“ფურთხის ღირსი ხარ” თუ ვარ?

აბიტურიენტისათვის ჯერ არ დაწერილი მაგრამ ყვლასათვის ნაცნობი კანონით მეტყვით რომ ამ დროს ჩემი აქ ყოფნა გაუმართლებელია, გამართლებული რა არის თქვენ ეგ  მითხარით თორემ, გაუმართლებლობა კაი ხანია ცხოვრების წესად მექცა…არ ვიცი საიდან დავიწყო, ან თუ მაქვს რამე დასაწერი საერთოდ უბრალოდ შემოვბოდიალდი… ვინმეს მინდა გავუზიარო და ისევ ჩემი ბლოგი შემრჩა ხელში… მოკლედ დღეს ერთმა გოგომ მითხრა რომ დეპრესიაშია:) რა მაგარია, ჩვენ ახალგაზრდები, მაშინ ვვარდებით და მაშინ გამოვდივართ დეპრესიიდან როცა ეს ჩვენ მოგვეპრიანება:) თუმცა ასე არაა, დეპრესიასაც არ აცვია სახუმარო ქურქი,  მაგრამ ამ ცოდნის მიუხედავდ როცა ამ გოგოს წუხილის მიზეზი გავიგე, მეც მივხვდი რომ ეგრეთ წოდებულ “დეპრესიამდე” ბევრი არაფერი მაკლია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დარჩა ორი თვე და ორი კვირა, არ ვთვლი გამოცდების წინა დღეებს, და როცა დღეს გაზრდილ პროგრამას თვალი გადავავლე მსუბუქად რომ ვთქვა პანიკას ავყევი… ეს იმიტომ რომ მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავს, ზოგჯერ ძალიან გამართლებულადაც… ხოდა ეს გრძნობა მკარნახობს რომ  თითოეული ათიანი რაც კი მიმიღია ტყუილზეა დაფუძნებული და რომ არც არაფერი არ ვიცი… მოკლედ მთლიანად ეს წელი ჩემთვის გორდიას კვანძად გადაიქცა..  დასაწყისიდან ალბათ თითქმის ბოლომდე, არაფერი გამიკეთებია და არაფერი მითქვამს ისე რომ საკუთარ თავში სრულად დარწმუნებული ვყოფილიყავი, ამან გამოიწვია ის რომ მეოთხე საგნად ჯერ მათემატიკას ვაბარებდი, მერე ლიტერატურას, მერე ქართულს, მერე ისტორიას, და ბოლოს  მივედი ბიოლოგიამდე. ამას რომ თავი დავანებო მთელი წელი ერთ დიდ უსამართლობად გდამექცა, ჯერ იყო მიტინგები, მერე მუქარები, მერე სხვა სკოლაში გადასვლა, იქ საშინელების ნახვა, მერე უკან დაბრუნება, ბევრის გამარჯვებულ ღიმილთან შეხვედრა, მერე გამოცდები რომლებიც ცირკს უფრო ჰგავდა, მერე დაპირისპირება შიგნითაც და გარეთაც, და ბოლოს დღევანდელი დღე…. და ახალი დასკვნა, იცით რა დავასკვენი ჩემი ესოდენ სიმართლეთ გაჯერებული ცხოვრებიდან? ის რომ თუ მთელი ცხოვრება წიგნებს ვურტყამდი თავს არა უშავს, თუ მეგონა რომ ზოგიერთ კლასელთან და მასწალებელთან კარგი ურთიერთობა მქონდა ესეც არაუშავს, თუ მთელი წელი მათემატიკის გაკვეთილს არ ვაცდენდი და სხვები ერთობოდნენ ესეც არა უშავს, იმიტომ რომ “კარგი ბიჭობა” ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ მე საკონტროლოში ძალით დამაკლებ ქულას და სხვას იმისთვის რომ ათიანი დაუწერო  ამ საცოდავ საკონტროლოს სამჯერ აწერინებ ესეც არაუშვას, იცით რატომ? იმიტომ  რომ ქვეყანა უსამრთლობის სუნითაა გაჟღენთლი, იმიტომ რომ თუ შენ პირველმა არ გადაუარე, თუ არ დაივიწყე შენი აღზრდა და მასწავლებელს თავხედურად, არ ელაპარაკე თვითონ გადაგივლიან. ყველამ იცოდა რომ მედალზე აღარ მქონდა პრეტენზია, განა იმიტომ რომ არ ვიმსახურებ? არა უბრალოდ აღარ შემიძლია გამუდმებული დაყვედრებების ატანა, მაგრამ თურმე ესეც უნდა შეძლო, თურმე ესეც უნდა აიტანო თორემ ყველაზე “დებილი” გამოხვალ, ამას რომ თავი დავანებო, თუ სამართლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ,  თუ ხედავ რომ ბავშვმა ფიზიკა არ იცის რატომ უნიშნავ მას საატესტატო გამოცდებს, მას ხომ არასოდეს უსწავლია და არც ეხლა ისწავლის, დასჯით კი ისევ ის აისჯება ვინც მართლა ისწავლა, ვისაც ჩემნაირი უკმაყოფილებლობა სტანჯავს, და ვინც ჩემსავით ღამეს გაათენებს იმიტომ რომ უპასუხისმგებლო არ არის.. მითხარით, ვინმემ გამაგონეთ არსებობს სადმე სამართალი? თუ ესეც ჩვეული ტყუილია ადამიანების ცხოვრების გასამაზებლად გამოგონილი, მითხარით სად, რომელ წიაღში ვეძებო იმის ძალა რომ სწავლა განვაგრძო უდიდეი ტკივილის, იმედგაცრუების, მოტყუების მიუხედავად…

უკაცრავად, თავი მოგაწყინეთ ყბედობით, უკაცრავად, ზედმეტი მომივიდა, ბევრი წამოვროშე, უკაცრავდ რომ სამართლიანობის სახელი რამდენჯერმე გავიმეორე, უკაცრავად რომ უსამართლოები გწოდეთ, უბრალოდ მეზიზღებით… უბრალოდ მახსენდება სიტყვები “ფურთხის ღირსი ხარ”, და ვერ გამიგია რომელი ვართ ფურთხის ღირსი, მე იმიტომ რომ შენ გდებ ბრალს , თუ შენ იმიტომ რომ ჩემნაირებს დაუნდობლად წირავ… ხალხო, შეგიძლიათ ყოველგვარი მოღალატეობის დაბრალების გარეშე გაიგოთ რომ აქ გაჩერე აღარ მინდა?, რომ რაც კი ახლა ყველაზე მეტად მეზიზღება ეს თბილისია, გარყვნილების, ულმობლობის, უნამუსობის დედაქალაქი, შეგიძლიათ გაიგოთ რომ პირველივე შანსის დროს გავიქცევი იმიტომ რომ აქაურობაზე უკვე გული მერევა? არ ვიცი, იქნებ არც თქვენ გესმით, იქნებ ახლა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა და მსგავსი უსამართლობა არც არასოდეს განგიცდიათ, არ ვიცი, ამ ქვეყნად უკვე აღარაფერი არ ვიცი…ერთი რამის გარდა, აი ამხელა ნაბიჯს ჩემს თავზე არავის ვაპატიებ, 18 წელი ის ასაკი არ არის რომ პირშიჩალაგამოვლებულ ცხოვრებას გემო გავუსინჯო, და ზოგიერთს თავი მოვუდრიკო, რა თქმა უნდა თუ მართალი ვარ….

7 thoughts on ““ფურთხის ღირსი ხარ” თუ ვარ?

  1. აუუუ…!!!!! ძალიან მომეწონა შენი ბლოგის ახალი სამოსი. ულამაზესია!!!!
    რაც შეეხება პოსტს, შენზე ცოტა უფროსი ვარ და მინდა დაგარწმუნო, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება თუ პატიებას ისწავლი. ჯერ ვინც ყველაზე მეტად გამწარებს იმას აპატიე და ბოლოს საკუთარ თავს. ნახავ რა ლამაზი იქნება იმ წუთიდან ყველაფერი. დადექი საკუთარ თავზე მაღლა და უბრალოდ გაატარე…. უსამართლობას არ უნდა შეურიგდე, მაგრამ მაინც ჯობია ცივი გონებით იმოქმედო და ისიც მომავალში. ეხა სწავლას მიხედე და დასახული მიზნისკენ მტკიცე ნაბიჯით და 2 რამეს გთხოვ როგორც შენი პიროვნების თაყვანისმცემელი პირველი: ხვალიდან რამე სასიამოვნო დაპოსტე თორემ ცეცხლს წავუკიდებ შენს ბლოგს!
    და მეორე: თუ გრავატარსაც გაახლებ (ეს ძველ დიზაინთან ასოცირდება) ძალიან მაგარი იქნება. :*

  2. ძალიან ემოციური პოსტია, თითქოს ყურში ჩამესმოდა შენი ყვირილი… უმრავლესობაშ გეთანხმები, და ყველგანა ასეთი სიტუაციაა სამწუხაროდ, არამხოლოდ თბილისში. ცხოვრებაა მასეთი: ან შენ გადაუვლი, ან სენ გადაგივლიან.ამიომ უნდა იყო ძლიერი და თუ საჭიროა იქეთ გადაუარო ყველას :))

  3. თითქოს სათქმელი გულიდან ამომიღე და აქ დაწერე. ნამდვილად დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ დავრჩი, რადგან მეგონა ასე მხოლოდ მე ვფიქრობდი… ძალიან მომეწონა და მეტი რაღა ვთქვა აღარც ვიცი…

  4. დაახლოებით ერთი წელი გავიდა რაც ეს პოსტი დადე,მე კიდევ ახლა ვნახე,ალბათ იმიტომ რომ მე წელს მაინტერესებს ეს თემა.და იციიი?მეგონა მარტო მე ვფიქრობდი ასე, ყველაფერში გეთანხმები. განა რამეა ამ გამოცდების ჩაბარება? დიდი რამე გონიათ? ვინც არაფერი იცოდა ისევ არაფერი ეცოდინება,იმიტომ რომ სამ თვეში ნასწავლი გამოცდიდან გამოსულებს ისევ არ ეცოდინებათ. მე კიდევ უკვე აღარ შემიძლია, 12წელია ვსწავლობ და მთხოვენ იმას რაც არ უსწავლებიათ,წელს რომ მეუბნებიან მედალზე ვერ გაგიშვებთქო, ის 11 წელი მატყუებდნენ თუ თავს იტყუებდნენ? მეზიზგებიან ყველანი,ყველა ვინც გამოდის და მორალს გვიკითხავს.ეხლა მოუნდათ თავისი შეცდომების გამოსწორებაა? დაგუპეს ეს თაობა და ეხლა ბოლოს უღებენ. ასეთი უსამართლობა არსად არ ხდება,როგორიც ამ დამპალ საქართველოში.ვიგაც ფსიხოპატების გადასაწყვეტი რომ არის ჩემი ცხოვრება. მეზიზგება ყველა და ყველაფერი რაც ამ მთავრობას ეხება. ისევ ის უშუქობა და დანგრეული გზები მერჩივნა. სულში მაინც არავინ გვაფურთხებდა და შენი ადამიანობით ყველაფერი შეგეძლო გაგეკეთებინა.დღეს კიდევ კომპიუტერზე არის დამიკოდებული ჩემი მომავალი. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს…

    1. კარგია რომ დროს დააკვირდი, იმის მერე მართლა ბევრი რამ მოხდა, საატესტატოც ჩავაბარე და ეროვნულებიც, მედალიც მომცეს და გრანტიც ავიღე, თუმცა უსამართლობა უნივერსიტეტშიც ბევრი მხვდება და არც სკოლა დამაკლებია, ხოდა როგორც ცოტა არ იყოს გამოცდილი ადამიანი გირჩევ, რომ არავის არაფერი შეარჩინო, ტუ რა თქმა უნდა ზუსტად იცი რომ მართალი ხარ, ჩვენზე მეტი არავინაა და ნაკლიც კიდევ ყველას ერთმნაირად ბევრი გაქვს, მაგრამ ბევრი არ ინერვიულო, წლის ბოლოს ამდენი ემოციის მერე გავითიშე და ეროვნულებზე დაბალი არაფერში ამიღია მაგრამ მეტი უნდა ამეღო ცოტა ჯსნაღად რომ მეაზროვნა, ასე, რომ ჩემო კარგო, საბოლოოდ ჩვენი ნერვების ფასად მაინც არვინ არ ღირს, ცხოვრება კი მწარე და სასტიკია, იშვიათად ტკბილიც, ხოდა იმ მწარე დღეებს გაუძელი და ტკბილს დაელოდე:) ეხლა ერთი მიზანი გაქვს და არ დაუშვა, რომ მის ასრულებაში ვინმემ ხელი შეგიშალოს:) უნივერსიტეტში კი აბსოლუტურა განსხვავებული რეალობა დაგხვდება, რომ ჩააბარებ იმაზე მერე ერთად ვიწუწუნოთ:)

დატოვე კომენტარი