იქ საშინელების ნახვა, მერე უკან დაბრუნება, ბევრის გამარჯვებულ ღიმილთან შეხვედრა, მერე გამოცდები რომლებიც ცირკს უფრო ჰგავდა, მერე დაპირისპირება შიგნითაც და გარეთაც, და ბოლოს დღევანდელი დღე…. და ახალი დასკვნა, იცით რა დავასკვენი ჩემი ესოდენ სიმართლეთ გაჯერებული ცხოვრებიდან? ის რომ თუ მთელი ცხოვრება წიგნებს ვურტყამდი თავს არა უშავს, თუ მეგონა რომ ზოგიერთ კლასელთან და მასწალებელთან კარგი ურთიერთობა მქონდა ესეც არაუშავს, თუ მთელი წელი მათემატიკის გაკვეთილს არ ვაცდენდი და სხვები ერთობოდნენ ესეც არა უშავს, იმიტომ რომ “კარგი ბიჭობა” ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ მე საკონტროლოში ძალით დამაკლებ ქულას და სხვას იმისთვის რომ ათიანი დაუწერო  ამ საცოდავ საკონტროლოს სამჯერ აწერინებ ესეც არაუშვას, იცით რატომ? იმიტომ  რომ ქვეყანა უსამრთლობის სუნითაა გაჟღენთლი, იმიტომ რომ თუ შენ პირველმა არ გადაუარე, თუ არ დაივიწყე შენი აღზრდა და მასწავლებელს თავხედურად, არ ელაპარაკე თვითონ გადაგივლიან. ყველამ იცოდა რომ მედალზე აღარ მქონდა პრეტენზია, განა იმიტომ რომ არ ვიმსახურებ? არა უბრალოდ აღარ შემიძლია გამუდმებული დაყვედრებების ატანა, მაგრამ თურმე ესეც უნდა შეძლო, თურმე ესეც უნდა აიტანო თორემ ყველაზე “დებილი” გამოხვალ, ამას რომ თავი დავანებო, თუ სამართლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ,  თუ ხედავ რომ ბავშვმა ფიზიკა არ იცის რატომ უნიშნავ მას საატესტატო გამოცდებს, მას ხომ არასოდეს უსწავლია და არც ეხლა ისწავლის, დასჯით კი ისევ ის აისჯება ვინც მართლა ისწავლა, ვისაც ჩემნაირი უკმაყოფილებლობა სტანჯავს, და ვინც ჩემსავით ღამეს გაათენებს იმიტომ რომ უპასუხისმგებლო არ არის.. მითხარით, ვინმემ გამაგონეთ არსებობს სადმე სამართალი? თუ ესეც ჩვეული ტყუილია ადამიანების ცხოვრების გასამაზებლად გამოგონილი, მითხარით სად, რომელ წიაღში ვეძებო იმის ძალა რომ სწავლა განვაგრძო უდიდეი ტკივილის, იმედგაცრუების, მოტყუების მიუხედავად…

უკაცრავად, თავი მოგაწყინეთ ყბედობით, უკაცრავად, ზედმეტი მომივიდა, ბევრი წამოვროშე, უკაცრავდ რომ სამართლიანობის სახელი რამდენჯერმე გავიმეორე, უკაცრავად რომ უსამართლოები გწოდეთ, უბრალოდ მეზიზღებით… უბრალოდ მახსენდება სიტყვები “ფურთხის ღირსი ხარ”, და ვერ გამიგია რომელი ვართ ფურთხის ღირსი, მე იმიტომ რომ შენ გდებ ბრალს , თუ შენ იმიტომ რომ ჩემნაირებს დაუნდობლად წირავ… ხალხო, შეგიძლიათ ყოველგვარი მოღალატეობის დაბრალების გარეშე გაიგოთ რომ აქ გაჩერე აღარ მინდა?, რომ რაც კი ახლა ყველაზე მეტად მეზიზღება ეს თბილისია, გარყვნილების, ულმობლობის, უნამუსობის დედაქალაქი, შეგიძლიათ გაიგოთ რომ პირველივე შანსის დროს გავიქცევი იმიტომ რომ აქაურობაზე უკვე გული მერევა? არ ვიცი, იქნებ არც თქვენ გესმით, იქნებ ახლა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა და მსგავსი უსამართლობა არც არასოდეს განგიცდიათ, არ ვიცი, ამ ქვეყნად უკვე აღარაფერი არ ვიცი…ერთი რამის გარდა, აი ამხელა ნაბიჯს ჩემს თავზე არავის ვაპატიებ, 18 წელი ის ასაკი არ არის რომ პირშიჩალაგამოვლებულ ცხოვრებას გემო გავუსინჯო, და ზოგიერთს თავი მოვუდრიკო, რა თქმა უნდა თუ მართალი ვარ….

საატესტატო ტესტების ნიმუშები

გადავუხვევ ჩემს ჩვეულ სტილს, გავხდები სულით და ხორცით ბიუროკრატი და დავწერ ჩემი კოლეგა აბიტურიენტებისათვის. ბავშვებო ძნელბედობის ჟამს ერთმანეთის მხარდაჭერა გვმართებს, ამიტომაც პირდაპირ შემოგთავაზებთ საატესტატო გამოცდების ტესტების ნიმუშებს რომლებიც ასე გვაშინებს.

ბიოლოგია

1)სისხლის რომელი უჯრედები მონაწილეობენ ორგანიზმის მიერ იმუნური პასუხის განხორციელებაში?

2)ნაერთთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება გლიკოგენი?

3) რა ეწოდება მცენარეთა შემსწავლელ მეცნიერებას?

4)რა სახის ბმებითაა სტაბილიზებული დნმ–ს ორმაგი სპირალი?

5)რომელი ჯირკვალი წარმოქმნის ნაღველს?

7) რომელი მცენარისათვის არ არის დამახასიათებელი ბოლქვის არსებობა?

ა)ნიორი ბ)ხახვი გ)მუხა დ)ტიტა

8)ჩამოთვლილთაგან მაკრომოლეკულებს მიეკუთვნება:

ა)ლიპიდები:  ბ)ცილები;  გ)წყალი: დ)”ა” და “ბ”

9)ბუნებაში არსებობენ ორგანიზმები, რომლებიც საკვებს სხვა ცოცხალი არსებებიდან იღებენ, რა ეწოდებათ ასეთ ორგანიზმებს?

10) ადამიანებისატვის დამახასიათებელია დახურული სისხლის მიმოქცევის სისტემა. ჩამოთვლილთაგან რომელი ორგანიზმი ხასიათდება სისხლის მიმოქცევის ღია სისტემით?

ა)ლომი ბ)მტრედი გ)ობობა დ))ნიანგი

11)აზოტის წრებრუნვაში გდამწყვეტ როლს ასრულებენ:

ა)ბაქტერიები; ბ)სოსკოები გ)უმარტივესები დ)ვირუსები

12)ყვავილში ბუტკოს შემადგენელი კომპონენტი არ არის:

ა)დინგი ბ)ცხვირი გ)სვეტი დ)ნასკვი

14)გრანულარული ენდოპლაზმური ბადე დაფარულია :ა)რიბოსომებით ბ) ლიზოსომებით; გ)მიტოქონდრიებით დ)ქლოროლასტიდებით

15)თუ მცენარის წვნიანი ნაყოფი მრავალ თესლს შეიცავს იგი:

ა)კურკიანია ბ)უკურკოა გ)კენკრაა დ)წყალმცენარეა

16) ნერვული ქსოვილი შედგება:

ა)ეპითალური უჯრედებიისაგან ბ) შემაერთებელი ქსოვილისაგან გ)ნეირონებისაგან დ)ერითროციტებისაგან

17)სად მიმდინარეობს ეუკარიოტებში ცილების სინთეზი?

18)ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა:

ა)ხიდი; ბ)ნათხემი; გ)მოგრძო ტვინი; დ)შუა ტვინი

19)მეხსიერება შეიძლება იყოს:

ა)მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ბ)უწყვეტი გ)წყვეტილი დ)პერიოდული

20)რომელი არ არის გრძნობათა ორგანო:ა)სუნთქვის ბ)მხედველობის გ)სმენის დ)ყნოსვის

21)რომელი არ არის სწორი: კანი

ა)მონაწილეობსგამომყოფ ფუნქციაში

ბ)სისხლმაბადია გ)არ არის მგრძნობელობის ორგანო დ)მონაწილეობს თბორეგულაციაში

22ადამიანის კანში სინთეზირდება ვიტამინი

ა)D ბ)A    გ)C     დ)E

ძვლოვანი ქსოვილი არის:

ა)ეპითელური ბ)შემაერთებელი გ)ნერვული დ)კუნთოვანი

მოკლედ გამომდინარე იქიდან რომ მეთვითონ ვაბარებ ბიოლოგიას, მარტივი ტესტები საატესტატოსთვის არ მოგაკლდებათ:)