პრეტესტი ქართულში (naec.ge)

რომელ წინადადებაში არ არის სწორად დასმული სასვენი ნიშანი?

სტუმარს როგორც ჩანს, ბევრი არ იცნობდა.

სამწუხაროდ, მატარებელი ხვალ დილამდე აღარ გადიოდა.

საბედნიეროდ, ჩვენთვის საინტერესო ცნობა აღმოჩნდა მწერლის არქივში.

დედა, რასაკვირველია, გაახარა შვილის წარმატებამ.

გაიხსენეთ «აბო თბილელის წამება». რომელი ფრაზიდან ჩანს, რომ ავტორი პირადად იცნობდა აბოს?

«აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტეის მოყვარებასა…»

«მნებავს ქებად შენდა, ყოვლად ქებულო ქრისტეის მოწამეო…»

«სანატრელითა მით ქრისტესმიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე…»

«უფროის გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაი სათნოებათა შენთაი…»

მიხეილ ჯავახიშვილის რომანში «ჯაყოს ხიზნები» ვკითხულობთ: «ჯაყო თეიმურაზის მამულს გარს უვლიდა და, ვითარცა უპატრონო ქონებისა და თავისი ნაოფლარის კანონიერი მემკვიდრე, გააფთრებული გაჰკიოდა: – ჩემია! ჩემია!» ჯაყოს რა თვისება ჩანს ამ მონაკვეთში?

მოკრძალება.

მომხვეჭელობა.

უპრინციპობა.

უსაქმურობა.

გაიხსენეთ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა «შელოცვა რადიოთი». რის გამო დაუთმო ბრომლეის თავისი ინდოელი მსახური ჰექსლეიმ?

ბრომლეიმ დიდი თანხა შესთავაზა ჰექსლეის.

ბრომლეიმ ჰექსლეის აქციების ყიდვა გადაწყვიტა.

მსახურს სურდა ბრომლეისთან დარჩენა უკეთესი ანაზღაურების გამო.

მსახურს ჰექსლეისთან სამსახური აღარ სურდა.

გაიხსენეთ დავით გურამიშვილის ლექსი «სწავლა მოსწავლეთა». როდის გაიხარებს მევენახე («მწიდნავი»)?

როდესაც ვენახს გასხლავს.

როდესაც მოსავალს მოიწევს.

როდესაც ყურძენს დაწურავს.

როდესაც შრომას შეიმსუბუქებს.

რომელი სიტყვა არის დაბურულის  სინონიმი.

უკმეხი.

უკუნი.

უნაყოფო.

უღრანი.

რომელია არასწორი?

ახალ თაობას.

ახალ თაობის.

ახალი თაობის.

ახალი თაობების

ომელია არასწორი ფორმა?

გავთავისუფლდი.

გავნთავისუფლდი.

განვთავისუფლდი.

განთავისუფლება.

რაც წითლად ელვარებს, არის:

კრიალა.

ქათქათა.

ღაჟღაჟა.

ჩახჩახა.

გადატანითი მნიშვნელობით  უხერხემლო  ნიშნავს:

უბედურს.

უნიჭოს.

უპრინციპოს.

უხასიათოს.

რის საფუძველზე დაწერა გიორგი მერჩულემ თავისი თხზულება «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება»?

არსენ კათალიკოსისა და ეფრემ მაწყვერელის მონათხრობის საფუძველზე.

გრიგოლის მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების მონათხრობის საფუძველზე.

დედა ეფემიასა და აშოტ კურაპალატის ვაჟების მონათხრობის საფუძველზე.

პირადი ურთიერთობისა და თავად გრიგოლის მონათხრობის საფუძველზე.

უფხო გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს:

უნიჭოს.

უპოვარს.

უუნაროს.

უჭკუოს.

გაიხსენეთ «ვეფხისტყაოსანი». რატომ თვლიდა ტარიელი, რომ უსამართლო იყო ფარსადანის გადაწყვეტილება – ინდოეთის ტახტზე ხვარაზმშას ძე მოეწვია?

ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ინდოეთის მეშვიდე სამეფოს გადავცემო.

ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ინდოეთის მთავარსარდლობას ვუბოძებო.

ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ტახტის მემკვიდრედ გავზრდიო.

ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ჩემს ქალიშვილს მივათხოვებო.

რომელ წინადადებაშია შეცდომა?

ბიჭი მარტო დარჩა და მწარედ ატირდა.

ვახშამი უხალისოდ გრძელდებოდა.

უნებლიედ მათი საუბარი გავიგონე.

ცხოვრება დუნედ მიედინებოდა.;’

ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადებაა ქართულისათვის უფრო ბუნებრივი?

მერია აწარმოებს ავარიული სახლების შემოწმებას.

მერია ახდენს ავარიული სახლების შემოწმებას.

მერიამ გადაწყვიტა ავარიული სახლების შემოწმება.

მერიის მიერ წარმოებს ავარიული სახლების შემოწმება.

გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «ალუდა ქეთელაური». ხევსურებმა უთხრეს ალუდას: «წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა». რა უპასუხა ალუდამ თანასოფლელებს?

«ვაი ეგეთას სამართალს».

«ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს».

«რაად სწყრებიან ხევსურნი».

«საქმე მოგირთავ ავადა».]

ლია ჭავჭავაძის ლექსში «ჩემო კალამო» ვკითხულობთ:

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში

ბოროტთ საკლავად, – მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

რა თვისება უნდა ახასიათებდეს, ამ სტროფის მიხედვით, პოეტს?

გამბედაობა.

მიმტევებლობა.

ნიჭი.

სიმკაცრე

ჯიუტი ადამიანი არის:

კერპი.

კუშტი.

უბირი.

უკმეხი.

გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ლექსი «პოეტი». რომელ სტრიქონში ჩანს, რომ ილიას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი საგანგებო დანიშნულება

«მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო».

«ვით ფრინველმა გარეგანმა».

«არა მარტო ტკბილ ხმათათვის».

«გამომგზავნა ქვეყნად ცამა».

~

გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «სტუმარ-მასპინძელი». რა მოიმოქმედეს პირველ რიგში ქისტებმა, როდესაც ზვიადაურის სოფელში ყოფნის ამბავი შეიტყვეს?

გაგზავნეს ჯოყოლასთან მზვერავი.

ზვიადაური სასაფლაოზე წაიყვანეს.

მივარდნენ ზვიადაურის შესაპყრობად.

ჯოყოლას ხელ-ფეხი შეუკრეს~

გაიხსენეთ «ვეფხისტყაოსანი». რა მოსთხოვა ავთანდილმა ვაჭრებს იმის შემდეგ, რაც მეკობრეები დაამარცხა და მათ გზა გაუხსნა?

დაემალათ, რომ  არაბთა ჯარის სარდალი იყო და ვაჭარის ტანსაცმელი მიეცათ.

დაემალათ, რომ  თინათინის მიჯნური იყო  და ფატმანთან მიეყვანათ.

დაემალათ, რომ  რაინდი იყო და ერთ-ერთ რიგით ვაჭრად გამოეცხადებინათ.

დაემალათ, რომ  რაინდი იყო და ვაჭართუხუცესად გამოეცხადებინათ.

რომელ წინადადებაშია შეცდომა?

I. ჩემს სოფლამდე 20 კილომეტრია.   II. ჩემს სოფლამდი 20 კილომეტრია.  III.  ჩემს სოფლამდის 20 კილომეტრია.

მხოლოდ I–ში.

მხოლოდ II–ში.

მხოლოდ III.

I–სა და  III–ში./.’

რას ნიშნავს სიტყვათა მყარი შეხამება თვალები დააწყდა?

გაბრაზებას.

დარდს.

მოლოდინს.

შურს.

გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «ბახტრიონი». რა შესთავაზა კვირიამ ლელას?

დაბრუნებულიყო სახლში მამის საპატრონოდ.

მოტყუებით შეეღწიათ ბახტრიონის ციხეში.

ქართველთა ლაშქარს ადევნებოდნენ უკან.

ყეენისათვის ძვირფასი საჩუქარი მიერთმიათ.

დავით კლდიაშვილის მოთხრობაში «სამანიშვილის დედინაცვალი» სალობერიძეებთან სტუმრობისას კირილემ მიმართა ჯიმშერს: «- ძალიან არ წუხს!.. ერთ უშვილო დედაბერს დეეძებს სადედინაცვლოდ და მითხარით, ჩემგან რა შეწუხება მიჰყენებია… დავდევ უკან მეძებარივით!.. ეგებ, ბიძია, გეგულებოდეს სადმე უშვილო დედაბერი და ამ ყმაწვილს გული დოუშოშმინო!..» რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს კირილე პლატონის მიმართ?

კირილე ამხიარულებს პლატონს.

კირილე დასცინის პლატონს.

კირილე ზრუნავს პლატონზე.

ლეო ქიაჩელის მოთხრობაში «ჰაკი აძბა» ვკითხულობთ: «უჯუშ ემხას სისხლიანი ეპიზოდებით აღსავსე ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა მას მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო შებმა მოუხდა ისე, რომ თავისი ერთგული ძიძიშვილი ჰაკი აძბა გვერდით არ ჰყავდა. ამიტომ ეგონა, თითქოს ეს ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ გულში გადარჩენის მტკიცე რწმენა არ ჰქონდა…» რა გრძნობა დაეუფლა უჯუშ ემხას?

აფორიაქდა.

გაბრაზდა.

განაწყენდა.

განცვიფრდა.კირილე თანაუგრძნობს პლატონს.

რა ტიპისაა მოცემული წინადადება:

ამ ამბავს ისმენდა გლეხი, ყავარჯენზე დაყრდნობილი.

მარტივი.

შერწყმული.

რთული თანწყობილი.

რთული ქვეწყობილი.

გაიხსენეთ კონსტანტინე გამსახურდიას რომანი «დიდოსტატის მარჯვენა». რატომ არ დაიცვა არსაკიძე კათალიკოსმა მეფის სასჯელისაგან?

გაიგო, რომ არსაკიძე ფხოველთა ამბოხში მონაწილეობდა.

გაიგო, რომ კოლონკელიძის ასული უყვარდა დიდოსტატს.

გაიგო, რომ მკრეხელური სურათი დაეხატა დიდოსტატს.

გაიგო, რომ სვეტიცხოველი არ მოსწონდათ ბიზანტიელ ოსტატებს.

რომელია სწორი ფორმა?

I. გაუკრეჭია.     II.  გაუკრეჭავს.   III. გაუკრიჭავს.

მხოლოდ I.

მხოლოდ II.

მხოლოდ III.

I და  III.

გაიხსენეთ «ვეფხისტყაოსანი». რატომ თვლიდა ნესტანი, რომ ტარიელმა მისთვის მიცემულ ფიცს უღალატა?

ტარიელი ესწრებოდა  თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და თქვა, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს არ დავთმობო.

ტარიელი ესწრებოდა  თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და მეფეს შეიარაღებული წინააღმდეგობით დაემუქრა.

ტარიელი ესწრებოდა  თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და მეფეს ხვარაზმშას ვაჟის ჩამოყვანა ურჩია.

ტარიელი ესწრებოდა  თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და მეფისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

გაიხსენეთ «აბო თბილელის წამება». მაჰმადიანთა აზრით, რატომ იყო აბოს დასჯა აუცილებელი?

სხვა მაჰმადიანებს რომ არ მიებაძათ აბოსათვის.

ქრისტიანებს აბო წმინდანად რომ არ შეერაცხათ.

ქრისტიანებს აჯანყებაზე რომ არ ეფიქრათ.

ხალხს რომ აბოს სახელიც კი აღარ ეხსენებინა.

რომელ შესიტყვებათა წყვილშია გამოყენებული ომონიმები?

ბატის ფრთა – თვითმფრინავის ფრთა.

მთის წვერი  – ნემსის წვერი.

ცივი მზერა – ცივი ქარი.

ღამის ბარი – ბასრი ბარი.

რა ტიპისაა მოცემული წინადადება?

როცა დავითი შინ მივიდა, საღამო ხანი იყო.

მარტივი.

შერწყმული.

რთული თანწყობილი.

რთული ქვეწყობილი.

გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა «კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა». რატომ თვლის ვასიკო კეჟერაძე, რომ თამაზი «მისალოცი ადამიანია»?

წინ ელის შედევრის პირველად წაკითხვის სიამოვნება.

წინ ელის პირველი სიყვარულის ბედნიერებით ტკბობა.

წინ ელის მრავალი ეგზოტიკური ქვეყნის ნახვა.

წინ ელის სწრაფი და წარმატებული კარიერა.

გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა «კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა». რატომ თვლის ვასიკო კეჟერაძე, რომ თამაზი «მისალოცი ადამიანია»?

წინ ელის შედევრის პირველად წაკითხვის სიამოვნება.

წინ ელის პირველი სიყვარულის ბედნიერებით ტკბობა.

წინ ელის მრავალი ეგზოტიკური ქვეყნის ნახვა.

წინ ელის სწრაფი და წარმატებული კარიერა.

~~რომელ წინადადებაშია სინტაქსური შეცდომა?

სპორტის ამ სახეობით არაერთი მოზარდი დაინტერესდა.

სპორტის ამ სახეობით მრავალი მოზარდი დაინტერესდა.

სპორტის ამ სახეობით სხვა მოზარდებიც დაინტერესდნენ.

სპორტის ამ სახეობით ბევრი მოზარდები დაინტერესდნენ.

რომელი ფორმა უნდა ჩავსვათ წინადადებაში:

მათი მომავალი . . . მონდომებაზეა დამოკიდებული.

მათივე.

მათსავე.

მათვე.

მათსვე.~

რა ტიპისაა მოცემული წინადადება?

ელისო, რომელიც წყაროსთან იჯდა, მწუხარებას ეძლეოდა.

მარტივი.

შერწყმული.

რთული თანწყობილი.

რთული ქვეწყობილი~

გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა «კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა». რისთვის არის საჭირო, ვასიკო კეჟერაძის აზრით, «კარცერ-ლუქსები»?

ახალგაზრდობას გართობის საშუალება მიეცეს.

ახალგაზრდობას ლიტერატურის კითხვა შეუყვარდეს.

ახალგაზრდობას მეცნიერული ინფორმაცია მიეწოდოს.

ახალგაზრდობას ცხოვრების ინტერესი გაუჩნდეს.

გიორგი მერჩულის თხზულებაში «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება» ვკითხულობთ: «ვიდრე მოსვლამდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა ცხოვარნი ქრისტეისნი განბნეულ იყვნეს სივრცესა მას უდაბნოთასა…» ვინ იგულისხმება სიტყვაში ცხოვარნი?

ბერები

ეპისკოპოსები

ქართველები

ქრისტიანები

გარდაცვალების წინ დედოფალმა შუშანიკმა თქვა: «უკუეთუ ღირს რაიმე ვარ უკუანაისკნელი ესე მეათერთმეტეი მოქმედი ვენახისაი, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა». რა იგულისხმა შუშანიკმა, როდესაც თავი ვენახის მეთერთმეტე ჟამის მუშაკს შეადარა?

შუშანიკის ღვაწლი მოკრძალებულია, ამიტომ ის თავს არ მიიჩნევს ღვთიური მადლის ღირსად.

შუშანიკის ღვაწლი მოკრძალებულია, მაგრამ ღვთიური მადლი მასაც ისევე მიენიჭება, როგორც პირველმოწამეებს.

შუშანიკის ღვაწლი ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე განუზომლად დიდია, ისევე, როგორც პირველმოწამეებისა.

შუშანიკის ღვაწლი ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე  პირველმოწამეებისა.

გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა «კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა». რა საერთო აქვს ღვინის სმასა და კითხვას, ვასიკო კეჟერაძის აზრით?

ორივე ბედნიერების განცდას ანიჭებს ადამიანს.

ორივე ერთნაირად აბრუებს ადამიანის გონებას.

ორივეს ერთნაირად შეიძლება მიეჯაჭვოს პიროვნება.

ორივეს პიროვნული თავისუფლებისაკენ მივყავართ.

რომელია სწორი ფორმა?

I. შეუწყვიტავს.    II. შეუწყვეტავს.     III. შეუწყვეტს.

მხოლოდ I.

მხოლოდ II.

გაიხსენეთ კონსტანტინე გამსახურდიას რომანი «დიდოსტატის მარჯვენა». რომელი ისტორიული რეალობა განაპირობებდა იმას, რომ «ამ მაგალითით დაშინებული ტფილისელი ამირაც გატვრინული იყო»?

ბერძენთა კეისართან მტკიცე ზავი შეიკრა.

მრავალგზის გვემული განძელი ფადლონი ხარკს აძლევდა მეფეს.

სარკინოზები ჯერ კიდევ ბოგინობდნენ შურის ციხეში.

წლის მიწურულამდის მშვიდობა სუფევდა საერისთავოებში.      მხოლოდ III.

II და  III.

გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «სტუმარ-მასპინძელი». თვითმკვლელობის წინ აღაზა ფიქრობდა, რომ მან და მისმა ქმარმა ქისტებს შესცოდეს. რაში ადანაშაულებდა აღაზა საკუთარ თავს?

ზვიადაურის დატირებაში.

სამშობლოს ღალატში.

ჯოყოლას მოტყუებაში.

ჯოყოლას ღალატში.

About these ads

10 responses

  1. სად არის პრეტესტები ჩვენს ნერვებზე თამაში ნეტავი არ მოგბეზრდათ?

    • abdaubdas me ki ara shen wer, me ra testebs mtxov erti gamagebine, da saertodac, madloba moixade rom viwvale da marto chemtvis ar mqonia es testebi, tu ginda gaarkevev, shen gamo tavidan ver chavujdebi magat. umaduri xar vigaca:| piradi blogia es:| azrze ar xar ra:|

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s