ბიოლოგიის ტესტები აბიტურიენტებისათვის

B          ბიოლოგიის ტესტი

1)      ბაქტერიების ერთმანეთთან დაკავშირებასა და ამ გზით კოლონიების წარმოქმნას უზრუნველყოფს:

1)      ლორწოვანი შრე, 2)ბაქტერიის მორჩები, 3)ლორწოვანი კაპსიდი, 4) სპორა

ა)1,3,4.           ბ)1,2.           გ)3,4.       დ)1.2.3.4.

2)      როგორც წესი ვირუსის უჯრედში შეღწევა ძალზედ რთული პროცესია და მას რამდენიმე ეტაპად ყოფენ. რამდენ ეტაპს მოიცავს ის?

ა) 3.              ბ) 4.          გ) 5.        დ) 6.

3)      ჩამოთვალეთ პლაზმური მემბრანის ფუნქციები:

1)      სატრანსპორტო, 2) დამცველობითი, 3) საკონტაქტო, 4) რეცეპტორული, 5) სტრუქტურული, 6) ბარიერული.

ა) 1,5,6.     ბ) 2,3,4,6.   გ) 1,3,4,6.        დ) ყველა.

4)      ლიზოსომა არის ცხოველური უჯრედის დამშლელი (მომნელებელი) ორგანოიდი, რომელიც შედგება მემბრანისა და ფერმენტისაგან. სად სინთეზირდება მისი ფერმენტი?

ა)      გოლჯის აპარატში, ბ) ციტოპლაზმაში, გ) ენდოპლაზმურ ბადეზე,  დ) რიბოსომაში.

5)      უჯრედის არამემბრანული ნაწილებია მიკრომილაკები, რომლებიც შედგება:

ა)      დნმ და ცილისაგან,  ბ) რნმ და ცილისაგან, გ) ცილა ტუბულინისაგან,  დ) პოლისაქარიდებისაგან.

6)      რიბოსომის დიდი და მცირე სუბერთეულების ციტოპლაზმაში დაკავშირებაში მონაწილეობ(ენ)ს :

ა) ინფორმაციული რნმ და Mგ ბ) ტრანსპორტული რნმ და Mგ,  გ) ტრანსპორტული რნმ და ჩა,  დ) ინფორმაციული რნმ და Fე.

7)      ცენტროსომა Aმონაწილეობს:

ა)      ქრომატიდების წარმოქმნაში,  ბ) გაყოფის თითისტარას წარმოქმნაში,  გ) ბირთვაკის გაქრობაში,  დ) ქრომატინის ჩამოყალიბებაში.

8)      რომელ უჯრედულ კომპონენტებს ახასიათებთ ერთმანეთში გადასვლის უნარი?

ა)      გოლჯის აპარატი,  ბ) მიტოქონდრია, გ) პლასტიდები, დ) მიკრომილაკები.

9)      ადამიანის სომატური უჯრედი 46 ქრომოსომას შეიცავს. მან გაიარა ინტერფაზა,  რამდენი ქრომატიდი და დნმ-ს მოლეკულა ექნება მიტოზის ანაფაზის დასაწყისში?

ა)      46 დნმ და 92 ქრომატიდი,  ბ) 92 დნმ და 46 ქრომატიდი,

გ) 46 დნმ და 46 ქრომატიდი,  დ) 92 დნმ და 92 ქრომატიდი.

10)    პლაზმურ მემბრანაში შემავალი ლიპიდების ბიშრე შედგება თავებისა და კუდებისაგან, როგორ არიან ერთმანეთის მიმართ განლაგებულნი ეს კუდები?

ა)      პერპენდიკულარულად,  ბ) სინაფსურად, გ) ასიმეტრიულად,  დ) სიმეტრიულად.

11)    გულის პერანგი წარმოქმნილია:

ა)      ეპითელური ქსოვილისაგან, ბ) შემაერთებელი ქსოვილისაგან, გ) კუნთოვანი ქსოვილისაგან,  დ) ნერვული ქსოვილისაგან.

12)    ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა ეწოდება:

ა)      ჩასუნთქულ ჰაერს,  ბ) ამოსუნთქულ ჰაერს,  გ) ფილტვის ტემპერატურას,  დ) მაქსიმალურად ამუსუნთქულ ჰაერს ყველაზე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ.

13)    პარატჰორმონის ჰიპერფუნქცია იწვევს:

ა)      კალციუმის მომატებას,  ბ) კალციუმის მოკლებას,           გ) გლუკოზის მომატებას,  დ) გლუკოზის მოკლებას.

14)    პაციენტი მივიდა ექიმთან, რომელსაც თერაპევტმა რამოდენიმე სავარაუდო დაავადება დაუსახელა, რომლებიც მას შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა. Mმაგრამ ყველა დასახელებულ დაავადებას ერთი სახეობის ბაქტერია იწვევდა, რომელია ეს ბაქტერია თუ ცნობილია, რომ ავადმყოფს ჭირს (პლევმონია, პერიტონიტი, მენინგიტი ან ანგინა.)

ა)      სტრეპტოკოკი,  ბ) დიპლოკოკი,  გ) სტაფილოკოკი, დ) ბაცილა.

15)    რისგან შედგება ნერვული კვანძები?

ა)      აქსონებისა და სხეულისაგან,  ბ) დენდრიტებისა და სხეულისაგან,  გ) მგძნობიარე ნეირონების სხეულისაგან,  დ) მამოძრავებელი ნეირონის აქსონისაგან.

16)    რა ჰქვია ძვალს, რომელიც ბარძაყისა და წვივის ძვლების სახსრის შუაში მდებარეობს?

ა)      ატლასი,  ბ) ყაფაზი,  გ) მალა,  დ) კვირისთავი.

17)    საჭმლის მონელება რეგულირდება:

1)      სომატური ნერვული სისტემით, 2) ავტონომიური ნერვული სისტემით, 3) ჰუმორული რეგულაციით, 4) რეპროდუქციული სისტემით.

ა) 1,3,4.   ბ) 1,2,3,   გ) 2,3.  დ) 1,2,3,4.

18)    ადგილობრივი ანთების დროს ხდება:

1)      შეშუპება,  2) კანის გაწითლება,  3) ტემპერატურის მატება.

ა) 1,3.     ბ) 1,2.     გ) 3.    დ) 1,2,3.

19)    ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა:

ა) ყველა ადამიანს ერთნაირი აქვს,  ბ) ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს, გ) ადამიანების ნაწილს ერთნაირი აქვს, ხოლო ნაწილს განსხვავებული,  დ) არ გამოითვლება.

20) ადამიანში სისხლის ჯგუფი მემკვიდრეობს სამი წყვილი   ალელით A, B, 0. ამასთან A>0, B>0, A!!B.

რომელი ჯგუფის სისხლის მქონე ბავშვი შეიძლება შეეძინოთ

მშობლებს, რომლებიც პირველი და მეორე სისხლის ჯგუფის        მქონე ჰომოზიგოტები არიან?

ა) 2,    ბ) 2 და 4,    გ) 1,3,4.     დ) 1,2,3,4.

21) კანის, რომელი შრე წარმოადგენს ერთგვარ დეპოს ?

ა)      ეპიდერმისი,  ბ) კანქვეშა უჯრედისი, გ) დერმა, დ) ცხიმოვანი შრე.

22) ურთიერთცხოვრების ტიპს, რომლის დროსაც ერთი ინდივიდი მეორე ინდივიდის საკვები ნარჩენებით იკვებება ეწოდება :

ა) სიმბიოზი,  ბ) კომენსალიზმი, გ) ნეიტრალიზმი, დ)კონკურენცია

23)    ი. პავლოვმა ‘’ მადის აღმძვრელი ‘’ უწოდა კუჭის წვენს, რომელიც გამოიყოფა :

ა)      საკვების სუნის შეგრძნებისას,  ბ) საკვების მექანიკური დამუშავებისას,  გ) საკვების კუჭში მოხვედრისას, დ) წყლის დალევისას.

24) ხორხის ხრტილოვან ფენებს შორის სივრცე (ყია) ტოლფერდა სამკუთხედის ფორმას იღებს მაშინ როცა :                        ა) ადამიანი ჩურჩულებს, ბ) ადამიანი დუმს,  გ) ადამიანი ყვირის, დ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი.

25) მომხრელი და გამშლელი კუნთების ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას უზრუნველყოფს :

ა) თავის ტვინის მოტორული ზონა,   ბ) თავის ტვინის მგძნობიარე ზონა,  გ) მოგრძო ტვინი,   დ) შუა ტვინი.

26) დაუნის სინდრომი გამოიწვევა მაშინ, როდესაც :

ა) ქრომოსომულ ნაკრებს ემატება ერთი ქრომოსომა,  ბ) ქრომოსომულ ნაკრებს აკლდება ერთი ქრომოსომა,  გ) ქრომოსომულ ნაკრებს ხან აკლდება ხან კი ემატება ერთი ქრომოსომა, დ) ნუკლეოტიდის ამოვარდნისას.

27) ჰორმონი ვაზოპრესინი უზრუნველყოფს :

ა) გულში ავტომატიის მოხდენას,  ბ) თირკმლებში შეწოვის პროცესის ზრდას,   გ) ხვანჩის ჩამოყალიბებას,  დ) ძვლების გამაგრებას.

28) არაალელური გენების ურთიერთქმედების ფორმებია :

1) ეპისტაზი, 2) კომპლემენტარობა, 3) პოლიმერია, 4) ჰომეოსტაზი.

ა) 1,3,4.      ბ) 2,3,4.     გ) 1,2.     დ) 1,2,3.

29) იპოვეთ შესაბამისობა ჰორმონებსა და მათ შესასრულებელ ფუნქციებს შორის და აღნიშნეთ X-ით.

ა) სომატოტროპინი                 ა  ბ  გ  დ

ბ) ოქსიტოცინი               1

გ) პროგესტერონი             2

დ) თიროქსინი                3

4

1) უზრუნველყოფს საშვილოსნოში ემრიონის განვითარებისათვის       ხელსაყრელ პირობას.

2) ზრდის ადამიანს სიმაღლეში.

3) ორგანიზმში ააქტიურებს იოდს.

4) უზრუნველყოფს საშვილოსნოს კედლების ინტენსიურ შეკუმშვას შობადობის დროს.

30) იპოვეთ შესაბამისობა გლიკოლიზისა და ჟანგბადიანი დაშლის მიმდინარეობის ადგილთან დაკავშირებით და აღნიშნეთ X-ით.

Aა   ბ

ა) გლიკოლიზი           1. მიტოქონდრია        1

ბ) ჟანგბადიანი დაშლა    2. ციტოპლაზმა        2

31) იპოვეთ შესაბამისობა ნუკლეოტიდებს შორის არსებულ ბმებზე და აღნიშნეთ X-ით.

Aა   ბ

ა) წყალბადური ბმა                            1

ბ) კოვალენტური ბმა                           2

ა) წარმოიქმნება, როდესაც ერთი ნუკლეოტიდი აზოტოვანი ფუძით შეეპირაპირება მეორეს აზოტოვან ფუძეს.

ბ) წარმოიქმნება, როდესაც ერთი ნუკლეოტიდის აზოტოვანი ფუძე დაუკავშირდება მეორე ნუკლეოტიდის ნახშირბადოვან ფუძეს.

32) იპოვეთ შესაბამისობა ჩასუნთქულ და ამოსუნთქულ ჰაერში ნივთიერებათა კონცენტრაციის შესახებ და აღნიშნეთ X-ით.

Aა     ბ

ა) ჩასუნთქვა                         1

2

ბ) ამოსუნთქვა                       3

4

1) აზოტი შეადგენს 79%.

2) ჟანგბადი შეადგენს 16%

3) წყლის ორთქლის კონცენტრაცია იზრდება.

4) ნახშიროჟანგი შეადგენს 0.04 %.

33) იპოვეთ მიტოქონდრიის დამახასიათებელი ნიშნები, ფუნქციები და რიგობრივი ნიშნის ქვევით აღნიშნეთ X-ით.

1) მონელება                                1  2  3  4  5  6

2) ატფ-ს სინთეზი

3) ერთი მემბრანა

4) ორი მემბრანა

5) კრისტები

6) გრანები

34) იპოვეთ მცენარეული უჯრედის მახასიათებლები და რიგობრივი ნიშნის ქვევით აღნიშნეთ X-ით.

1)  ფაგოციტოზი                      1   2   3   4   5   6

2)  პინოციტოზი

3)  გლიკოკალიქსი

4)  უჯრედისი

5)  ვაკუოლი

6)  უჯრედის ცენტრი

35) ადამიანი ხელის დაწვისას აკეთებს რეფლექსურ მოძრაობას. რა გზას გაივლიან იმპულსები რეფლექსის განხორციელებამდე? ზუსტი  თანმიმდევრობით ასახეთ ეს პროცესი და დააფიქსირეთ ცხრილში

1) იმპულსს ღებულობს მამოძრავებელი ნეირონის დენდრიტი.

2) იმპულსი გადაეცემა მგრძნობიარე ნეირონის დენდრიტს.

3) იმპულსი გადაეცემა ჩართულ ნეირონს.

4) იმპულსს ატარებს მგრძნობიარე ნეირონის სხეული.

5) იმპულსი გატარდება მამოძრავებელი ნეირონის აქსონზე.

36) წაიკითხეთ ტექსტი და გამოტოვებულ ადგილებს შეუსაბამეთ ის სიტყვები, რომლებიც ვარიაციულადაა წარმოდგენილი.

Yყველა კბილს აქვს ყბის ძვლის ღრმა ფოსოში ჩამჯდარი ____ , ყელი და გვირგვინი, რომლებიც _____ გამოდიან. Gგვირგვინს გარს აკრავს მინანქარი. Mმინანქრის ქვევით კი არის ძვლისებრი მკვრივი მასა, რომელსაც _____ ეწოდება. Yყველა კბილს აქვს ღრუ, რომელიც ამოვსებულია შემაერთებელქსოვილოვანი სითხით, რომელსაც ______ ეწოდება.

1) ცემენტი                                  ა   ბ   ც   დ

2) პულპა

3) ნერვი

4) დენტინი

5) პირის ღრუ

6) ფესვი

37) მოცემულია დნმ-ს ფრაგმენტი :

Aა_გ_ც_ა_თ_ც_გ_თ_ა_ც_ა_გ

1) რამდენი პროცენტი თიმინიანი ნუკლეოტიდია მოცემულ ფრაგმენტში თუ ცნობილია, რომ გუანინი შეადგენს 40% ?

2) რამდენი ამინომჟავა აკოდირებს მოცემულ ფრაგმენტს ?

3) რამდენი წყალბადური ბმა წარმოიქმნება მოცემულ ფრაგმენტში ?

4) როგორი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობით იქნება წარმოდგენილი  ი-რნმ, რომელიც დნმ-ს მეორე ჯაჭვიდან გადაიწერება ?

5) როგორი იქნება ტ-რნმ ?

38) წითელყვავილოვანი ბარდა შეაჯვარეს მწვანეყვავილოვანთან, მოხდა დათიშვა F2-ში.

1) როგორია მშობლიური ინდივიდების გენოტიპები თუ ცნობილია, რომ წითელყვავილიანობა არის დომინანტური, ხოლო მწვანეყვავილიანობა რეცესიული ნიშანი ?

2) როგორია F1 თაობის გენოტიპ(ებ)ი?

3) როგორია F2 თაობის გენოტიპები?

4) დაწერეთ დათიშვის ფორმულა.

39)  ადამიანში ჰემოფილია (A) (სისხლის შეუდედებლობა) X ქრომოსომასთან შეჭიდული გენია, ხოლო პოლიდაქტილია (B) (მრავალთითიანობა) აუტოსომურ-დომინანტური ნიშანია. პოლიდაქტილიით დაავადებულმა მამაკაცმა, რომლის დედაც ჯამრთელი იყო ცოლად მოიყვანა ქალი, რომელსაც ერთ-ერთი დაავადება სჭირდა და ამასთან მისი მშობლები ორივე ნიშნით დაავადებულნი იყვნენ.

1) როგორია მამაკაცის მამის გენოტიპი?

2) როგორია მამაკაცის გენოტიპი?

3) როგორია ქალის გენოტიპი?

4) როგორია ქალის მშობლების გენოტიპი?

5) ვისგან და რომელი დაავადება გადმოეცემოდა ქალს?

6) როგორი შთამომავლობაა მოსალოდნელი ამ ქორწინებიდან? დაწერეთ გენოტიპები და ფენოტიპები.

40) ერთმანეთს შეაჯვარეს ყვითელთესლიანი(A), ოვალურნაყოფიანი(ბ) და მწვანეთესლიანი(ა), მრგვალნაყოფიანი(B) ბარდა. F1-ში მიიღეს:

158 მწვანეთესლიანი, მრგვალნაყოფიანი

25 მწვანეთესლიანი, მრგვალნაყოფიანი

120 ყვითელთესლიანი, ოვალურნაყოფიანი

55 ყვითელთესლიანი ოვალურნაყოფიანი

1) როგორია მშობლიური ინდივიდების გენოტიპები?

2) როგორ გამეტებს წარმოქმნიან ისისნი?

3) როგორი ნიშნები გამოვლინდება F1-ში?

4) დაწერეთ F1-ში წარმოქმნილი ინდივიდების ყველა შესაძლო გენოტიპი და ფენოტიპი.

5) დაწერეთ დათიშვის გენოტიპური და ფენოტიპური ფორმულა, რომელიც F1-ში გამოვლინდება.

პასუხები

biologiis testis pasukhebi

ტეტსტები საკმაოდ დახვეწილია და გამოადგება ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც ბიოლოგიას აბარებს მეოთხე საგნად,
ტესტი შედგენილია ვახოს მიერ.

About these ads

19 responses

  1. ბიოლოგიის არაფერი მესმის, მაგრამ ტესტები რომ დახვეწილია, მეც შევამჩნიე (სიმპატიურად გამოიყურება. ისეა ჩაწიკწიკებული, ამოხსნა მომინდა) :)

    მადლობა ვახოს და ნათიას :)

  2. მართლა მესიამოვნა ამ ტესტების გაკეთება, უმეტესობას მაინც ვუპასუხე, მაგარი რამეა.
    ჩემგანაც დიდი მადლობა გადაეცი ავტორს და შენც რაღა თქმა უნდა: )

    • კი, ამოცანები ყველაფერს მირჩევნია, მთელ ბიოლოგიას, არაალელურები განსაკუთრებით. ცოტა ბაქტერიებზე და მცენარეებზე ვიჭედები, მთლად ღრმად არ მაქვს შესწავლილი .
      ყველა მაგას მიჩიჩინებს, ძალიან დავიბენი, არა და ჟურნალისტიკა…

      • xoda chaabare imaze razec ginda, me sanam samedicinos gadavwyvetdi(chemi ocneba iyo):), iqamde saertashorisoze vabarebdi(idzulebit) da lamis nevrozi damemarta:)

  3. მომეწონაა უმეტესოობა და რაც მთავარია გამიხარდა რომ ვხსნიდიი :დ:დ

  4. აბიტურიენტის დონეს ზოგ ასპექტში სცდება, მაგრამ ერტიანობაში ძალიან დახვეწილი და სააზროვნო ტესტია. ცოოტას მოიკოჭლებს გენეტიკის ამოცანების დონე. კარგია მომეწონა

    • მართალი ხარ, ზოგი რამ პროგრამული არაა, მაგრამ ეს მასალა უნდა იცოდეს ყველამ, ვინც ბიოლოგიას აბარებს, ან უბრალოდ დაინტერესებულია ამ სფეროთი

  5. 4shi shecdomaa. lizosomis cila da fermennti sinterzirdeba citoplazmis ribosomebze.shemdeg,es permentebi endoplazmuri badis arxebit midis goljis aparatshi,

  6. kargia. arc ise cotas gaveci pasuxi. chveni biologiis maswavlebeli upro bevrs gveubneba vidre wignebshi weria, magram me-8 klasis wigni cota znelia imitom rom adamianis anatomias vswavlobt. =D =D

  7. არ არის საჩირო ამ დონის კიტხვებს გასცეს სკოლის მოსწავლემ. არ ეწყინოს ადმინს ;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s